Connect with us

თავის მოვლა

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელიც თმის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. დღეს ძალიან მარტივი ტესტის გავლას და თქვენი თმის მდგომარეობის გაგებას გთავაზობთ.

1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი აიღეთ, 1-2 სმ სისქის თმა აიღეთ და წყალში ჩადეთ.

თუ თმა არ ჩაიძირება, ყველაფერი წესრიგშია. თუ თმა ჩაიძირება, მაშინ პრობლემები გაქვთ.

ძალიან მშრალი თმა ძლიერ იმუხტება, დავარცხნას ცუდად ექვემდებარება, დაბანის შემდეგ გარეგნულ იერს სწრაფად კარგავს, ბევრი გაყოფილი ბოლოები და მტვრევადი ღეროები აქვს.

ცხიმიან თმას ხშირი დაბანა სჭირდება. ასეთი თმა დაბანიდან უკვე მეორე დღეს ან საღამოს ცხიმიანდება. ცხიმიანი თმა მოცულობას სწრაფად კარგავს, ასეთ თმაზე დავარცხნა დიდხანს არ ჩერდება.

თმა შეიძლება უბრალოდ ძლიერ დასუსტებული იყოს – დიდი რაოდენობით თმის ცვენა, ქერტლი, ბზინვარების არ არსებობა და არაერთგვაროვანი სტრუქტურა.

ვარცხნილობამ თქვენი თვალი რომ გაახაროს, თმაზე სწორად უნდა იზრუნოთ.