Connect with us

ჰოროსკოპი

ეზოთერიკოსების საიდუმლო, რატომ უნდა იყიდოთ ქინძისთავი პარასკევს საღამოს

ძლიერი თილისმები ცხოვრების გაუმჯობესებაში, ჯანმრთელობის, სიყვარულის და სიმდიდრის მოზიდვაში გვეხმარება. მათ მოსაპოვებლად შამანებთან ან ჯადოქრებთან მისვლა საჭირო არაა. ძლიერი თილისმა სახლში ხელმისაწვდომი საშუალებებისგანაც შეგიძლიათ დაამზადოთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ძალა აქვს ქინძისთავს და როგორ გამოიყენოთ სწორად ყოველგვარი უსიამოვნებისგან დასაცავად და საქმეში წარმატების მისაღწევად. გასწავლით, როგორ შეულოცოთ ქინძისთავს ავი თვალისა და ჯადოს წინააღმდეგ და რატომ უნდა ატაროთ სწორად.

ქინძისთავების გამოყენება ისტორია

ადრე ავი თვალისგან დასაცავად თევზის ძვლებს, ცხოველების კბილებს და მცენარეების ეკლებს იყენებდნენ. ჩვენ დროში მათ ნაცვლად პრაქტიკული ნივთები გამოიყენება. ერთ–ერთი ასეთი ნივთია ქინძისთავი. ბასრი, უხილავი და პირადი ნივთი, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ შეარჭოთ. უბრალოდ იდეალურია.

თავიდან ქინძისთავის დანიშნულება ტანსაცმლის სხვადასხვა ნაწილების შეკვრა იყო.  მაგალითად, ძველ რომში დიდი ზომის ქინძისთავებით მამაკაცის ზედა სამოსს კრავდნენ. ასე სამოსსზე მრავალი უჩვეულო ნაკეცები იქნებოდა. ადრე ქინძისთავებს ფიბულას, მშვილდსაკინძს უწოდებდნენ. ქვეყნების მიხედვით ასეთ ქინძისთავებს სხვადასხვა ფორმა და საკიდარი ჰქონდა.

ნაცნობი ფორმა ქინძისთავმა მე-15 საუკუნეში ევროპაში შეიძინა. მის დასამზადებლად გამოიყენებოდა ძვირფასი ლითონი და ღირებული საჩუქრის როლს ასრულებდა.

დღეს ქინძისთავი უფრო აქსესუარია, ვიდრე სამაგრი. ქინძისთავი ძვირფასი ქვებით გაფორმებული ან ბიჟუტერია შეიძლება იყოს. ნებისმიერი მათგანი თილისმად გამოგადგებათ. უბრალოდ ქინძისთავიდან საკიდარი შეგიძლიათ გააკეთოთ.

ქინძისთავი ჯადოქრობაში ხშირად გამოიყენება, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ ზღურბლზე, სახლში ან ღიობში გარჭობილი ქინძისთავი იპოვეთ, სასწრაფოდ მოიშორეთ.

ქინძისთავი, როგორც თილისმა. რომელი გამოვიყენოთ

თუ თილისმის გაკეთება გსურთ, ნებისმიერი ქინძისთავი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გიზიარებთ ეზოთერიკოსების რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით თილისმის ძალას გაზრდით.

  • ქინძისთავი პარასკევს საღამოს იყიდეთ. ხურდა არ აიღოთ, გამყიდველს დაუტოვეთ.
  • ჟანგიანი, მოღუნული ან გამუქებული ქინძისთავები თილისმად არ გამოიყენოთ.
  • ქუჩიდან ქინძისთავი არავითარ შემთხვევაში აიღოთ. არავინ იცის, იქნებ რიტუალში გამოყენებულია. დიდი რისკია, რომ წინა მფლობელის ნეგატივი თქვენზე გადმოვიდეს.
  • სამაგრი შეამოწმეთ, მაქსიმალურად ძლიერი უნდა იყოს.
  • თუ ქინძისთავზე ჯაჭვი და მძივია, მათი მნიშვნელობა აუცილებლად შეისწავლეთ.
  • ნაყიდ ახალ ქინძისთავს უნდა შეულოცოთ, რომ ავი თვალისა და ჯადოსგან დაგიცვათ.

ამ წესების შესრულება მარტივია. უყურადღებოდ არ დატოვოთ. ასე პრობლემებს აიცილებთ და თილისმის ძალას გაზრდით.

ქინძისთავის თილისმა. შელოცვა

გიზიარებთ ყველაზე აუცილებელ მოქმედებებს, რომ უბრალო საგანი თილისმად აქციოთ. ბევრი შელოცვა არსებობს და აირჩიეთ ის, რომელიც უფრო შეგეფერებათ.

ცეცხლით შელოცვა

ქინძისთავს ყურზე ცვილის სანთელი დააწვეთეთ და შეულოცეთ: „ბასრო ქინძისთავო, ბოროტება ნემსით გახვრიტე, ჩემგან შორს გაუშვი. ცეცხლით სიტყვას ვულოცავ, რკინით სიტყვას ვაფიქსირებ“.

წყლით შელოცვა

ქინძისთავი სუფთა წყალში ჩადეთ. სასურველია, წყაროს წყალი იყოს. 1 დღე გააჩერეთ და შეულოცეთ: „ქინძისთავო, დამიცავი ავი თვალისგან, ეშმაკეული არსებებისა და სხვა უწმინდურისგან“.

კვამლით შელოცვა

აიღეთ ლითონის ჭურჭელი. ნაძვის ან ფიჭვის ტოტები ჩადეთ და დაწვით. კვამლის ზემოთ ქინძისთავი დაიჭირეთ და შეულოცეთ: „კვამლო შავო, კეთილშობილო, დამიცავი უბედურებისგან, მომაშორე ბოროტება, მხოლოდ შენ შეგიძლია დახმარება“.

კვანძით შელოცვა

ნატურალური წითელი ძაფი დაგჭირდებათ. ქინძისთავს ყურზე ძაფით 12 კვანძი გაუკეთეთ და შეულოცეთ: „12 ფარი, 12 ძალა და ყველა მაგრად მიჭერს, მემსახურება, ბოროტებისგან მიცავს. კვანძებო, მომაშორეთ სიღარიბე, უბედურება, უსიამოვნება. ჩემი ამულეტი გახდით უკუნითი უკუნისამდე“.

ხახვით შელოცვა

ხახვის სიმწარე და მძაფრი სუნი ნებისმიერი ავი თვალისგან დაგიცავთ. ქინძისთავი ხახვში ჩაარჭეთ და შეულოცეთ: „ხახვო, მებრძოლო, დაიფარე ჩემი გვირგვინი, მომაშორე ბოროტება. დამიფარე, დამიცავი, მომაშორე უსიამოვნება“.

მარტივი შელოცვა

ქინძისთავი ხელისგულზე დაიდეთ და მშვიდად შეულოცეთ: „მომაშორე ბოროტება, არაკეთილმოსურნე ხალხი, ავი თვალი. დამიფარე და დამიცავი“.

შელოცვაში ტექსტი მნიშვნელოვანი არაა, ის თქვენი სიტყვებით შეგიძლიათ თქვათ. მთავარია, გული სუფთა და სიტყვა გულწრფელი იყოს.

თუ თილისმა გამუქდა, დაიკარგა ან გატყდა, მან უკვე დაგიცვათ, მთელი ნეგატივი თავის თავზე აიღო. მას ძალა აღარ აქვს. ძველი ქინძისთავი მიწაში ჩამარხეთ. მის ნაცვლად ახალი ქინძისთავი შეიძინეთ, ისევ შეულოცეთ და გამოიყენეთ.

Advertisement