Connect with us

ჯანმრთელობა

ველოსიპედი – საუკეთესო ვარჯიში პრესისა და მოხდენილი წელისთვის

„ველოსიპედი“ საუკეთესო ვარჯიშია პრესისა და მოხდენილი წელის მისაღებად. მათ, ვინც საკუთარ თავს ყურადღებას აქცევს და პრესს აკეთებს, ალბათ, საყვარელი ვარჯიშების საკუთარი ნაკრები აქვთ. მაგრამ რატომ არ უნდა შევიტანოთ ცვლილებები ჩვეულ ვარჯიშში და დავამატოთ ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიში „ველოსიპედი“?

ამ ვარჯიშის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ერთეულები იყენებს. არადა ველოსიპედური ტრიალის სარგებელი უბრალოდ უზარმაზარია! დღეს გიამბობთ, თუ რატომ.

ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიშის შესრულებით თქვენ რიგ უპირატესობას მიიღებთ არა მხოლოდ პრესის კუნთებისთვის, არამედ წელისთვის!

უპირატესობა

მოდით გავარკვიოთ, როგორ შევასრულოთ ასეთი მსუბუქი ველოსიპედური ტრიალი და მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.  ვარჯიშის შესრულების ბევრი ვარიანტი არსებობს. ჩვენ ყველაზე უსაფრთხოს განვიხილავთ, მაგრამ ამით ტექნიკა ნაკლებად ეფექტური არაა.

ვარჯიშის ტექნიკა

ზურგზე დაწექით და წელი იატაკს მიადეთ. ხელები თავზე გადააჯვარედინეთ, ფეხები მუხლებში მოხარეთ, მხრები იატაკს მოაშორეთ. ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვაზე ჰაერში ფეხებით ველოსიპედის სატერფულები ატრიალეთ ისე, რომ მარცხენა იდაყვი მარჯვენა მუხლისკენ მიწიოთ და პირიქით. ფეხის და ხელის მოძრაობა ინტენსიურად ჩაანაცვლეთ.

როგორ დავწვათ ბევრი კალორია „ველოსიპედის“ დახმარებით?

ეს ინფორმაცია ზედმეტი კილოგრამების დაკლების მსურველებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მხოლოდ ვარჯიში გახდომაში ვერ დაგეხმარებათ. ამისთვის აუცილებელია კვების მოწესრიგება, გარკვეული ვარჯიშების შესრულება, კალორიების დეფიციტის შექმნა, ანუ უფრო მეტი უნდა დაწვათ, ვიდრე მიირთმევთ.

აუცილებელია ვარჯიშები ინტენსიურად, შესვენების გარეშე შეასრულოთ. 7-8 ინტენსიური ვარჯიშის ნაკრები ზედმეტი კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.

ვარჯიშის „ველოსიპედი“ შესრულებისას მაქსიმალური შესაძლო სიჩქარის განვითარება სცადეთ. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ კარდიო ვარჯიშების შემდეგ „ველოსიპედის“ 3-4 წრის შესრულებით. ეს წონის დაკლებაში არა ნაკლებად დაგეხმარებათ.

როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთ მარტივ ვარჯიშს თქვენი შეცვლა შეუძლია. აი, ისიც საოცნებო ვარჯიში!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.