Connect with us

საკითხავი

დედის ძლიერი ლოცვა შვილებისთვის. უფალს მათი დაცვა და მფარველობა შესთხოვეთ

ყველა დედას სურს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. სწორედ ამიტომ, უფალს მათ მფარველობას ვთხოვთ. დედის ლოცვას, როგორც ძლიერ თილისმას, შეუძლია შვილები ბოროტებისგან დაიცვას.

Аlltime.ge–ს რედაქცია შვილებისთვის ძლიერი ლოცვების ტექსტებს გიზიარებთ.

ძლიერი ლოცვა შვილებისთვის

დედის ძალას ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია. მას საკუთარი ქალიშვილი ან ვაჟიშვილი უანგაროდ უყვარს. დედა ბავშვის სიცოცხლის პირველივე წუთებიდან მზადაა, რომ მის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს. დედის ლოცვას და კურთხევას დიდი ძალა აქვს. ამბობენ, რომ უფალი დედის ლოცვას აუცილებლად შეისმენს და დაეხმარება.

გულწრფელად ილოცეთ და უფალს კეთილი ზრახვებით მიმართეთ. მაგალითად, თუ თქვენი შვილი ცუდ საქმეს აკეთებს, უფალს მისი გონზე მოყვანა და სწორ გზაზე დაბრუნება შესთხოვეთ. დამნაშავეებს, რომელიც დანაშაულს არ ნანობენ, დედის ლოცვა ვერ დაეხმარება.

სანამ ლოცვას დაიწყებთ, გული და გონება გაიწმინდეთ. შვილზე იფიქრეთ, რა გსურთ მისთვის. ყოველდღე ილოცეთ, რწმენა არ დაკარგოთ. შვილის მფარველობა შეგიძლიათ შესთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, უფალს, წმინდა სამებას, მფარველ ანგელოზს ან ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს. ეკლესიაში ან სახლში ილოცეთ.

ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ შვილებისთვის

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.

ლოცვა უფლის მიმართ

ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, შენ ღირს-მყავ მე დედობასა ოჯახისასა, სახიერებამან შენმან მომმადლა მე შვილნი, და კადნიერ ვიქნები თქმად: შენნი არიან იგინი, რამეთუ შენგან აქვთ მყოფობა, და შენ განაცხოველე იგინი სულითა უკვდავითა, აღმოშობე ნათლისღებითა ცხოვრებად ნებითა შენითა, იშვილე იგინი და დაადგინე წიაღსა შინა შენისა ეკლესიისა. გარდმომივლინე მე მადლმოსილი შეწევნა შენი აღზრდად მათდა სადიდებელად სახელისა შენისა. მომმადლე მე ამისთვისცა მოთმინებაი და ძალი. მასწავე მე ვითარ დავნერგო გულსა შინა მათსა ძირი სიბრძნისა – შიში უფლისა, რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა ძრწოდნენ სიტყვათაგან შენთა. განუხვენ მათ გონებისა მათისა საცნობელნი გულისხმისყოფად სჯულისა შენისა. და მიმწუხრამდე ცხოვრებისა მათისა ჰმოქმედებდნენ შენისა ყველგანმყოფობისა შეგრძნებითა. დაასხ გულთა შინა მათთა გარემიქცევაი ყოვლისა უსჯულოებისაგან, რათა უბიწოებითა ვიდოდნენ გზათა თვისთა ზედა. მსაჯულო სიმართლისაო, რომელი მშობელთა ცოდვათათვის დასჯი შვილთა, ნუ დასჯი მათ ცოდვთა ჩემთა გამო, არამედ აწვიმე მათ ცვარი მადლისაგან შენისა. მამაო ზეცათაო, წარმართე ბედი შვილთა ჩემთა კურთხევითა შენითა, და ნუ მოაკლებ მათ პურსა არსობისასა ყოველთა დღეთა და გარდმოუვლინე ყოველივე მიუცილებელი თვისსა ჟამსა, რათა ჰპოვონ ნეტარება საუკუნო. მოწყალე ექმენ, ცოდვათა შინა მათსა, ნუ შეურაცხავ ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა მათისათა, დასჯიდე მათ და სწყალობდე, გარნა ნუ განიშორებ მათ პირისა შენისაგან. ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა მათგან ოდეს იურვოდნენ, რათა არა ეწეოდნენ მათ განსაცდელნი დაუტევნელნი. მოჰფინე წყალობა შენი, რათა ვიდოდეს ანგელოსი შენი მათთანა და სცვიდეს მათ. ნუ დაუტევებ შვილთა ჩემთა, უფალო, არამედ მიანიჭე სარგებელი საცხოვნებლად, ამინ.

ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა

უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.

ლოცვა შვილთა მფარველი ანგელოსისადმი

წმიდაო მფარველო ანგელოზო შვილთა ჩემთაო (სახელები) დაიფარენ ისინი საფარველითა შენითა ისართაგან ეშმაკისათა, თუალისაგან მაცდუნებელისა და დაიცევ გულთა შინა მათთა ანგელოსებრივი სიწმიდე. ამინ.

Advertisement