Connect with us

ყვავილები

დილეტანტის შეცდომები ვარდის დარგვის დროს

3 წლის წინ მემკვიდრეობით აგარაკი მივიღე. ამბობენ, რომ ყველაზე თბილი მოგონებები ბავშვობას უკავშირდება, ჩემთვის ეს მოგონებები აგარაკის ნაკვეთს უკავშირდება. ყოველ ზაფხულს ბებია-ბაბუასთან ვატარებდი. აქ ბევრს ვსეირნობდი, ტბაში ვცურავდი და ვაშლს პირდაპირ ხიდან ვჭამდი.

ასევე ჩემის ბებიის მიერ სიყვარულით დარგული ვარდებით ვტკბებოდი. იმდენი ვარდი იყო და თან ისეთი ლამაზი, რომ ასეთს სადმე სხვაგან ვერ ნახავდით. მათ თავბრუდამხვევ არომატზე არაფერი რომ ვთქვათ!

გასულ წელს იმდენივე ვარდის დარგვა გადავწყვიტე, როგორც ბებია აკეთებდა, მაგრამ ჩემი მცდელობა წარმატებით არ დასრულდა. ვარდი ცუდად გაიზარდა და დაჭკნა. რა არ ვცადე! ქმარიც კი ხუმრობით მეუბნებოდა, რომ იმ დროს ყვავილების მაღაზიაში ვმუშაობდი: ხელფასის ნახევარი სასუქებში დავხარჯე. ყვავილების დედოფალს კი ჩემს ბაღში დასახლება მაინც არ სურდა.

ალბათ ყველაფერს ასე დავტოვებდი, რომ არა მეზობელი მებაღე, რომელმაც ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებზე თვალი ამიხილა. „ვარდი ლამაზი, მაგრამ პრეტენზიული ყვავილია. აქ განსაკუთრებული საიდუმლო ხრიკები უნდა იცოდე!“ – დაიწყო მან. მალე დღიური მოვიმარაგე, რომ არაფერი გამომრჩენოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი რჩევების შემდეგ ეკლიან ლამაზმანთან დამეგობრებას შევძლებ.

დღეს გიამბობთ, თუ როგორ მიიღოთ ვარდების აყვავებული კუნძული აგარაკზე.

ვარდის გაზრდა

1. ვარდის დარგვის დროს სამყნობი ნიადაგის ზედაპირზე არ უნდა დატოვოთ. სჯობს მცენარის ფესვების ყელი ნიადაგში 2-3 სმ-ით ჩააღრმავოთ.

უფრო ღრმად დარგვის დროს ყვავილს მიჩვევა გაუჭირდება: მორწყვის დროს ფესვების ყელი ძლიერ დასველდება და დალპება, შედეგად თქვენი ლამაზმანი უკვე პირველივე წელს დაიღუპება ისე, რომ უხვი ყვავილობით ვერ გაგახარებთ.

2. ბაღის ვარდის ზამთარში მოჭრა არ ღირს. ასე მცენარე თავის სასიცოცხლო ენერგიას კარგავს და ზამთარს დასუსტებული ხვდება. ვარდი სჯობს გაზაფხულზე მოჭრათ, გაყინული და მკვდარი აღმონაცენები პირველი კვირტების ადგილამდე მოაშორეთ.

3. ვარდის დარგვის პრინციპი „იქ, სადაც უფრო ლამაზად გამოიყურება“ კომპეტენტურ მებაღეობაში არ მუშაობს. ვარდს უყვარს სინათლე, ის სითბოზე გიჟდება. სასურველია, რომ ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარისგან დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარდში ნივთიერებათა ცვლა შენელდება და ერთგვარ ზამთრის ძილში გადავა, შემდეგ კი საერთოდ დაიღუპება.

4. ასევე ვარდისთვის სველი ნიადაგი დამღუპველია. ფესვებმა უნდა ისუნთქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილი ჟანგბადის დეფიციტის გამო დაიღუპება.

ის ხესაც არ ემეგობრება. თუ მას ხესთან ახლოს დარგავთ, „უფროსი ძმა“ მას წყალს და მინერალურ ნივთიერებებს წაართმევს. ღეროები გამოიფიტება, კოკრები კი ყვავილობას შეწყვეტენ.

5. სჯობს ვარდი გრილი წყლით მორწყათ. უხვად მორწყეთ, მაგრამ იშვიათად.

6. ვარდს ფოთლები ზამთარში არ მოაჭრათ. მცენარე თავად გადაწყვეტს, თუ ფოთლები რა დრომდე სჭირდება.

7. ამ ნაზი ლამაზმანის ზამთრისთვის მომზადების დროს, ფესვების სისტემის კარგად შეფუთვა არ დაგავიწყდეთ. ყინვის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე სწორედ ფესვებია. გამოცდილი მებაღეები ამისთვის მიწის შემოყრის ტექნიკას იყენებენ, ოღონდ სწორად უნდა გააკეთოთ, რომ მცენარე არ დააზიანოთ.

ზამთარში ბუჩქებს სუფთა ტორფი არ მოაყაროთ. ის ბევრ ტენს იწოვს და თბილ წვიმიან ამინდში ფესვები დროზე ადრე გაიღვიძებს, აღმონაცენების ზრდას დაიწყებს და ეს გარდაუვალ კვდომას გამოიწვევს. სჯობს მცენარეს მიწა ისე მოაყაროთ, როგორც კარტოფილს, 25-სმ-ზე.

თუ იმ შეცდომებს გაითვალისწინებთ, რომელთაც მებაღეები ვარდის გაშენების დროს ხშირად უშვებენ, არა მხოლოდ ჯანსაღი ბუჩქის გაზრდას შეძლებთ, არამედ ნამდვილ ვარდისფერ დენდრარიუმს შექმნით და ამ გასაოცარი ყვავილების უხვი ყვავილობით და ნაზი არომატი არაერთი სეზონი დატკბებით!