Connect with us

ჯანმრთელობა

დაიწყეთ კაკლის ჭამა ყოველდღიურად

კაკალი – ყველაზე გავრცელებული დელიკატესია. მისი გემო ბავშვობიდან გახსოვთ, მათ ყიდულობდნენ და სახლში აშრობდნენ, ხოლო ბებიებისგან და ბაბუებისგან ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზა, რომ კაკალი ტვინს მუშაობაში ეხმარება და სწორედ ამიტომ აქვს მას ტვინის ფორმა. მოდით ამ სტატიაში გავარკვიოთ, თუ რა თვისებები აქვს კაკალს!

კაკალი არა მარტო გემრიელია არამედ ძალიან სასარგებლოც არის, მისი ჭამა უმადაც შეიძლება და მისი კერძში დამატება კი საკვებს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა ტიპის თხილეულის მოხმარება ძალიან ეხმარება საერთო თვითშეგრძნებას. მათში კოლოსალური რაოდენობის ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებებია. ამასთანავე აუცილებელი არ არის მათი დიდი რაოდენობით მირთმევა. საკმარისია ერთი მუჭა შეჭამოთ იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა დახმარება მიიღოს.

ეცადეთ თან ატაროთ გარჩეული კაკალი რათა დღის განმავლობაში 2-3 ცალის შეჭმა შეძლოთ. ისინი შიმშილის გრძნობის მოშორებაშიც დაგეხმარებიან.

კაკლის შემადგენლობა

კაკალში ისეთი სასარგებლო ნივთიერებები შედის როგორიცაა: ვიტამინი Е, К, РР და ამინომჟავები. ამას გარდა კაკალს შეუძლია იოდის, რკინის, მანგანუმის, თუთიის, ფოსფორის, კალიუმისა და კალცის შემცველობითაც დაიტრაბახოს.

ეხლა კი მოდით, მის სასარგებლო თვისებებზე გადავიდეთ, პარალელურად მოგიყვებით თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა კომპონენტი ჩვენს ორგანიზმზე.

ჩამოვყვეთ შემადგენლობას, მაგალითად, ანტიოქსიდანტები ჩვენი კანის მდგომარეობაზე ზრუნავენ. შემოდგომაზე კანი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან ის ამინდის ცვალებადობის გამო ზარალდება. მაგრამ კაკალს შეუძლია მას ჯანმრთელი ფერი დაუბრუნოს, კანის მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სელენი, რომელიც ასევე შედის კაკლის შემადგენლობაში, თმის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. თმა ნაკლებად დაგცვივდებათ თუ კაკლის მოხმარებას რეგულარულად დაიწყებთ. ხოლო ბიოტინი ხელს შეუწყობს თმის ზრდას, რადგან ის ხელს უწყობს კერატინის გამომუშავებას. ასე რომ – კაკალი თმისთვისაც ძალიან სასარგებლოა!

მისი რეგულარულად მოხმარება არა მარტო სახის კანსა და თმაზე, არამედ ფრჩხილებზეც მოქმედებს. ის გაამყარებს ფრჩხილს რაც ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად მტვრევადი გახდება და აღარც გაიყოფა ფენებად.

სელენი მხოლოდ თმის მდგომარეობაზე არ მოქმედებს, ის იმუნურ სისტემასაც ეხმარება. ეს კი ზამთრის პერიოდში ნამდვილად აქტუალურია.

ის რასაც ახლა გეტყვით, ალბათ უკვე ძალიან ბევრჯერ გსმენიათ და კარგადაც იცით, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ არ გაგიმეორეოთ! კაკალი, ნამდვილად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ჩვენი ბებიები და ბაბუები, ასევე მშობლებიც ძალიან სწორ რჩევას გვაძლევენ! ტვინი უკეთესად აითვისებს და გადაამუშავებს ინფორმაციას და უფრო სწრაფი რეაგირებაც ექნება, ასევე გაგიუმჯობესდებათ კონცენტრაციის უნარიც – თუ კაკალს ყოველდღიურად მიიღებთ!!!

კაკალში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ომეგა 3. მათი სასარგებლოობის შესახებ კი ნამდვილად ყველას გვსმენია!
გახსოვდეთ, აუცილებელია ზომიერების დაცვა! დღეში 10 ლებან კაკალზე მეტს ნუ მიირთმევთ! თქვენი რაციონი ისე შეადგინეთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ!