Connect with us

საკითხავი

დალაი-ლამას 10 გაკვეთილი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

ერთხელ ოპრა უინფრიმ დალაი-ლამას ჰკითხა: „საკუთარი თავისთვის რაიმეს პატიება გითხოვიათ“ მან უპასუხა: „გულწრფელად რომ ვთქვა, კოღოებთან ჩემი ურთიერთობა არც ისეთი მეგობრული და მშვიდი იყო, როგორც ასევე ბაღლინჯოების მიმართ“.

ოპრა საოცრად გაკვირვებული იყო, რომ დალაი-ლამას იმ დროისთვის 78 წლის განმავლობაში სხვა არაფერი გაუკეთებია, რის გამოც პატიებას იმსახურებდა.  ყველა ცოცხალი არსების მიმართ პატიება და თანაგრძნობა დალაი-ლამას ორი კვაკუთხედია. მოდით გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მისმა გაკვეთილებმა თქვენი ცხოვრება.

1. მეტი თანაგრძნობა გამოხატეთ

„თანაგრძნობას და სიბრალულს რელიგიასთან საერთო არ აქვს. აი, ადამიანობასთან პირდაპირ კავშირშია. უფრო მეტიც, მათ გარეშე კაცობრიობის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა“ – დალაი-ლამა.

მრავალი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ როცა სხვების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავთ, ისეთივე ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, როგორც სექსის, გემრიელი პროდუქტის ჭამის ან ცხელ აბაზანაში მოდუნების დროს. მარტივად რომ ვთქვათ, თანაგრძნობის გამოხატვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ასე რომ, ახლობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეთ და ყველა შესანიშნავი უპირატესობა მიიღეთ: სტრესის დონის შემცირება, გულის რითმის დარეგულირება და იმუნიტეტის გაუმჯობესება.

როგორ გამოვხატოთ თანაგრძნობა სხვების მიმართ? ამისთვის მისი გრძნობების და ემოციების გაგება უნდა შეძლოთ. მას გაესაუბრეთ და იმის გაგებას ეცადეთ, თუ რა გზის გადალახვა მოუწია. ეს უფრო მოთხოვნადი პროცესია შენთვის, ვიდრე უბრალოდ სიკეთის გამოხატვა. თუ თანაგრძნობის გამოხატვა გსურთ, ემოციურ ჩარევას გვერდს ვერ აუვლით. სხვათა შორის, შეგიძლიათ იმითაც დაინტერესდეთ, თუ თქვენს თანამოსაუბრეს რა სახის დახმარება სჭირდება. ამის გამოყენება შეგიძლიათ:

  • ავადმყოფი მეგობრის მიმართ
  • იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა და მხარდაჭერა ძალიან სჭირდება
  • ნათესავის მიმართ, რომელმაც არ იცის, თუ ცხოვრებაში რა გააკეთოს
  • მეგობარს, რომელიც მტკივნეულ განშორებას განიცდის
  • უსახლკაროს

2. იყავით კეთილი და სხვებს დაეხმარეთ

„ჩემი რწმენა ძალიან მარტივია. მას ეკლესიები და წმინდა წერილები არ სჭირდება. ჩვენი საკუთარი გონება და ჩვენი გული უნდა გახდეს წმინდა ადგილი, ხოლო სიკეთე ჩვენი წმინდა წერილი. იყავით კეთილი, როცა ეს შესაძლებელია, ეს კი ყოველთვის შესაძლებელია“ – დალაი-ლამა.

სინამდვილეში, სიკეთე და გულუხვობა არც თუ ისე ბევრი დაგიჯდებათ, მაგრამ მათი წყალობით შეგიძლიათ ბევრად უფრო ბედნიერი გახდეთ. სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მაიკლ ნორტონი და მისი კოლეგები ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო კვლევის შედეგებით. როგორც აღმოჩნდა, მოხალისეები, რომლებიც გარკვეული თანხის მიღებისას თანხის ნაწილს აძლევდნენ მას, ვისაც სჭირდებოდა, უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავდა.

3. საკუთარი ბედნიერება იპოვეთ

„ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ იყოთ ბედნიერი“ – დალაი-ლამა.

ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება იმდენად ქაოსური და საშინელი ხდება, რომ დღის ბოლოს მხოლოდ ერთადერთი რამ, სულ ცოტათი ბედნიერება გვსურს.

როცა დალაი-ლამას ბედნიერების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ თანამედროვე საზოგადოება მატერიალური კეთილდღეობის შეტყობინებებით გვავსებს. და ძალიან ცოტა შეტყობინებას ვხედავთ პატიების, თანაგრძნობის, მოთმინების, კეთილგანწყობის და სიკეთის შესახებ. არადა ნამდვილი ბედნიერებისთვის თქვენ სწორედ ამ ღირებულებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და არა მატერიალური სიმდიდრის დაგროვებას.

„მზა ბედნიერებას ვერავინ მოგცემთ – ის ყოველთვის ჩვენი ქცევიდან გამომდინარეობს“ – დალაი-ლამა.

4. სულის სიღრმეში სიმშვიდე იპოვეთ

დალაი-ლამა გირჩევთ, რომ ყოველდღე სულ ცოტა ხნით მაინც საკუთარ თავთან განმარტოვდეთ. დრო დაუთმოთ საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრს და იმას, რომ საერთოდ არ გჭირდებათ ისეთი ნეგატიური ფიქრები, როგორიცაა სიბრაზე, სიძულვილი და შური. ასეთი გრძნობები დადებითი ემოციებით შეცვალეთ, როგორიცაა ოპტიმიზმი, მადლიერება, სიყვარული და სიმშვიდე.

დალაი-ლამა თვლის, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი სიმშვიდე და მშვიდი გონება შეიძლება იყოს ბედნიერების და კარგი ჯანმრთელობის წყარო. ამაში აბსოლუტურად მართალია.

5. სხვა ადამიანებს ზიანი არ მიაყენოთ

„თუ შეგიძლიათ მეგობარს დაეხმაროთ, გააკეთეთ. თუ არ შეგიძლიათ დახმარება, ზიანი მაინც არ მიაყენოთ“ – დალაი-ლამა.

თუ თქვენ სხვების „გამოკვებას“ აშკარა ტყუილებით დაიწყებთ, მათზე ჭორებს გაავრცელებთ, სასურველს მუქარით მიაღწევთ და უსამართლოდ მიღებული უპირატესობით ისარგებლებთ, მაშინ ნეგატიური „პასუხი“ ცხოვრებაში ადრე თუ გვიან დაგიბრუნდებათ და ბედნიერების ყოველგვარ იმედს წაგართმევთ.

ეს მხოლოდ რამდენიმე მოქმედებაა, რომელსაც სხვებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, ეცადეთ მათ თავი აარიდოთ.

6. თქვენს მეგობრულ ურთიერთობაზე იზრუნეთ

მეგობრობა ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც შეიძლება მოხდეს. მათზე იზრუნეთ და არასდროს აწყენინოთ – სანაცვლოდ ნდობით და სიყვარულით გულუხვად დაგაჯილდოებენ. ნამდვილი მეგობრობა საზოგადოებაში თქვენს მდგომარეობასა და ფულად სახსრებზე დამოკიდებული არაა.

სამწუხაროა, რომ ბევრი მეგობრობას იმდენად უგულებელყოფს, რომ შედეგად მათ ცხოვრებას მარტოობა მართავს. გასაოცარი არაა, რომ ეს ყველაფერი დეპრესიას იწვევს.

7. თანამედროვე ტექნოლოგიებს თქვენი ცხოვრების მართვის საშუალება არ მისცეთ

იცით თუ არა, რომ დალაი-ლამას ტვიტერზე 8 მლნ-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს? ის იმ სიმარტივეს მიესალმება, რომელიც სოციალურ ქსელებში მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ჭარბი გამოყენების მოწინააღმდეგეა. ამისთვის შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:

  • ზოგჯერ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იმდენად იჭრებიან, რომ ჩვენს გაკონტროლებას იწყებენ – რესტორანში წყვილებს შეხედეთ, რომლებიც დროს ტელეფონის ეკრანის ყურებაში ატარებენ.
  • თუ ტელეფონის გარეშე ერთი დღის გაძლებაც გიჭირთ, ვინც არის თქვენს წყვილში მთავარი – თქვენ თუ ის?
  • თუ უამრავი ვირტუალური მეგობარი გყავთ, საჭირო არაა ისინი ნამდვილი მეგობრებით ჩაანაცვლოთ.
  • ვირტუალური ურთიერთობა სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაში ძალიან იშვიათად დაგეხმარებათ.
  • თუ თითქმის მთელ დროს ინტერნეტში ურთიერთობაში ხარჯავთ, რეალური ურთიერთობისთვის ცოტა დრო დაგრჩებათ.

„ტექნოლოიგია ჩვენი შვილებია და ისინი უნდა ვაკონტროლოთ. თუ ტექნოლოგიების მონები გავხდებით, ეს ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება“ – დალაი-ლამა.

8. არ იკამათოთ და არ ეჩხუბოთ – სჯობს მოლაპარაკება გამართოთ

„არა ძალადობის გზა ნიშნავს კომუნიკაციის და დიალოგის გზას, რომელიც სიტყვებით და არა მუშტებით იმართება. დიალოგი კომპრომისს და ერთმანეთის უფლებების პატივისცემას ნიშნავს: მხოლოდ კომუნიკაცია და შერიგება დაგიცავთ კონფლიქტისა და იმედგაცრუებისგან. როცა ორივე მხარე დათმობაზე მიდის, შედეგად 100%-ით გამარჯვებული ან დამარცხებული არავინაა. ეს ყველაზე გონივრული გზაა კონფლიქტების მოსაგვარებლად. ერთადერთი სწორი მეთოდი“ – დალაი-ლამა.

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სახის კონფლიქტთან გამკლავება გიწევთ, იქნება ეს საერთაშორისო კრიზისი თუ პარტნიორთან ან უფროსთან ჩხუბი, მშვიდობიანი შედეგების გასაღები დიალოგია. მხოლოდ ასე შეძლებთ კომპრომისის და მოლაპარაკების ხელოვნების დაუფლებას.

დალაი-ლამა გირჩევთ, რომ საუბრის დროს წარსული რაც შეიძლება ნაკლებად გაიხსენოთ და ამის ნაცვლად არსებულ პრობლემაზე გაამახვილოთ ყურადღება.

9. დედამიწის მიმართ კეთილი იყავით

თუ გსურთ, რომ კაცობრიობა გადარჩეს, პლანეტაზე იზრუნეთ ისე კარგად, როგორც შეგიძლიათ. ნაგავი გადაამუშავეთ, ენერგიის მიღების ალტერნატიული გზები იპოვეთ და გაარკვიეთ, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბუნებას გადარჩენაში ისე, რომ მას კაცობრიობის განადგურება არ მოუნდეს.

10. საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ

„თუ დამარცხდით, მაგრამ გაკვეთილი ისწავლეთ, გამოდის, რომ გაიმარჯვეთ“ – დალაი-ლამა.

როცა შეცდომას უშვებთ, მომხდარს ფხიზელი თვალით შეხედეთ და ეცადეთ გაიხსენოთ, თუ რა გააკეთეთ არასწორად. შესაძლოა, რაღაც სწორად არ თქვით ან მოქმედებები სწორად ვერ გათვალეთ, შესაძლოა, თქვენს პროექტში დაგეგმარების პროცესში შეცდომა გაიპარა, ან ფორსმაჟორული სიტუაცია არ გაითვალისწინეთ. მაშინაც კი, თუ უბედურებას შეეჯახეთ და ამის შემდეგ იძულებული ხართ ცხოვრება ნაწილ-ნაწილ შეაგროვოთ, მისგან სარგებელი მაინც შეგიძლიათ მიიღოთ.