Connect with us

თავის მოვლა

ეფექტური თმის ნიღბები, რომლებიც თმას უფრო ჯანსაღს და ლამაზს გახდის

თითოეულ ქალს და გოგონას სურს, რომ უფრო ლამაზი და ჯანსაღი თმა ჰქონდეს, არ იმტვრეოდეს და დედოფლურად გამოიყურებოდეს. წყლის ცუდი ხარისხის, ფენის მუდმივი გამოყენების და არასწორი მოვლის გამო ყველაზე ხავერდოვანი თმაც კი მტვრევადი და უსიცოცხლო ხდება.

თუ გსურთ, რომ თმა უფრო სქელი გახდეს, თქვენთვის თმის ნიღბები შევაგროვეთ, რომელთა მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ. საღამოობით რამდენიმე წუთი საკმარისი იქნება, რომ თმა შეუდარებელი გახდეს.

ნიღაბი კვერცხის გულით და კეფირით

ასეთი ნიღაბი თმას გააძლიერებს და მის ზრდას ხელს შეუწყობს. ჯადოსნური საშუალების მოსამზადებლად 2 კვერცხის გული, 1 ჭიქა კეფირი და 1 ს/კ მდოგვი აურიეთ. თავდაპირველად, თმის ძირებში წაისვით, შემდეგ მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თავზე ცელოფანი შეიხვიეთ და 1 საათით გაიჩერეთ. ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ და სალბის ნახარში გადაივლეთ.

წითელი წიწაკის ნიღაბი

ნიღაბი თმის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ: ბირკავას ზეთი და წითელი წიწაკის ფხვნილი. 50 მლ ზეთი და 0,5 ჩ/კ წიწაკა აურიეთ. ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. სასურველია, რომ თმაზე ბალახების ნახარში გადაივლოთ.

ნიღაბი ზეთით და ლიმონის წვენით

ამ საშუალების რეგულარული გამოყენებით გაიშვიათებულ და სუსტ თმას გაუმკლავდებით, თმას უფრო სქელს და ძლიერს გახდით. ნიღბის მოსამზადებლად ნუშის, ზეითუნის, აბუსალათინის და ბირკავას ზეთები დაგჭირდებათ. ცოტა ზეთი ლიმონის წვენს აურიეთ, თავის კანში შეიზილეთ, შეიფუთეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კეფირით და კაკაოთი

რძისმჟავა პროდუქტები თმის ნამდვილი საჩუქარია. რძის ცილების დახმარებით თმა დამჯერი და სქელი გახდება. მის მოსამზადებლად 1 ჭიქა კეფირი, 1 ჩ/კ კაკაო და კვერცხი აურიეთ. ნიღაბი კანის ზედაპირზე შეიზილეთ, შეიფუთეთ და 1 საათით გაიჩერეთ.

საფუარის ნიღაბი

თუ ლამაზი და სქელი თმის მიღება გსურთ, ეს ნიღაბი თქვენთვისაა. მის მოსამზადებლად 1 ჭიქა თბილი რძე, 1 ჩ/კ საფუარი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. გამოყენებამდე დაახლოებით 1 საათით თბილ ადგილას დააყენეთ. ამის შემდეგ თმის ძირებში წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 1 საათით გაიჩერეთ. როზმარინის და ჭინჭრის ნახარშს ვაშლის ძმარი დაუმატეთ და გადაივლეთ.

ის შინაურული ნიღაბი გამოიყენეთ, რომელიც ყველაზე მეტად გიხდებათ და რეგულარულად გამოიყენეთ. ასე თქვენი თმა ბზინვარება და ძლიერი გახდება. რა თქმა უნდა, შემდეგი მოვლა სწორი და გონივრული უნდა იყოს. თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ფენი არ გამოიყენოთ, თმას ბუნებრივად გაშრობის საშუალება მიეცით.