Connect with us

სხვა

ვერძს ფინანსური წარმატება ელოდება, თქვენ? აპრილის თვის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

გსურთ გაიგოთ, რა გელოდებათ ფინანსური კუთხით აპრილში? მაშინ Alltime–ს რედაქცია აპრილის თვის ფინანსურ ჰოროსკოპს გთავაზობთ.

ვერძი

მარტის ვერძებო, თქვენთვის აქტიური პერიოდი დაიწყო. მოგზაურობებსა და მივლინებებში ფინანსური წარმატება თქვენს მხარეს იქნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ქალურ თემებს ეხება, კიდევ უკეთესი, თუ აქტიურად გადაადგილებას დაიწყებთ სხვა ქალებთან ერთად  – ნათესავებთან, მეგობრებთან ან სულიერ თანამშრომლებთან ერთად.

აპრილის ვერძებო, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. შეუპოვარი და ამავდროულად დიპლომატიური უნდა იყოთ. ეს რთულია, მაგრამ ბალანსის პოვნის შემთხვევაში დივიდენდებს მიიღებთ. მით უფრო, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრი რამ, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია!

კურო

აპრილის კუროვ, თქვენი ფინანსური ნიჭი სრულად გაააქტიურეთ. თქვენ მატერიის ადამიანი ხართ, ამასთან აქტივობა არ გაკლიათ. დიდი ცდუნების წინაშე იქნებით, რომ გარისკოთ და დაკარგოთ, ფრთხილად იყავით, ფინანსური თავგადასავლები სხვა დროისთვის გადადეთ. ახლა მკვეთრი, დაუფიქრებელი მოძრაობის დრო არაა. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და კარგად დაფიქრების შემდეგ მიიღეთ.

მაისის კუროვ, ოჯახთან დაკავშირებული ბევრი ხარჯი გელით. ამის გამო თავს მარტოსულად იგრძნობთ. თქვენ ხომ საკუთარი თავის განებივრებას მიჩვეული ხართ, აქ კი ლომის წილი თქვენს პირად ინტერესებს არ მოხმარდება. დამატებით, ვალების საქმე წინ წამოიწევს, მათ შორის სხვების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით თქვენ დაგეკისრებათ. მოითმინეთ, ეს წარსული ზედმეტობების ანაზღაურებად ჩათვალეთ.

ტყუპები

მაისის ტყუპებო, ბევრი შრომა და ნაკლების დახარჯვა მოგიწევთ. ფინანსური შესვენება აიღეთ, რომ ზედმეტი არ დახარჯოთ. მნიშვნელოვანი ხარჯები არ დაგეგმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ პოტენციალს დააზიანებთ. თქვენ ხომ კარგად იცით, ფული ენერგიაა.

ივნისის ტყუპებო, საინტერესო პერიოდი გელით. მოულოდნელად შეიძლება სამოგზაუროდ წახვიდეთ და რაც ყველაზე საინტერესოა, ამისთვის ფული გამოჩნდება. სახლში არ დაჯდეთ, დახარჯული დაგიბრუნდებათ! ამჯერად, ბედის ნებიერა ხართ. როგორც ყოველთვის, არ იზარმაცოთ და შვებულებაშიც სასარგებლო კავშირები დაამყარეთ.

კირჩხიბი

ივნისის კირჩხიბო, დროა ნაჭუჭიდან გამოხვიდეთ და მნიშვნელობა არ აქვს თეატრში წახვალთ თუ აგარაკზე. რაც უფრო მეტს იმოძრავებთ, მით უფრო მეტ ფულს მიიღებთ. თქვენი ფინანსური პოტენციალი მოძრაობაშია.

ივლისის კირჩხიბო, რთული თვე გელით, მთელი არაადამიანური ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება, აქტივობა შედეგს არ მოგიტანთ და ამის გამო ყველაფრის დალეწვა, გადაგდება, მოძებნა და დამნაშავეების დასჯა მოგინდებათ. ფინანსური ნაკადების გაზრდა ჯერჯერობით თქვენი თემა არაა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთ თვეა, არ მოიწყინოთ. გაერთეთ, რაღაც ახალი და უცნობით დაკავდით, რომ საკუთარ თავს გარისკვის შანსი არ მისცეთ.

ლომი

ივლისის ლომო, დროა ძველი გვერდი დახუროთ და ახალი გვერდი გახსნათ. შემოსავლის ახალი წყაროები მოძებნეთ, თუნდაც კვამლი იმწამსვე არ გამოჩნდეს, თქვენი საქმე – იყოთ შემოქმედებით მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენი მოგვიანებით მოგვარდება.

აგვისტოს ლომო, მაამებლების და მანიპულატორების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. მაქსიმალურად კონცენტრირებული და ობიექტური იყავით. ჯიბეს ხელი მოუჭირეთ და პირსაც. არავის უთხრათ, თუ რამდენი გაქვთ და მით უმეტეს, სად ინახავთ.

ქალწული

აგვისტოს ქალწულო, თქვენ ჭკვიანი და ეშმაკი ხართ, მაგრამ ვიღაც თქვენზე უფრო ჭკვიანი და ეშმაკია. მანიპულაციებს არ აჰყვეთ და სხვებს თქვენი დაშინების უფლება არ მისცეთ, რადგან დაგიჭერენ ყველაზე სუსტ წერტილში – თავდაჯერებულობა თქვენს ურყევ ინტელექტში. ფინანსური დოკუმენტები კარგად შეამოწმეთ.

სექტემბრის ქალწულო, ახლა თქვენი სიბრალულში დაჭერა მარტივია. ყოველგვარ მსხვერპლს და უბედურ მათხოვრებს მოერიდეთ, ფული არ გაასესხოთ და თუ გასცემთ, ამ ფულს მაშინვე დაემშვიდობეთ და დაბრუნებას არ ელოდოთ.

სასწორი

სექტემბრის სასწორო, ამჯერად საქმე ეხება ფინანსურ ხარჯებს და არა შემოსავლებს. ხარჯები დაკავშირებული შეიძლება იყოს ბავშვებთან, მოხუც ნათესავებთან და შინაურ ცხოველებთან. გამოდის, მათ თავს ვერ აარიდებთ, ამიტომ უბრალოდ სიტუაცია მიიღეთ და არ დაიჩივლოთ.

ოქტომბრის სასწორო, თუ ფინანსურ მომენტებს კარგად გათვლით, მოგებულიც დარჩებით. მთავარია, გონივრული მოხმარება და ანგარიში.

მორიელი

ოქტომბრის მორიელო, შეზღუდვა და წელზე ქამრის მოჭერა მოგიწევთ, ახლა თავის გამოჩენის დრო არაა, უნდა დაზოგოთ.  სასიამოვნო მომენტი – ეს დროებითია! სწორედ ამიტომ, წინდახედული იყავით და დაჯილდოვდებით.

ნოემბრის მორიელო, თუ საკუთარი ბიზნესი ჯერ არ დაგიწყიათ, დროა ამაზე დაფიქრდეთ და პირველი ნაბიჯები გადადგათ. მთავარია, გაიგოთ, რომ არსებობს ისეთი რამ, რასაც თქვენს ნაცვლად არავინ გააკეთებს. პასუხისმგებლობა და მართვა საკუთარ თავზე აიღეთ.

მშვილდოსანი

ნოემბრის მშვილდოსანო, დიდი ალბათობით დაწინაურება გელით, თუმცა ამისთვის საიდუმლო ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, სკანდალების, ინტრიგების და გამოძიების გადალახვა მოგიწევთ. თქვენ ხომ არასდროს ნებდებით? ამბიცია და თავგამოდება საკმარისად გაქვთ.

დეკემბრის მშვილდოსანო, დროა გუნდის ლიდერი გახდეთ. თუ ამ როლის მიღება არ გსურთ, ის მაინც მოვა და უამრავი ადამიანი პროფესიონალი დახმარებისა და რჩევისთვის მოგმართავთ. დაფიქრდით, ღირს ახალ მისიაზე უარის თქმა? მთავარია, ხელფასის მომატება დროულად მოითხოვოთ.

თხის რქა

დეკემბრის თხის რქავ, დროა პროფესიონალიზმი განავითაროთ. ეს ისედაც თქვენი ცხოვრების თემაა, აქ კი ყველაფერი პირდაპირ თქვენს ხელში მოხვდება. მაგარი პროფესიონალები დიდ ფულს იშოვიან, ეს თქვენთვის ყოველთვის კარგი მოტივაცია იყო და ახლა გამონაკლისი არაა.

იანვრის თხის რქავ, გუნდურ პროექტებში მონაწილეობა თამამად მიიღეთ, ფინანსური კუთხით საკმაოდ პერსპექტიულია. ამასთან ლიდერის როლი შეითავსეთ, თუ კონტექსტში ფულის ნაკადების საკუთარ თავზე მიბმას გულისხმობს.

მერწყული

იანვრის მერწყულო, თავისუფლების მოყვარე ბუნების მიუხედავად გუნდს არ ჩამოშორდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად პოზიციებს დაკარგავთ. ყველაზე ბრძნული სტრატეგია: ამ გუნდის ლიდერი გახდით და ისე გააკეთეთ, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ამის სწავლა არც გჭირდებათ.

თებერვლის მერწყულო, ყველა ფინანსურ საკითხში წყვილებში იმოქმედეთ. შვილობილი თემა აქტუალური იქნება. ერთად – უფრო მეტს ნიშნავს!

თევზები

თებერვლის თევზებო, სასიყვარულო საკითხებში სიფხიზლე გამოიჩინეთ, მათ შეიძლება ფინანსებში ლომის წილი შეიტანონ. რომანტიკა და ლირიკა კარგია, მაგრამ ფულს დათვლა უყვარს.

მარტის თევზებო, საუკეთესო ინვესტიციაა დასვენება, სასურველია, სახლიდან მოშორებით. რაც უფრო მეტი ენერგია გექნებათ, მით უფრო მეტ ფულს მიიღებთ. საკუთარ თავს ნუ დაზოგავთ.

Advertisement