Connect with us

საკითხავი

დანების გალესვის მეთოდი ფოლგის ბურთით. მარტივი და ეფექტური

ალუმინის ფოლგა სასარგებლო ნივთია, რომელიც ნერვების დაზოგვაში დაგეხმარებათ. გამჭრიახი დიასახლისები გირჩევთ, ფოლგის ბურთები სამაგიდო აქსესუარების უჯრაში შეინახოთ. ფოლგის გამოყენების ამ არაპირდაპირ მეთოდზე ცოტამ თუ იცის.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ფოლგის ბურთი სამზარეულოში. ცოტამ თუ იცის, რომ ფოლგას დანების გალესვა შეუძლია. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ ხრიკის გამოყენებით დანა დიდხანს ბასრი დარჩება.

ფოლგის ბურთები

ალუმინის ფოლგას ყოველდღიურად თითქმის ყველა იყენებს. მასში საკვების ნარჩენები შეგიძლიათ გაახვიოთ, გაზქურის ზედაპირზე დამცავ ფენად გაშალოთ, შესაბოლი მოწყობილობაც შეგიძლიათ გააკეთოთ. მრავალფუნქციურ ფოლგას კიდევ ერთი გამოყენება აქვს. დანებს ლესავს. არა მხოლოდ დანა, არამედ სხვა საჭრელი საგნებიც შეგიძლიათ გალესოთ, მაგალითად, მაკრატელი.

რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ ფოლგა ძველ, დიდი ხნის დაბლაგვულ, დაჟანგულ ან მოღუნულ დანას განაახლებს. იდეალურია პრევენციისთვის, რაზეც ბევრი წინასწარ არ ფიქრობს. გალესვა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა დანა დაბლაგვებას იწყებს. ეს შეცდომაა. უმჯობესია, საჭრელ საგანზე წინასწარ იზრუნოთ, რომ შემდეგ მის გალესვაზე ნაკლები დრო და ნერვი დახარჯოთ. ამაში ფოლგის ბურთები გამოგადგებათ.

დანის გალესვა ფოლგის ბურთით

ფოლგის პატარა ნაჭერი რამდენჯერმე გადაკეცეთ, მინიმუმ 6 ფენა უნდა იყოს. ფოლგა დანის მკვეთრი მოძრაობით 10-12 ზოლად გაჭერით. მაკრატლის შემთხვევაში, უბრალოდ წვრილ ზოლებად დაჭერით. ბოლოს დანის სიბასრე ქაღალდზე შეამოწმეთ.

თუ მიღებული შედეგით უკმაყოფილო ხართ, ფოლგით პროცედურა გაიმეორეთ. თუ შედეგი მისაღებია, დანა თბილ წყალში გარეცხეთ, რომ ქაღალდის და ფოლგის ნარჩენები მოაშოროთ, შემდეგ გაამშრალეთ და შეინახეთ. დანა პროდუქტების საჭრელად მზადაა.

შეგახსენებთ, ფოლგა დანების სალესად ეფექტურია, მაგრამ იდეალურს ვერ ვუწოდებთ. ახალდაბლაგვული დანებისთვის გამოგადგებათ. თუ დანა დიდი ხნის წინ დაბლაგვდა, მექანიკური დაზიანება და დეფექტი აქვს, ფოლგა შედეგს ვერ მოგცემთ. დანას ლესავს არა ფოლგა, არამედ მყარი აბრაზიული ფირი, რომელიც დანის პირს თავისი სიმტკიცით კაწრავს და აშორებს მტვრის, ჭუჭყის და საკვების ნარჩენებს. ამ მეთოდით სუფთა ხელსაწყოს დიდხანს შეინარჩუნებთ.

დანის სალესად ყველაზე ეფექტურ მეთოდებად რჩება პროფესიონალური გალესვა ან სალესი ქვის გამოყენება. თუმცა პროფილაქტიკისთვის ფოლგით მანიპულაცია საკმარისია.

Advertisement