Connect with us

ჯანმრთელობა

დაუყონებლივ მოიშორეთ ყოველდღიური მავნე ჩვევა, რომელიც კიბოსა და სიბრმავეს პროვოცირებს

ყურადღება მიაქციეთ! ეს ყოველდღიური ჩვევა იწვევს კიბოს, გასუქებას, სიბრმავეს და

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადრე ადამიანები უფრო ჯანმრთელები, ამტანები იყვნენ და დილით მამლის ყივილზე ადრე დგებოდნენ. მაგალითად, ჩემმა ბაბუამ 103 წელი იცოცხლა. ჩემი მეგობარი კი ირწმუნებოდა, რომ რაც უფრო მარტივად ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო ჯანმრთელია.

დღეს ცხოვრება მარტივი არაა: ყოველდღე ახალი მწვერვალის დაპყრობა გვიწევს და წარმოუდგენლად განვითარებული გაჯეტებს ვითვისებთ. თითქოსდა, აი ესაა მომავალი. და ჩვენ რას მოგვიტანს? ელექტრონული მოწყობილობები ჩვენს ძილს იპარავs, ნერვული სისტემის დარღვევას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უკურნებელ პრობლემებს იწვევs.

დღეს გიამბობთ, რატომ არის მელატონინი, ძილის ჰორმონი, ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების წყარო და ამ ჰორმონის წარმოებას ხელი რატომ უნდა შეუწყოთ.

ძილის ჰორმონი

ძილის წინ სმარტფონის, ნოუთბუქის ან ელექტრონული წიგნის გამოყენება ალბათ თქვენც გიყვართ. ეს ხომ საუკეთესო დროა რომ წაკითხვა გააგრძელოთ, ელექტრონული ფოსტა შეამოწმოთ ან სოციალურ ქსელი ჩამოსქროლოთ.

ყველაზე დისციპლინირებული ადამიანიც კი დროდადრო საკუთარ თავს ლოგინში სმარტფონით ხელში აღმოაჩენს, ან უარესი ბალიშის ქვეშ. რა იცით, იქნებ მოულოდნელად ვინმემ დაგირეკოთ ან შეტყობინება გამოგიგზავნოთ.

უკვე არაერთი წელია მკვლევარები ერთხმად გაიძახიან, რომ ძილის წინ გაჯეტების გამოყენება ძილსა და ზოგადად ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს.

როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე მოწყობილობები სინათლის განსაკუთრებულ სახეობას ასხივებს, რომელსაც ბიოლოგიური რითმის დარღვევა შეუძლია. ღამით ხელოვნური ცისფერი სინათლის ზემოქმედება მელატონინის, ძილის ჰორმონის, წარმოებას ამცირებს.

„ტვინის მიერ მელატონინის წარმოება ღამით, სიბნელეში ხდება. ეს არის ჰორმონი, რომელიც ღამის დადგომას იტყობინება და ნიშანს გაძლევთ, რომ დროა ლოგინში დაწვეთ და სხეული ძილისთვის მოამზადოთ“ – ამბობს ექიმი, მარიანა ფიგუეირო.

ცისფერი სინათლე მელატონინის წარმოებას აფერხებს, ტვინს არწმუნებს, რომ ჯერ ღამე კი არა, არამედ დღეა. „მელატონინის წარმოების დარღვევა ღია და ბნელი გამოსახულებების არარეგულარული ზემოქმედებით ხდება, ან სინათლის ყველაზე შეუსაბამო მომენტში ზემოქმედებით, რამაც მთელი რიტმის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. აქედან მოდის ცუდი ძილი და შრომისუუნარიანობა“ – განმარტავს ფიგუეირო.

თუ გაჯეტების მიმართ ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება წლების განმავლობაში გაგრძელდება, შედეგი უფრო სავალალო იქნება: დიაბეტის მიმართ მგრძნობელობა იზრდება, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება და სიმსივნე არსაიდან ჩნდება.

„არ ვამბობ, რომ თანამედროვე გაჯეტების გამოსხივება სიმსივნეს იწვევს. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია. მერწუმენთ, სჯობს ყველამ კარგად გამოვიძინოთ და წრიული რიტმი ნაკლებად დავარღვიოთ“ – ამბობს ექიმი მარიანა.

სანამ კაცობრიობას მელატონინის წარმოებაზე ცისფერი სინათლის გავლენის შემცირება არ შეუძლია, გთავაზობთ მარტივ პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც ღამით გაჯეტების გამოყენების ნეგატიურ გავლენას შეზღუდავენ.

1. ღამით გაჯეტის გამოყენებაზე უარი არ თქვათ, უბრალო ძილის წინ ორი საათით ადრე ამის გაკეთება შეწყვიტეთ. მელატონინის წარმოება სწორედ დაძინებამდე ორი საათით ადრე იწყება. ამ მარტივი ხრიკის დახმარებით ორგანიზმს საკმარის დროს მისცემთ, რომ ძილის რეჟიმზე გადავიდეს.

2. თუ ელექტრონული ფოსტის ლოგინში შემოწმება ნამდვილად გსურთ, უფრო მცირე ეკრანი გამოიყენეთ, ანუ არა ნოუთბუქი ან პლანშეტი, არამედ სმარტფონი.

„მნიშვნელოვანია სინათლის, განსაკუთრებით ცისფერი სინათლის, რაოდენობა, რომელიც ბადურას მიეწოდება. მოწყობილობა, რომელიც უფრო მეტ ცისფერ სინათლეს ასხივებს, მელატონინის უფრო მეტად შეამცირებს“ – ირწმუნება ექიმი ფიგუეირო.

3. ეკრანის სიკაშკაშე შეამცირეთ. რაც უფრო კარგად არის განათებული, მით უფრო მცირდება მელატონინის წარმოება. ღამით სმარტფონის სიკაშკაშე შეამცირეთ, ასე ცისფერი სინათლის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ. სხვათა შორის, თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებს ღამის რეჟიმი აქვთ, მისი ჩართვა არ დაგავიწყდეთ!

4. სამწუხაროდ, გაჯეტები ერთადერთი მოწყობილობა არაა, რომელიც ცისფერ სინათლეს ასხივებს. ჩვეულებრივი ნათურებიც მსგავსს დანაშაულს ჩადის. თითქოსდა წიგნს კითხულობთ, გვერდებს ფრთხილად ფურცლავთ, ხოლო მავნე გამოსხივება თქვენს თვალებამდე აღწევს. სცადეთ, ღამით უფრო თბილი ფერების მქონე ნათურა გამოიყენოთ.

5. სპეციალური დამცავი ლინზების მქონე სათვალე გამოიყენეთ. ოფთალმოლოგიური კომპანიები სპეციალურ ლინზებს იყენებენ, რომლებიც ცისფერ სინათლეს ბლოკავენ და ბადურამდე ვერ აღწევს.

6. ეს რჩევა შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნაშუადღევს ხშირად გაისეირნეთ, რომ ბუნებრივი ცისფერი ფერის სხივებში ინებივროთ. თავისთავად ცისფერი ფერი ცუდი არაა, რადგან ის ადამიანის ბიოლოგიური საათის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ცისფერი სინათლე გვანიშნებს, რომ გათენდა და დროა პროდუქტიულად იმუშაოთ. სიტყვაზე, დღის განმავლობაში რაც უფრო მეტ ბუნებრივ ცისფერ სინათლეს მიიღებთ, ღამით მოწყობილობების მიერ გამოსხივებულ ცისფერ სინათლეს მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით.

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.