Connect with us

ყვავილები

ვარდი ზაფხულში: როგორ ვიზრუნოთ სწორად ყვავილობის გასახანგრძლივებლად

ვარდი ბაღში – წარმოუდგენელი სილამაზე და არომატია. სწორედ ამიტომ, ბევრი მებაღე ეძებს საიდუმლო ხრიკებს, რომლებიც ყვავილობის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს. ყვავილების დედოფალს სათანადო ზრუნვა სჭირდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა იზრუნოთ ვარდზე ზაფხულში, თუ ყვავილობის გახანგრძლივება გსურთ.

ვარდის მორწყვა

ძალიან ცხელ და მშრალ დღეებში ბუჩქები უხვად მორწყეთ. კვირაში 2–ჯერ საკმარისია. ერთადერთი, წყალი ფოთლებს არ მოახვედროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ შეიძლება დაიწვას, არამედ დაავადდეს. მოსარწყავად საღამო ან დილის საათები გამოიყენეთ. ცივი წყლის გამოყენება აკრძალულია. დაყენებული, თბილი ვარიანტი გამოიყენეთ და მიწას პირდაპირ ფესვების გვერდით დაასხით. მიწა 23-24 სმ სიღრმეზე ნესტიანი უნდა იყოს.

სასუქი ვარდებისთვის

ვარდს კალიუმი და ფოსფორი სჭირდება აქტიური ზრდისა და კვირტების ფორმირებისთვის. ყვავილებს ლამაზი ფერი რომ ჰქონდეს, მაგნიუმით გამოკვებეთ. მანგანუმით, ბორით და რკინით უზრუნველყოფა არ დაგავიწყდეთ. ეს დაავადებების პრევენციისთვის შესანიშნავია.

სასუქის გამოყენებამდე ბუჩქი კარგად მორწყეთ. შემდეგ თხევადი ან მშრალი სასუქი გამოიყენეთ და ბუჩქიდან 10-15 სმ დაშორებით მიაწოდეთ.

ყოველთვე, ერთჯერადად გამოიყენეთ ასეთი სასუქი:

  • 10 ლ წყალი
  • 10 გრ კალიუმის სულფატი
  • 10 გრ სუპერფოსფატი

ივლისში ვარდს ასეთი გამოკვება სჭირდება:

  • 2 ჭიქა ნაცარი
  • 10 გრ ნიტროფოსფატი
  • 500 გრ ქათმის სკინტლი

ყვავილობის დროს ასეთი ნარევის მიწოდება ზედმეტი არ იქნება:

  • 2 ლ წყალი
  • 1 შეფუთვა „ბუტონ პლუსი“

ვარდის ბუჩქს გამოკვება შემოდგომაზეც სჭირდებათ, რომ მორიგი ყვავილობისთვის ძალები მოიკრიფოს.

  • 10 ლ წყალი
  • 15 გრ სუპერფოსფატი
  • 16 გრ მონოფოსფატი

1-2 ლ ნარევი თითო ბუჩქზე, ასაკის მიხედვით.

ვარდის გადაჭრა

ვარდის დროულად გადაჭრა არ დაგავიწყდეთ, რომ ჰაერით უზრუნველყოთ და გასქელებისგან დაიცვათ. პირველ რიგში, თხელი, ავადმყოფი, ხმელი ტოტები მოაშორეთ. კვირტები არ დაგენანოთ, რომლებიც ბუჩქის შიგნით იზრდებიან. გარდა ამისა, უკვე აყვავილებული თანაყვავილედი გადაჭერით.

მტევნისებრ ვარდს 3 ფოთლის ზონაში ჭრიან. ზაფხულის დასაწყისში ჩაის ვარდის ღეროს თამამად ჭრიან, მიწიდან მხოლოდ 3 ფოთოლს ტოვებენ. მცოცავი ვარდის შემთხვევაში ახალ მტევნებს ჭრიან, რომ ვარდი უფრო მეტად აყვავილდეს.

ვარდის დაცვა

ზრდის და ყვავილობის სეზონზე მავნებლების მთელი რიგი ვარდის დაღუპვას ეცდება. მასზე უარს არ იტყვის ხერხიას ლარვები, ჭრიჭინა, მუხლუხი და სხვები.

მათი თავდასხმისგან დასაცავად:

  • წვიმის შემდეგ თამბაქოს მტვერი ან ნაცარი მოაყარეთ.
  • საპნის და ნივრის დაყენებული ნარევით დანამეთ.
  • სპეციალური საშუალებები გამოიყენეთ.

თუ ვარდზე დაავადების ნიშნები შენიშნეთ, დაუყონებლივ დაამუშავეთ: დაზიანებული ფოთლები მოაშორეთ. დაწვით და ბუჩქი დანამეთ შემდეგი საშუალებით:

  • 1% ბორდოს სითხე
  • პროფიტომი
  • ან რიდომილ გოლდი

მცენარე 2 კვირაში ერთხელ დაამუშავეთ.

ვარდის მულჩირება

ვარდს მულჩით დარგვის შემდეგ და მეორე შემოდგომაზე ფარავენ. ძირითადად, გირჩები, ტორფი, ნეშომპალა ან თივა გამოიყენება. ამასთან პერიოდულად ფენებს მწერებისა და სარეველებისგან წმენდენ. მულჩის ფენა 7-8 სმ უნდა იყოს.

ზაფხულში შეგიძლიათ ღია ნაკვეთზე ვარდის კალმების გაფესვიანება სცადოთ. შესაძლოა, ძალისხმევამ წარმატება არ მოგიტანოთ, მაგრამ თუ ყველაფერი გამოგივათ, ბაღს კიდევ ერთ ვარდის ბუჩქს შემატებთ.