Connect with us

კულინარია

ეს ქალი წლების განმავლობაში ყოველდღე 1 ავოკადოს ჭამდა. აი, რა დაემართა 1 თვის შემდეგ

ეს ქალი წლების განმავლობაში ყოველდღე 1 ავოკადოს ჭამდა. აი, რა დაემართა 1 თვის შემდეგ

რბილი და წვნიანი ავოკადო მთელ მსოფლიოში აღიარებულია, მის სასარგებლო თვისებებზე მეცნიერები და ექიმები საუბრობენ. თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ავოკადო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხიმიანი მცენარეული წარმოშობის პროდუქტია. როგორ შეიძლება ის სასარგებლო იყოს?

ავოკადოს სარგებელი ორგანიზმისთვის

ერთი მესამედი ცხიმებისგან შემდგარი პროდუქტი სასარგებლო შეიძლება იყოს? დიეტოლოგებმა გაარკვიეს, რომ ყველა ცხიმი მავნებელი არაა. გაჯერებული ცხიმები ქოლესტერინს და სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდიან. მაშინ, როცა მონო და ნახევრად გაუჯერებელ ცხიმებს მავნე ქოლესტერინის დონის შემცირება და გულის საიმედოდ დაცვა შეუძლიათ. ავოკადო სწორედ ასეთ ცხიმებს შეიცავს.

გაუჯერებელი ცხიმები სასარგებლო ნივთიერებების ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმს უჯრედების საშენად და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დასარეგულირებლად სჭირდება. ადამიანის ტვინი 60 % ცხიმოვანი ნივთიერებებისგან შედგება, ხოლო გული ენერგიის 60%-ს სწორედ ცხიმების გადამუშავების დროს ღებულობს. ეს ცხიმები ნერვულ სისტემას, ფილტვებს, მხედველობას სჭირდება. საერთოდ, ორგანიზმი მათ გვერდს ვერ აუვლის.

გაუჯერებელი ცხიმების შემცველობით ავოკადო ლიდერია. პირველ რიგში, მისი სარგებელი სწორედ ამაში მდგომარეობს. მეორე მხრივ, ავოკადო ფოლიტს, A და E ვიტამინებს, კალიუმს, სტეროლს შეიცავს. არა უბრალოდ ხილი, არამედ ნამდვილი ვიტამინების ბომბაა. მდიდარი შემადგენლობის წყალობით ავოკადო სხეულს ბევრი დააავადებისგან იცავს.

1. გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გულის დაავადება მსოფლიოში ნომერ პირველი მკვლელია. მსოფლიოში მილიონობით ზრდასრულ ადამიანს გულის პრობლემა აწუხებს. მის თავიდან ასაცილებლად, რაციონში ჯანსაღი პროდუქტები, მათ შორის ავოკადო, უნდა ჩართოთ.

გაუჯერებელი ცხიმების გარდა ავოკადო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: კალიუმი და ლუტეინი, კაროტინოიდი, ფენოლი. ეს ნაერთები ანთებას და სისხლძარღვებში დაჟანგვის პროცესს თავიდან აგაცილებთ. ეს კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ავოკადოში შემავალი კალიუმი გულის სწორ მუშაობას ხელს უწყობს, წყალი-მარილის ბალანსს არეგულირებს და სტრესის მიმართ მდგრადობას ზრდის. რეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის, რადგან წნევას ამცირებს.

2. წონაში დაკლება

ვინ იფიქრებდა, რომ წონაში დაკლებაში ხელს ცხიმები შეგვიწყობდა. ავოკადო წონაში დაკლებას ხელს უწყობს, რადგან დანაყრების შეგრძნებას ქმნის და მადას აქვეითებს. ეს ყველაფერი კი უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით (ერთ ნაყოფში დაახლოებით 14 გრ). კვლევამ დაამტკიცა, რომ გაუჯერებელი ცხიმების შემცველი დიეტა უფრო სასარგებლო და ეფექტურია, ვიდრე დაბალი ცხიმის შემცველი დიეტა.

3. ონკოლოგიური დაავადება

ავოკადო ორგანიზმს ფიტო ქიმიური ნაერთებით გაჯერებულს ხდის, რომლებიც სიმსივნის განვითარებას აფერხებენ. გლუტათოინის ცილოვანი ნაერთები პირის ღრუს სიმსივნის  განვითარების რისკს ამცირებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადო ძუძუს და პროსტატის სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

4. კანი და თვალი

როგორც აღმოჩნდა, ავოკადოში შემავალი კაროტინოიდი ორგანიზმის დაცვაში დიდ როლს თამაშობს. ლუტეინი და ზეაქსანტინი მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას ამცირებს და დაბრმავებისგან დაგიცავთ. ისინი კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ორგანიზმი კაროტინოიდებს სელის თესლიდან უფრო ადვილად ღებულობს, ვიდრე სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან.

5. იმუნიტეტი

C ვიტამინის დიდი შემცველობის წყალობით იმუნიტეტს აძლიერებს. გრიპის დროს ან დაავადების შემდეგ ძალების აღსადგენად შესანიშნავი პროდუქტი იქნება.

ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე იცით. ახლა დროა, თქვენს რაციონს დაუმატოთ. უბრალოდ ბუტერბროდები მოამზადოთ, კოვზით შეჭამეთ ან გემრიელი საუზმე მოამზადეთ.

გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელ, გემრიელი გამომცხვარი ავოკადოს რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ავოკადო
  • 4 ნაჭერი ბეკონი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მარილი

მომზადება:

1.ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი წაუსვით.

2.ტაფა გააცხელეთ და ბეკონი შეწვით. თუ დიეტაზე ხართ, შეგიძლიათ ბეკონი სხვა ხორცით ჩაანაცვლოთ.

3.ავოკადო ჩანგლით ჩაჭყლიტეთ და ფორმებში გადაანაწილეთ. შემდეგ ბეკონი დაადეთ, ზემოდან კი კვერცხი ჩატეხეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ღუმელში შედგით. 5 წუთით აცხვეთ. იდეალური საუზმე მზადაა!

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.