საკითხავი
დიმიტრის შაბათი 2022 წელს: როგორ გავატაროთ მნიშვნელოვანი დღე სწორად
2022 წელს დიმიტრის შაბათი, მიცვალებულთა ხსენების დღე 5 ნოემბერსაა. ეს დღე განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა გაატაროს ეს დღე ყველა მორწმუნემ, როგორ მოემზადოს და რა ყვავილები მიიტანოს სასაფლაოზე.
დიმიტრის შაბათი 2022 წელს
დიმიტრის შაბათი ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს გარდაცვლილების ხსოვნას პატივს მივაგებთ. ეს მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან წლის ბოლო მოსახსენიებელი შაბათია. ეს 2022 წელს 5 ნოემბერს აღინიშნება.
ამ დღეს უპირველეს ყოვლისა გარდაცვლილი მშობლები მოიხსენიება. ეს ყველა ადამიანის მთავარი მოვალეობაა. უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბებია–ბაბუები, რომლებმაც მშობლებს სიცოცხლე მისცეს. პირდაპირი და ირიბი ხაზით ნათესავებისთვისაც უნდა ილოცოთ.
ლოცვებით მორწმუნეები უფალს გარდაცვლილების ცოდვების მიტევებას სთხოვენ. ეს სიტყვები არა მხოლოდ ახლობლებისა და ნათესავებისთვის, არამედ უცნობებისთვისაც შეგიძლიათ თქვათ.
დიმიტრის შაბათი დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის საპატივცემულოდ ეწოდება, რომლის ხსენების დღე 8 ნოემბერს აღინიშნება. დიმიტრის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მათ შვილი ჯერ კიდევ პატარაობისას მონათლეს. თავად რომის კონსული გახდა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო.
როცა ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო, დიმიტრი დააპატიმრეს. იმპერატორი ქუჩის ბრძოლებს აწყობდა, სადაც ყოველთვის მისი მეომარი ლიუსი იმარჯვებდა. თავის ქრისტიან ტყვეებს მასთან შებრძოლას აიძულებდა. დიმიტრის დახმარებით ერთ–ერთმა მათგანმა ლიუსის დამარცხება შეძლო. ამისთვის იმპერატორმა მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ათობით შუბი ჩასცეს, სანამ თავად იდგა და ლოცულობდა. აქედან მოდის ამ დღეს ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცებისთვის ლოცვის ტრადიცია.
რა უნდა გააკეთოთ 2022 წლის 5 ნოემბერს
ეკლესიის კარი ხალხისთვის ყოველთვის ღიაა, მაგრამ მრევლს დიმიტრის შაბათის წინა დღეს, პარასკევ საღამოს განსაკუთრებით მოელის. ამ დღეს ტაძარში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. მსახურება შაბათს დილითაც იმართება.
კარგი შანსია, რომ ეკლესიაში მიხვიდეთ და გარდაცვლილი ახლობლების სია გადასცეთ. მღვდელი ამ სიას საკურთხეველთან ლოცვის დროს წაიკითხავს.
თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. მნიშვნელოვანია, რომ გაიხსენოთ ყველა მიცვალებულის სახელი, რომელთა მოხსენება გსურთ. უმჯობესია, სახელები ქაღალდზე ჩამოწეროთ და ლოცვისას ხმამაღლა წარმოთქვათ.
5 ნოემბერს შეგიძლიათ სასაფლაოზე ახვიდეთ და გარდაცვლილი ნათესავების მარადიული განსასვენებელი ადგილი გაწმინდოთ. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს აუცილებელი არაა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი სულებისთვის ილოცოთ. და მაინც, სასაფლაოზე წასვლა ზედმეტი არაა, თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ.
ცოცხალი ყვავილების თაიგული გააკეთეთ. მთავარია, რომ სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილები არ მიიტანოთ. ეს ცუდი ტონია!
დიმიტრის შაბათს ახლობლების და ნათესავების წრეში სულის მოსახსენებელი სუფრა შეგიძლიათ გაშალოთ. მხოლოდ სამარხვო კერძებია ნებადართული. ამ დღეს გაჭირვებულების ან ცხოველების დახმარება კარგია.
რომელი ლოცვა წავიკითხოთ მიცვალებულთა მოსახსენებლად
იმის მიუხედავად, რომ ამ დღეს ბევრი ტრადიცია უკავშირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვაა. უფალს გარდაცვლილი მშობლების და ნათესავების ცოდვების მიტევა სთხოვეთ და მათი სულებისთვის ილოცეთ:
უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მფარველო ობოლთაო, შესავედრებელო მწუხარეთაო, ნუგეშინისმცემელო მოტირალთაო, მოვივლტი შენდამი ობოლი ესე და სულთქუმითა და ცრემლითა გევედრები: შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და ნუ მიიქცევ პირსა შენსა სულთქუმათაგან გულისა ჩემისა, და ცრემლთაგან თუალთა ჩემთასა. გევედრები, მოწყალეო უფალო, დააცხრე მწუხარებაჲ ჩემი მშობლისა ჩემისა (სახელი) განშორებისა გამო, დააწესე სული მისი სასუფეველსა შენსა, რამეთუ მიიცვალა შენდამი ჭეშმარიტითა რწმენითა, კაცთ-მოყვარებისა და მოწყალებისა შენისა მსასოებელი. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე წმიდისა მის ნებისა შენისა, რომლითაცა განშორებულ ვიქმენ მისგან და გევედრები, არ მოაკლდეს სულსა მისსა წყალობაჲ და კეთილმოწლეობაჲ შენი.
ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ მსაჯული ქუეყანისაჲ. ამისთჳსცა სალმობიერითა და შემუსრვილითა გულითა ჩემითა ვჴმობ შენდამი, მსაჯულო მოწყალეო, ნუ დასჯი სასჯელსა შინა სამარადისოჲსა გარდაცვალებულსა ამას მონასა (მხევალსა) შენსა (სახელი), მშობელსა ჩემსა, რომელი არა დავივიწყო, არამედ გევედრები, შეუნდვენ მას შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, მეცნიერებით და უმეცრებით, ქმნილნი საწუთოჲსა ამას შინა, და წყალობით და კაცთმოყუარებითა შენითა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეიწყალე და იჴსენ იგი სამარადისოჲსა სატანჯველისაგან.
მოწყალეო მამაო მამათა და შვილთაო, მომმადლე მე ძალი, რაჲთა აღსასრულადმდე ცხორებისა ჩემისა და ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე, დაუცხრომელითა ლოცვითა ჩემითა მოვიჴსენო გარდაცვალებული მშობელი ჩემი (სახელი) და გევედრები შენ, მსაჯულსა სიმართლისასა: დაამკჳდრე იგი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა და ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი წარხდომილ არს სალმობაჲ, ჭირი და სულთქუმაჲ.
ღმერთო, მოწყალეო, მიითუალე მჴურვალე ესე ლოცვაჲ ჩემი მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისათჳს (სახელი), მიაგე მას მისაგებელი შენი კეთილი მისისა მის ჩემდა მომართ ქმნილისა ღუაწლისა და მზრდელობისათჳს, რომელსა იქმოდა იგი სარწმუნოებითა და ქრისტეანობითი ღმრთისმოსაობითა, რამეთუ მასწავა მე უწინარეს ყოვლისა ცნობაჲ შენი – უფლისა ჩემისაჲ, ეგრეთვე კეთილ-კრძალულებითი ლოცვაჲ და სასოებაჲ შენდა მომართ ჟამსა განსაცდელისასა, ჭირისასა და სალმობისასა, და დაცვაჲ მცნებათა შენთაჲ, იყო რაჲ იგი კეთილმზრუნველ სულიერსა წარმართებასა ჩემსა და მჴურვალედ მვედრებელ წინაშე შენსა, და გამომთხოველ ჩემთჳს ნიჭთა შენთასა; მიაგე მას წყალობითა შენითა ყოველი კეთილი და სახარულევანი სამარადისოჲსა სასუფეველსა შინა შენსა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისაჲ და მოწყალებისაჲ, და კაცთმოყუარებისაჲ, შენ ხარ სიმშჳდე და სიხარული მონათა შენთა ზედა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.