Connect with us

ჯანმრთელობა

ენდომეტრიოზი: მუცლის ქვემოთ ტკივილი არ უგულებელყოთ

გინეკოლოგები ირწმუნებიან, რომ ენდომეტრიოზი ქალის სასქესო სფეროს ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ახალგაზრდობაში ამ დიაგნოზის დასმა ხშირად ხდება. ის ძლიერი ტკივილის და უნაყოფობის მიზეზი ხდება, ემბრიონის გაძლებას ხელს უშლის.ზოგიერთ ქალს ამ პათოლოგიის შესახებ წარმოდგენა არ აქვს და პირველ სახიფათო სიმპტომებს ვერ ამჩნევს.

ენდომეტრიოზი ენდომეტრიუმის ფენის აქტიური ზრდის დროს ვითარდება, რომელიც სასქესო ორგანოებზე, ექსკრეტორულ ორგანოებსა და შარდსასქესო სისტემაზე ვრცელდება. ეს იწვევს ტკივილს, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და ქალს სრულფასოვან ინტიმურ ცხოვრებას ართმევს. როგორ უნდა დაიცვათ თავი ამ დაავადებისგან და ოპერაცია ავიცილოთ დამახასიათებელი სიმპტომების და ნიშნების ცოდნით.

რა არის ენდომეტრიოზი

ქალის საშვილოსნო ენდომეტრიუმის ქსოვილის თხელი ფენით დაფარულია. ის ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე პასუხისმგებელია, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაფიქსირების პროცესში მონაწილეობს, კვერცხუჯრედში სისხლის მიმოქცევას ქმნის. მის მდგომარეობაზე, სისქესა და სიმწიფეზე ქალის დაორსულების უნარი დიდწილად დამოკიდებულია.

ენდომეტრიოზის დროს უჯრედის ფენები აქტიურად იყოფა და საშვილოსნოს ღრუს მიღმა ვრცელდება. ის შეიძლება გაიზარდოს და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კედლები, წვრილი ნაწლავი დააზიანოს. იშვიათ შემთხვევაში ანთების ნიშნები თვალის გარსის ქსოვილებში, ფილტვებში შეინიშნება: ნაწილები ლორწოვან გარსებში სისხლის ნაკადის საშუალებით ხვდება, ზრდას იწყებს და ახალ კერას ქმნის.

გინეკოლოგების დაკვირვებით ენდომეტრიოზი მშობიარობის ასაკის ქალების 25-50%-ში უნაყოფობის მიზეზი ხდება. დაავადება ყოველ მეორე ქალში მენჯის ღრუში ძლიერ ტკივილს იწვევს. შესაძლო მიზეზებს შორის ექიმი გამოყოფს:

  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ჰორმონალური დარღვევა
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • მეტაპლაზია (ენდომეტრიუმში შინაგანი ორგანოების ეპითელიის დარღვევა)

ენდომეტრიოზის ზრდის განვითარების ალბათობას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა აბორტი, სპირალის დაყენება, ოპერაციები მილებზე ან საკვერცხეებზე. ზოგჯერ უჯრედები ხვდებიან მუცლის ღრუში სისხლიდან, ლორწოვან გარსზე ან ნაწლავების ეპითელურ ქსოვლებზე, ან მენსტრუაციის დროს შარდის ბუშტში.

ენდომეტრიოზის ფარული სიმპტომები

დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა სწრაფად განკურნების და ენდომეტრიუმის ზრდის შეფერხების საშუალებას მოგცემთ. თუმცა ქალების უმეტესობა ექიმს უკვე მიშვებულ ფონზე მიმართავენ, როცა ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. ფარული ნიშნების ცოდნა პრობლემის არსებობაში დაგაეჭვებთ და გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ხშირი შარდვა

თუ გაურკვეველი მიზეზით ხშირად შარდვის სურვილი გაქვთ, სჯობს კონსულტანციისთვის ექიმს მიმართოთ. ასე შარდის ბუშტში ანთებითი პროცესები, ცისტიტი და ენდომეტრიოზი ვითარდება. საწყის სტადიაზე შეიძლება ტკივილი ან დისკომფორტი იგრძნოთ.

მტკივნეული შეგრძნება შუა ციკლის დროს

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომია ტკივილი მენსტრუაციის დროს. საკუთარ თავს მოუსმინეთ: თუ უსიამოვნო შეგრძნება თვიურის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იქმნება, შესაძლოა, ქსოვილების სტრუქტურა და ენდომეტრიუმის მდგომარეობა იცვლება. ნამდვილი მიზეზის დადგენას მხოლოდ საშვილოსნოს ექოსკოპიით და გინეკოლოგიური დაკვირვებით შეძლებთ.

ქრონიკული დაღლილობა

ენდომეტრიოზის დროს ქალის ჰორმონალური ფონი იცვლება, ამიტომ ის შეიძლება უფრო გაღიზიანებული იყოს, ძილიანობას და სისუსტეს განიცდიდეს. ამასთან, მცირე მენჯში მუდმივი ტკივილები ადამიანს დასვენებასა და მუშაობის დროს კონცენტრირებაში ხელს უშლის. თუ მდგომარეობა სრულყოფლილი ძილის ან დასვენების შემდეგ არ გადადის, გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს დახმარებისთვის მიმართეთ.

განავლის პრობლემები

ენდომტრიუმის ქსოვილების ზრდამ შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს. ნარჩენი პროდუქტები ანთებითი უბნების გავლის დროს მტკივნეულ სპაზმებს იწვევენ და დეფექციას უსიამოვნოს ხდიან. იშვიათ შემთხვევაში განავალს სისხლი მოყვება. მდგომარეობას ორგანიზმის ინტოქსიკაციის ალბათობა ართულებს, რასაც ტოქსინების არარეგულარულად გამოდევნა იწვევს: კანი მშრალი ხდება და გამონაყარი ჩნდება.

ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს

ბევრი ქალი ირწმუნება, რომ თვიურის დროს მტანჯველი სპაზმები მათი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა. ნახევარ შემთხვევაში ამის მიზეზია ენდომეტრიოზი, ფალოპის მილებსა და საკვერცხეებში ქსოვილების ჩაზრდა, როცა ნერვული დაბოლოებები ზიანდება.

ბოლო სტადიის ენდომეტრიოზი ქალში სექსის დროს დისკომფორტს იწვევს, მუცლის ქვემოთ ძლიერი ტკივილის მიზეზი ხდება და ჩასახვას ხელს უშლის. დროული დიაგნოზის დახმარებით მეზობელ ორგანოებზე ქსოვილების ზრდის, ოპერაციის და ცუდი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.