მოდა და სტილი
ვარცხნილობა „ცოცხი“ – სეზონის ჰიტი: ვის უხდება და ვინ სჯობს უარი თქვას
საშუალო სიგრძის კარეს უკვე 3 წელზე მეტია ვატარებ. კომფორტული ვარცხნილობაა, ნებისმიერად დავარცხნა შეიძლება და თმის მოვლაც მარტივია. არა, ასეთი სტილი არ მომბეზრდა, თუმცა მისი განახლება მსურს, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. კარგია, რომ ახლა ვარცხნილობა „ცოცხი“ პოპულარულია.
„ცოცხი“ ნამდვილად ვარცხნილობის უცნაური სახელია. სახელი ცოცხთან ვიზუალური მსგავსების გამო მიიღო. ხის ღეროებიანი ცოცხის მსგავსად თმა სახეს მჭიდროდ ეკვრის. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რით განსხვავდება ვარცხნილობა „ცოცხი“ ჩვეულებრივი ბობ–კარესგან.
რით განსხვავდება „ცოცხი“ ბობ–კარესგან
აღმოჩნდა, რომ ასეთ ვარცხნილობაზე როგორც ქალი, ასევე კაცი ოცნებობს. ერთი შეხედვით ტრენდსა და უკვდავ კლასიკას შორის განსხვავების დანახვა გამიჭირდა. დალაქმა ყურადღება მოცულობაზე გამამახვილებინა. თითქოსდა „ცოცხი“ მრავალ ფენას არ უშვებს. თმა ერთ სიგრძეზე და იდეალურად გლუვი უნდა იყოს.
თავისი არსით, ასეთი ვარცხნილობა არის კარე, რომლის სიგრძე ნიკაპიდან რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთაა. ამ შემთხვევაში თმას ერთ სიგრძეზე ჭრიან, გრადუირების გარეშე. თუ ბობ–კარე ჰაეროვანი და მოძრავია, „ცოცხი“ უფრო თავშეკავებული და მკაცრი გამოდის.
ვის უხდება ასეთი ვარცხნილობა
„ცოცხი“ სწორი, სქელი თმის მფლობელებს მოუხდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვარცხნილობა დამატებით მოცულობას არ ქმნის, თხელი თმა საკმაოდ მოსაწყენად გამოიყურება. გახსოვდეთ, რომ „ცოცხი“, როგორც ნებისმიერი მოკლე ვარცხნილობა, დავარცხნას მოითხოვს. დალაქს რჩევების გაზიარება სთხოვეთ, თუ როგორ გამოიყურებოდეს თმა მოვლილად.
რჩევები დავარცხნის შესახებ
ამ მოდური ვარცხნილობის დასავარცხნად დაგჭირდებათ ძლიერი ფენი, მოცულობისთვის მუსი და თმის უთო. თმა დაიბანეთ. ცოტა მუსი თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. მუსი ვარცხნილობას საჭირო სტრუქტურას მიანიჭებს. ახლა თმა ფენით გაიშრეთ, გლუვი სავარცხლით დაივარცხნეთ, უთოთი სიგლუვე მიანიჭეთ.
თუ ოდნავ ტალღოვანი თმა გაქვთ, პრობლემა არაა. ასეთი ვარცხნილობა მოგიხდებათ. ასევე სხვადასხვა აქსესუარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ცენტრში შუაზე გაიყავით, თმა ორივე მხრიდან სამაგრით დაიმაგრეთ. თუ თმა ხელს გიშლით, სიგრძე შეკვრის საშუალებას გაძლევთ. მოდური ვარცხნილობა მზადაა!
სტილისტები ერთხმად იძახიან, რომ 2022 წელი კარეს ყველა სახეობას მიეძღვნება. ასე რომ, თუ დღემდე იმიჯის შეცვლას ვერ ბედავდით, ახალი წელი ამისთვის საუკეთესო დროა. მოდური ვარცხნილობა „ცოცხი“ თქვენს ცხოვრებაში მშვენიერი ცვლილებების დასაწყისი გახდება. როდის უნდა გარისკოთ, თუ არა ახლა?