საკითხავი
ეფექტური მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ქვაბს ჩამჯდარი სიყვითლე
“დიასახლისი სამზარეულოს ჭურჭელზე როგორც არ უნდა ზრუნავდეს, პერიოდულად მაინც გაწმენდა სჭირდება. ასე, ახლახანს ქვაბების ნაკრები გადმოვიღე, რომელსაც ყოველდღე ვიყენებ. როცა მინანქრის ქვაბი შიგნიდან გამუქდა, დიდად არ მიდარდია. ზუსტად ვიცი, როგორ გავწმინდო შინაურული საშუალებების გამოყენებით.
ამ მეთოდის შესახებ ბავშვობიდან ვიცი. იმ დროს საყოფაცხოვრებო ქიმიის დიდი არჩევანი ქალაქშიც კი არ იყო, არაფერს ვამბობ სოფელზე. ბებიასთან მინანქრით დაფარული ჭურჭელი ყოველთვის ბზინავდა.” Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებით ქვაბებს სიყვითლეს მოაშორებთ.
როგორ გავწმინდოთ მინანქრის ქვაბი
შიგნით გამუქებული ემალის ქვაბი წყლით აავსეთ. გაზქურაზე დადეთ. თანდათან წყალს მათეთრებელი ფხვნილი დაუმატეთ. ნებისმიერი საშუალება გამოგადგებათ.
მათეთრებელი რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით ადუღეთ. შემდეგ წყალი გადაასხით. ქვაბი გააგრილეთ, ღრუბლით კარგად გახეხეთ.
ქვაბის კედლებზე მათეთრებლის, ასევე ნადების კვალი არ უნდა დარჩეს. ქვაბი გამდინარე წყალში გარეცხეთ და გაამშრალეთ. როგორც წესი, ნადები პირველივე პროცედურაზე შორდება, მაგრამ თუ მაინც დარჩა, პროცედურა გაიმეორეთ.
ცხელი წყალი მათეთრებელთან ერთად შეგიძლიათ სხვა მიზნისთვის განმეორებით გამოიყენოთ. მაგალითად, მისი დახმარებით შეგიძლიათ ფინჯნებს ლაქები და ჭუჭყი მოაშოროთ. რთულად მისადგომ ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
რა ვუყოთ ნამწვს
რა თქმა უნდა, მეთოდი მხოლოდ ზედაპირული ნადების დროსაა ეფექტური. თუ მინანქარზე ნამწვი გაჩნდა, აბრაზიული საშუალებით არავითარ შემთხვევაში არ მოაშოროთ. სჯობს სოდა, მარილი ან მდოგვი გამოიყენოთ.
როგორც ხედავთ, გამუქებული მინანქრის ქვაბი გადაგდების მიზეზი არაა. მარტივი საშუალებით უჟანგავი ფოლადის ჭურჭელიც შეგიძლიათ მოაწესრიგოთ. თქვენ როგორ უვლით ქვაბებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.