Connect with us

სხვა

დედამ ბავშვები დაარწმუნა, რომ “პიჟამოების დასატენად” წოლაა საჭირო და ამან შედეგი გამოიღო…

რას არ იგონებენ მშობლები იმისთვის, რომ ცელქი ბავშვები დაამშვიდონ. ზოგჯერ ტყუილის თქმა და ამ ტყუილში ბავშვების დარწმუნებაც უწევთ.

ერთმა გენიალურმა დედამ პოკიფსიდან (ნიუ-იორკის შტატი) სოციალურ ქსელ FaceBook-ში გამოაქვეყნა როგორ მოახერხა თავიანთი შვილების დასაძინებლად დაწვენა. მან ბავშვებს უთხრა, რომ გაუნძრევლად უნდა დაწოლილიყვნენ, რათა სიბნელეში მანათობელი პიჟამოები დაეტენათ.

გსურთ, რომ თქვენი შვილები მშვიდად იყვნენ ძილის წინ?

მაშინ მიმართეთ ჯესიკას მაგალითს. მან სამი წლის ჰანელორს და 4 წლის ემას სიბნელეში მანათობელი პიჟამოები უყიდა.

“უთხარით მათ, რომ ისინი ნათურის ქვეშ უნდა იწვენენ, რომ “დატენონ” ისინი.”

თუ ამას გააკეთებთ, ბავშვები მშვიდები გახდებიან. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან მათ დაძინებაში დაეხმარება.
რა თქმა უნდა დილით საჭირო გახდება პიჟამოები უჯრაში შეინახოთ, იმისთვის, რომ მათ ნათება შეწყვიტონ.

ჯესიკამ თავისი გოგონების საყვარელი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ისინი მოთმინებით ელიან თუ როდის დაიტენება მათი პიჟამოები. ეს ფოტო ვირუსული გახდა და მთელს ინტერნეტს მოედო. მან 200 000-ზე მეტი მოწონება და 120 000-ზე მეტი გაზიარება დააგროვა.

ქალი არ ნანობს, რომ ტყუილის თქმა გადაწყვიტა. ეს ხომ კეთილი ტყუილი იყო. მის შვილებს სენსორული ინფორმაციის გადამუშავების დარღვევა აქვთ.

რა არის ეს?

ტვინის ასეთი დარღვევის დროს ადამიანი ძნელად იღებს და რეაგირებს ინფორმაციაზე რომელსაც გრძნობის ორგანოებიდან იღებს. ზოგიერთი პაციენტი ზედმეტად მგრძნობიარეა გარემო სიტუაციაზე.

ჯესიკას გოგონებიც ძალიან მგრძნობიარეები არიან. თუმცა მისმა პატარა ეშმაკობამ, მათი ძილის რეჟიმის კორექტირება მოახდინა.

გოგონები ძილის წინ მშვიდდებიან, როდესაც დიდი ხნით წვანან გაუნძრევლად. მათ ასევე ეთერზეთებიც ეხმარება.

ქსელის მომხმარებლებს ჯესიკას იდეა მოეწონათ და თავიანთი ეშმაკობებიც გააზიარეს: