Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმმა დაასახელა პროდუქტი, რომელთან ერთად ფსტას ჭამა არ შეიძლება

დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ სპორტსმენებმა რაციონში ფსტა აუცილებლად უნდა ჩართონ. ამ კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან იციან. კაკალი ორგანიზმს მძიმე ფიზიკური შრომის შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში ეხმარება. ცოტამ თუ იცის, რომ კაკლის მთელი ეს სარგებელი განულდება, თუ არასწორად მიიღებთ. ექიმები განმარტავენ, რასთან ერთად არ შეიძლება ფსტას მირთმევა. კაკალი ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, ამიტომ მისი უპირატესობის შესახებ უნდა იცოდეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რასთან ერთად არ შეიძლება ფსტას მირთმევა კატეგორიულად, თუ დიდი სარგებლის მიღება გსურთ.

რასთან ერთად არ შეიძლება ფსტას მირთმევა

ფსტა უკვე დიდი ხანია ლუდთან მისაყოლებელი საყვარელი წასახემებელია. ბევრ ადამიანს,  რომელთაც 1 ჭიქა ამ ალკოჰოლური სასმელის დალევა უყვართ, რამდენიმე კაკლის ჭამა არ ავიწყდებათ. საკმაოდ გემრიელი კომბინაცია გამოდის. ნამდვილად ასეა, მაგრამ ორგანიზმი ფსტაში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ვერ იღებს.

ექიმები აცხადებენ, რომ ალკოჰოლი კაკალს ორგანიზმზე დადებით ზემოქმედებაში ხელს უშლის. ამ პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისებას ანეიტრალებს. თუ ფსტათი წახემსება გსურთ, ლუდი არ დააყოლოთ.

ვისთვის არ შეიძლება კაკლის მიღება

აღსანიშნავია, რომ დიეტოლოგები რაციონში ფსტას დამატებას არ გირჩევთ, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ. კაკალი ძალიან კალორიულია, ამიტომ მისი მიღება არ ღირს, თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით. თუ ნაკლებად აქტიურ ცხოვრების წესს ეწევით, პროდუქტი დიდი რაოდენობით არ მიირთვათ. ექიმების რეკომენდაციით, დღეში 30 გრამზე მეტი ფსტა არ უნდა შეჭამოთ.

თუ იმ ადამიანთა კატეგორიაში არ შედიხართ, ვისთვისაც კაკლის მიღება არ შეიძლება, რაციონში თამამად ჩართეთ. ფსტა ნაწლავებს წიდებისგან წმენდს, კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს, იმუნიტეტს აძლიერებს. ამ პროდუქტის მიღებას დაჟინებით გირჩევთ. მთავარია, ზომიერება იცოდეთ. ცოტა ფსტა ორგანიზმს მეტ სარგებელს აძლევს.

Advertisement