Connect with us

თავის მოვლა

ვაშლის ძმარი თმისთვის. როგორ გამოვიყენოთ სწორად

მიჩვეული ვართ, რომ ძმარს ყველაზე ხშირად მხოლოდ სამზარეულოში ვიყენებთ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, განსაკუთრებით ახალი ბოსტნეულის სალათის და კონსერვისთვის. ასევე სხვადასხვა ზედაპირის ეფექტური საწმენდი საშუალებაა. ამით მისი გამოყენების მეთოდები არ შემოიფარგლება. ახლა ბევრი მოდის მიმდევარი ყიდულობს ვაშლის ძმარს თმისთვის და არა საზაფხულო წასახემსებლის მოსამზადებლად. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გავლენას ახდენს ვაშლის ძმარი თმაზე.

თუ მოსაწყენი, უსიცოცხლო და მტვრევადი თმის ყურებამ დაგღალათ, დღევანდელ მასალას აუცილებლად უნდა გაეცნოთ. გაიგებთ, როგორ აღადგინოთ თმა ჩვეულებრივი ძმრით და არა ძვირადღირებული სალონური პროცედურებით.

ვაშლის ძმარი თმისთვის: სარგებელი და გამოყენება

დადებითი თვისებები

  • სკალპს წმენდს. ვაშლის მჟავების წყალობით კანზე სხვადასხვა საშუალების დაშრევებას დაივიწყებთ. ასე თმა მაქსიმალურად გაიწმინდება.
  • ზრდას აჩქარებს. ვაშლის ძმარი სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს. ცნობილია, რომ ეს თმის ზრდაზე პირდაპირ მოქმედებს.
  • სიგლუვეს უზრუნველყოფს. ძმარი ეხმარება აფუებულ თმას, რომელსაც ნაკლებად მოვლილი იერი აქვს. მჟავე–ტუტე ბალანსს არეგულირებს და თმას გლუვს და აბრეშუმისებრს ხდის.
  • ქერტლს აქრობს. ვაშლის ძმარი სადეზინფექციო საშუალების როლს ასრულებს. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით სკალპს წმენდს, ქავილს, ასევე ქერტლს აქრობს.

გამოყენების წესი

თმაზე ვაშლის ძმრის გაჩერება უდიდესი შეცდომაა, რომელიც მისი გამოყენებისას შეგიძლიათ დაუშვათ. 5-10 წუთი საკმარისია, რომ კარგი შედეგი მიიღოთ. უფრო დიდხანს გაჩერებით ეფექტს არ გააძლიერებთ, არამედ თმის მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნით.

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი

  1. ვაშლის ძმარი და წყალი 1:5 პროპორციით აურიეთ. მიღებული ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით.
  2. თავი ჩვეული მეთოდით დაიბანეთ, შამპუნი და კონდიციონერი გამოიყენეთ. შემდეგ სკალპზე და სველ თმაზე ძმრის ნარევი წაისვით. პულვერიზატორით მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ.
  3. 5-10 წუთის შემდეგ ნარევი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ, შამპუნის გამოყენების გარეშე.

სანამ ძმრის, როგორც თმის აღმდგენი საშუალების, აქტიურად გამოყენებას დაიწყებთ, გირჩევთ, ალერგიულ რეაქციაზე ტესტი ჩაიტაროთ. ხელნაკეთი ნარევი თმის კულულზე და სკალპის პატარა ნაკვეთზე წაისვით, 2-3 წუთი გაიჩერეთ. თუ კანსა და თმას კარგი რეაქცია ჰქონდა, ვაშლის ძმრის რეგულარულ გამოყენებაზე გადადით და თმაზე უკვე საჭირო დროით გაიჩერეთ.

Advertisement