საკითხავი
ეკონომიური და გონივრული. ვრეცხავთ ჭურჭელს სწორად გერმანულ სტილში
ჭურჭლის რეცხვასა და გავლებაზე ბევრი წყალი იხარჯება. აი, გერმანელებმა იციან, როგორ გარეცხონ ჭურჭელი სწორად და დაზოგონ წყალი. Аlltime.ge–ს რედაქცია გერმანელების ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ. მათ შეიძლება ჭურჭელს წყალი არც გაავლონ.
ჭურჭლის რეცხვა
არ იფიქროთ, რომ თუ ჭურჭელს წყალს არ ავლებენ, კერძს საპნიანი თეფშიდან მიირთმევენ. ასე არაა. მათ იციან, როგორ გამოიყენონ წყალი ეკონომიურად. საკმაოდ გონივრული მეთოდია.
ქაფიანი წვეულება
გერმანელების უმრავლესობამ ამ ხრიკის შესახებ იცის. გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ჭურჭელი სწორად და ეკონომიურად. თუ სურვილი გაქვთ, თქვენც სცადეთ.
უჩვეულო მეთოდი
პირველ რიგში, ჭურჭელს საკვების ნარჩენები მოაშორეთ. ნიჟარაში წყალი ააგროვეთ და ჭურჭლის სარეცხი დაუმატეთ. მისი რაოდენობა ჭურჭლის მოცულობის მიხედვით დაარეგულირეთ. ჭუჭყიანი ჭურჭელი წყალში ჩადეთ და რეცხვა დაიწყეთ.
ამ მეთოდით ბევრ წყალს დაზოგავთ. ასე ხომ წყალი ტყუილად არ იღვრება, სანამ ერთ თეფშს, ფინჯანს, დანა–ჩანგალს, ქვაბს რეცხავთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წყალში გარეცხავთ ჭურჭელს. ბოლოს ხომ მაინც სუფთა იქნება.
ზედმეტი ხარჯის გარეშე
ჭურჭლის რეცხვის გერმანულ მეთოდში გაშრობა ყველაზე უცნაურია. აუცილებელი არაა, რომ ჭურჭელს სუფთა წყალი მანამ გადაავლოთ, სანამ ჭრაჭუნს არ დაიწყებს. უბრალოდ საშრობზე დადეთ. მაგალითად, სადგამზე ან პირსახოცზე. პროცესის დასაჩქარებლად მაშინვე სუფთა პირსახოცით შეგიძლიათ გაამშრალოთ. სუფთა წყალი ზედმეტად არ იხარჯება.
შიშობთ, რომ ამ მეთოდით ჭურჭლის რეცხვის შემთხვევაში მოიწამლებით ან კუჭის პრობლემები შეგაწუხებთ? დიდი ალბათობით, გონიერი გერმანელები იყენებენ მხოლოდ ეკოლოგიურ სარეცხ საშუალებას, რომელიც ორგანიზმისთვის უსაფრთხოა. ეს ლოგიკური ახსნაა.
ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შემადგენლობა განსხვავდება. თუ გერმანიაში ჭურჭელს წყალს ერთხელ ავლებენ და არა რამდენჯერმე, ეს მიგვანიშნებს, რომ იქაური სარეცხი საშუალება ნაკლებ ქიმიას და არომატიზატორს შეიცავს.
შეგახსენებთ, რომ მეთოდს ყველა გერმანელი არ იყენებს. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრს სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა აქვს. თუმცა გერმანული ხრიკის გამოყენება ნამდვილად ღირს. ოღონდ ამ მიზნით ეკოლოგიური სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.