Connect with us

ჰოროსკოპი

ვედური ჰოროსკოპი: რა უნდა ვიცოდეთ ჯიოტიშის შესახებ

არსებობს მოსაზრება, რომ ვედური ჰოროსკოპი ყველაზე ზუსტი და მრავალმხრივი ჰოროსკოპია. ევროპაში ეს ჰოროსკოპი თავის ატრიბუტიკასთან ერთად ინდოეთიდან შემოიტანეს და ახლა მას ბევრ ქვეყანაში იცნობენ “ჯიოტიშის” ან “ნაკშარტის” სახელით. სიტყვა “ჯიოტიში” ითარგმნება როგორც ცოდნის თვალი და მისი დახმარებით საკუთარ თავზე ბევრი რამის გაგება შიეძლება.

რა საჭიროა ვედური ჰოროსკოპის შედგენა?

ვედური ჰოროსკოპი აქტიურად გამოიყენება ინდოეთში და ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათთვის ვედური ჰოროსკოპის შედგენა ჩვეულებრივი საქმეა და მისი დახმარებით წყვეტენ სამსახურის ან ბიზნესის დაწყების თარიღს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, მოგზაურობასა და ქორწინებასაც კი. მსგავსი ჰოროსკოპის შედგენა ევროპულ ქვეყნებში დიპლომირებული სპეციალისტების მეშვეობით შეიძლება.

როგორ შევადგინოთ ვედური ჰოროსკოპი?

სანამ ვედურ ჰოროსკოპს შეადგენთ, მის ძირითად არსსა და სტრუქტურას უნდა გაეცნოთ. მისი სტანდარტული ჰოროსკოპისგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სიდერიული ზოდიაქოა. საქმე იმაშია, რომ მოძრავი ვარსკვლავები დროთა განმავლობაში ადგილს იცვლიან. ვედურის შემთხვევაში კი მათი ადგილმდებარეობა არ იცვლება და ზოდიაქალური სექტორები თანავარსკვლავედებს ემთხვევა. სიდერიული ჰოროსკოპი ტროპიკულისგან – 24 გრადუსით განსხვავდება.

რა უნდა იცოდეთ ვედური ასტროლოგიის შესახებ?

ვედურ ჰოროსკოპში 27 ნაკშტარი – ანუ მთვარის თანავარსკვლავედია, ისინი ადამიანის ბედისწერაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ. ნაკშტარებს 9 ზეციური სხეული განაგებს: კეტუ, ვენერა, მზე, მარსი, რახუ, იუპიტერი და მერკური

ნაკშტარების სია და მათი მმართველი პლანეტები

უტარა აშადხა (12 იანვარი— 24 იანვარი) — მზე
შრავანა (25 იანვარი— 6 თებერვალი ) — მთვარე
დხანიშტა (7 თებერვალი — 19 თებერვალი ) — მარსი
შატაბხიშაკი (20 თებერვალი — 4 მარტი) — რახუ
პურვა ბხატრა (5 მარტი— 17 მარტი) — იუპიტერი
უტარა ბხატრა (18 მარტი— 31 მარტი) — სატურნი
რევატი (1 აპრილი — 12 აპრილი ) — მერკური
აშვინი (13 აპრილი — 27 აპრილი ) — კეტუ
ბჰარანი (28 აპრილი — 11 მაისი ) — ვენერა
კრიტტიკა (12 მაისი — 25 მაისი ) — მზე
როჰინი (26 მაისი — 8 ივნისი) — მთვარე
მრიგასირა (9−21 ივნისი) — მარსი
არდრა (22 ივნისი— 5 ივლისი) — რახუ
პუნარვასუ (6−19 ივლისი) — იუპიტერი
პუშია (20 ივლისი— 2 აგვისტო) — სატურნი
აშლეშა (3 -16 აგვისტო) — მერკური
მაგხა (17 — 29 აგვისტო) — კეტუ
პურვა ფალგუნი ( 30 აგვისტო – 13 სექტემბერი) — მზე
ხასტა (27 სექტემბერი — 10 სექტემბერი) — მთავრე
ჩიტრა (11 ოქტომბერი — 23 ოქტომბერი ) — მარსი
სვატი (24 ოქტომბერი — 6 ნოემბერი ) — რახუ
ვიშახა (7 ნოემბერი — 19 ნოემბერი ) — იუპიტერი
ანურადა (20 ნოემბერი — 2 დეკემბერი ) — სატურნი
ჯიეშთხა (3−15 დეკემბერი ) — მერკური
მულა (16−28 დეკემბერი ) — იუპიტერი
პურვა აშადხა (29 დეკემბერი — 11 იანვარი) — ვენერა

დაბადების მომენტში ყოველი მმართველი პლანეტა არა მხოოდ განსაზღვრულ თანავარსკვლავედში არამედ 12 სახლიდან რომელიმეში იმყოფება. ვედურ ასტროლოგიაში სახლებს ბხავა ეწოდება და მათი გათვალისწინება ჰოროსკოპის შედგენისას აუცილებელია.

როგორ ხდება ვედური ჰოროსკოპის შედგენა?

ვედური ჰოროსკოპის შედგენისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ – დაბადების თარიღს, სახელს, დაბადების დროს, დაბადების ადგილს. ეს ასტროლოგს ეხმარება გაარკვიოს თუ რომელ გრადუსზე იმყოფებოდა ესა თუ ის პლანეტა ადამიანის დაბადების მომენტში. პლაეტის რეტროგრადული მოძრაობა კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია რომელიც ადმიანის ბედისწერაზე მოქმედებს, ეს ფაქტი ასტროლოგიურ რუქაში ცალკე იქნება აღნიშნული.

ასტროლოგიური რუქის შედგენა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ასტროლოგთან რუკის შედგენის მიზნით კონსულტაცია შეიძლება შესანიშნავ საჩუქრად ჩაითვალოს 2021 წელს.

ჩვეულებრივ ნათალური რულა წარმოადგენს 12 სახლის ლისტს რომლებშიც პლანეტებია განლაგებული და ყოველი სახლი ცხოვრების გარკვეულ სფეროზე ახდენს გავლენას:

1 — ადამიანი, მისი პიროვნება, ჯანმრთელობა;

2 — ფინანსები, ფული, კეთილდღეობა;

3 — დები და ძმები;

4 — დედა, ემოციები;

5 — შვილები, განათლება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;

6 —დაავადებები, მტრები, წინაღობები;

7 — пპარტნიორი, მეუღლე, პარტნიორული ურთიერთობები;

8 — სიცოცხლის ხანგრძლივობა;

9 — წარმატება, იღბალი;

10 — სამსახური, კარიერა;

11 — ოცნებები, სურვილების ასრულება;

12 — დანაკარგები, ხარჯები, გასავალი.

პლანეტების სახლებში განაწილება ინდივიდუალურია და ნებისმიერი ადამიანის ნათალური რუქა ერთმანეთისგან გასხვავდება.