კულინარია
ერთადერთი სწორი რეცეპტი პიცის იდეალური ცომის მოსამზადებლად
გიყვართ პიცის გამოცხობა საშინაო პირობებში? მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგან ჩვენ გთავაზობთ პიცის ცომს, რომლის გამოყენებითაც ისეთივე კერძს მიიღებთ, როგორსაც იტალიურ რესტორნებში გვთავაზობენ.
ინგრედიენტები
- 250 მლ თბილი წყალი
- 450 გ ფქვილი
- 10 გ საფუარი
- მარილი
- შაქარი
- 2 ს.კ. ზეთი
მომზადება
1. თასში ჩაასხით წყალი. დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი და კარგად მოურიეთ. შეაზილეთ 250 გ ფქვილი, ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
2. შემდეგ ჩაყარეთ დარჩენილი ფქვილიც და მოზილეთ რბილი, ფუმფულა ცომი.
3. გააჩერეთ 60 წუთით.
4. გააბრტყელეთ მრგვალად ან ოთხკუთხედად, საცხობი ფორმის მიხედვით. ზემოდან სასურველი შიგთავსი დაალაგეთ.
გამოაცხვეთ თქვენთვის სასურველ გრადუსზე, სასურველი დროით. გემრიელად მიირთვით!