Connect with us

თავის მოვლა

ეს 2 ინგრედიენტი ყველა სამზარეულოში მოიპოვება. არანაირი ნაოჭები და პიგმენტაცია

ხელები ასაკს ისევე გასცემს, როგორც თვალის კანი, ხანდახან უფრო მეტადაც კი. თუ სახის გაახალგაზრდავება კოსმეტიკისა და სპეციალური პრეპარატების გამოყენებითაა შესაძლებელი, ხელების შემთხვევაში ყველაფერი რთულადაა. ისინი თითოეული ქალბატონის სავიზიტო ბარათია.

საიდუმლო არაა, რომ სილამაზის სალონში წასვლა ხელის კანის თითქმის იდეალურ მდგომარეობას გვპირდება. და მაინც, შეგიძლიათ, ძვირადღირებული პროცედურების ნაცვლად კვირაში 10 წუთი დახარჯოთ თქვენი ხელების საკეთილდღეოდ.

ხელების მოვლა საშინაო პირობებში

ჩვენი ხელები სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთია. მათზე მუდმივად მოქმედებს მზის სხივები და საყოფაცხოვრებო ქიმია, ასევე, ექვემდებარება მექანიკურ დაზიანებებს. ცხიმების კანქვეშა ფენა, რომელიც კანზე ამ დატვირთვას შეამცირებდა, ხელებზე ძალიან თხელია. შედეგად, კანი იწყებს დაბერებას უკვე 20 წლიდან.

საჭმლის მომზადება, დალაგება და სიმშრალე ხელებს უფრო მეტად აბერებს, ვიდრე დრო. 30-40 წლის შემდეგ კი ხელის გარე მხარეს ჩნდება პიგმენტური ლაქები და ჭორფლები, რაც მზეზე ყოფნის შედეგია.

საბედნიეროდ, საშინაო პირობებში შესაძლებელია ისეთი საშუალების მომზადება, რომელიც მოუხდება ნებისმიერ ადამიანს. 60 წლის ასაკში ხელები 40 წლისას დაემსგავსება, თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გაიკეთებთ.

ხელის ნიღბის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. მარილი(უმჯობესია ზღვის)
  • 2 ს.კ. საკვები სოდა
  • 3 ს.კ. სახის დასაბანი ქაფი(ან დასაბანი გელი)

თუ ზღვის მარილს იყენებთ, წინასწარ დააფქვიეთ. შეურიეთ იგი სოდას და დაუმატეთ გელი ან ქაფი. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

როცა მასა მზად იქნება, წაისვით ხელებზე თითებიდან იდაყვებამდე. მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ სოდის ნიღაბი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნუნებს. ისინი ძალიან სწრაფად რბილდება. თხევადი ნიღაბი სულ უფრო გაშრება და შეიწოვება, თქვენ კი არ შეჩერდეთ. შეიზილეთ ხელებზე ყველა მხრიდან 10 წუთის მანძილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

  • თხელი თმები ხელებზე 1/3-1/4ჯერ შემცირდება და შეწყვეტს ზრდას;
  • კანი გათეთრდება პირველივე პროცედურის შემდეგ, პიგმენტური ლაქები და ჭორფლები დროთა განმავლობაში გაღიავდება და სულ გაქრება;
  • ხელის გულზე არსებული კოჟრები დარბილდება და გაგივლით;
  • კანი დარბილდება და დაგლუვდება პირველივე გამოყენების შემდეგ, ვინაიდან სოდის ნიღაბი იდეალური სკრაბიცაა;
  • ნუნების მოჭრა აწი მტკივნეული აღარ იქნება.

გაიმეორეთ პროცედურა კვირაში მხოლოდ ერთხელ. ეს მძლავრი საშუალებაა და სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. არ ღირს ხელების ძლიერად გახეხვა და დაკაწრვა, მათ კი, ვისაც მშრალი კანი აქვს, ვურჩევთ, საშუალებას 1 ჩ.კ. ზეითუნის ან სხვა ნებისმიერი ზეთი დაუმატონ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.