Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმი-ნატუროპათი: მე ვთვლი, თანამედროვე პური ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოგონებაა!

პური – უდაოდ, გემრიელი და ნოყიერი პროდუქტია, რომელიც ადამიანთა უმეტესობის ყოველდღიური მენიუს ძირითადი ელემენტია. თუმცა, სულ უფრო ხშირად გაიგებთ: “საფუარიანი პური მავნეა” ან “საცხობების საფუარი გვანადგურებს”. ბევრი ამბობს, რომ ასე მოდას აყოლილი ხალხი საუბრობს, თუმცა ექიმმა-ნატუროპათმა ვიქტორ ხრუშოვმა სამუდამოდ თქვა უარი თანამედროვე საფუარიან პურზე.

საფუარიანი პური

საქმე ისაა, რომ ХХ ს-ის 40-იან წლებში იყენებდნენ საფუარის სულ სხვა სახეობას. მას სვიასაც უწოდებდნენ. თანამედროვე ანალოგებისგან განსხვავებით, იგი არ კლავდა სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც მსხვილ ნაწლავში ცხოვრობენ. თუმცა, ცომი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ამოდიოდა, რაც ხელს არ აძლევს თანამედროვე საცხობებს. ამიტომ, დღეს იყენებენ საფუარს, რომლის გამოყენებითაც ცომი 1 საათში ამოდის.

თუ ჩვენ მივირთმევთ საფუარიან პურს, საფუარი ორგანიზმში იწყებს გამრავლებას. იგი იწოვს ჩვენს ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ცილებს. თანამედროვე საფუარი, ცხობისას, გლუტენის კაფსულებად იქცევა. ეს კაფსულები ნაწლავებში თავისუფლდება და აზიანებს ლორწოვანას, ამით კი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორას არღვევს.
გარდა ამისა, საფუარა სოკოები არამხოლოდ ნაწლავებში, არამედ სისხლის პლაზმაშიც სახლდებიან, ცხოვრობენ და თავისუფლად მრავლდებიან. ხშირად, ეს იწვევს სოკოვან ინფექციებს.

საფუარის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები კლავს ნაწლავებში ბაქტერიებს, რომლებიც მონაწილეობენ ვიტამინების, შეუცვლელი ამინომჟავების, სასარგებლო, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტის გადამუშავებასა და სინთეზში. ამიტომაც ამბობენ, რომ პურის ჭარბი მოხმარება ძალების დაქვეითებასაც იწვევს.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შემოდგომაზე, როცა ჩვენი ორგანიზმი მეტ ნახშირყალს ითხოვს, თქვენ მიირთმევთ მეტ პურ-ფუნთუშეულ ნაწარმს, თუმცა დიდხანს ვერ გრძნობთ თავს ფხიზლად და დანაყრებულად. ეს დაკავშირებულია საფუართან, რომელსაც იყენებენ მათ მოსამზადებლად.

თუ ახლა შეწყვეტთ თანამედროვე საფუარიანი ნაწარმის მიღებას დღეს, 5 წლის შემდეგ თქვენი სისხლის პლაზმაში საფუარის უჯრედებს ვეღარ იპოვით. ახლა ხომ არსებობს უამრავი მწარმოებელი, რომლებიც უსაფუარო პურ-ფუნთუშეულს გვთავაზობენ. თუმცა, იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ პურის უსაფრთხობაში, მოამზადეთ იგი თავად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!