Connect with us

სხვა

და ბებომ მკითხა: “რომელს ირჩევ: სტაფილო, კვერცხი თუ ყავა?!”…

ერთხელ შვილიშვილი ბებოსთან მივიდა რათა თავისი ცხოვრების შესახებ მოეყოლა, რომ ეთქვა თუ რა რთული ცხოვრება ჰქონდა და რომ უკვე მზად იყო ხელი ჩაექნია. გოგონა დაიღალა გადარჩენისთვის ბროძოლისგან, როგორც კი ერთ პრობლემას მოაგვარებს მაშნვე მეორე პრობლემა ჩნდება.

ბებიამ მოუსმინა შვილიშვილს, დაფიქრდა და ის სამზარეულოში გაიყვანა. შემდეგ სამი ქვაბი აავსო წყლით. პირველში ახალი და მაგარი სტაფილო ჩადო, მეორეში ქათმის კვერცხი ჩაალაგა და ბოლო ქვაბში დაფქული ყავა ჩაყარა. შემდეგ კი უსიტყვოდ დადგა ქვაბები ცეცხლზე.

გარკვეული დროის შემდეგ ბებომ ჭიქაში ყავა გადმოასხა, წყლიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხიც, დაალაგა თეფშზე და შვილიშვილს ჰკითხა: “მითხარი, რას ხედავ?”

-“სტაფილოს, კვერცხს და ყავას” – უპასუხა შვილიშვილმა.

ბებომ შვილშვილი ახლოს დაისვა და სთხოვა, რომ სტაფილოს შეხებოდა. შვილიშვილი სტაფილოს შეეხო და შეამჩნია, რომ სტაფილო ძალიან დარბილებულა. ამის შემდეგ ბებიამ მას კვერცხის გატეხვა სთხოვა, გოგონამ გატეხა კვერცხი და ნახა, რომ ის მაგრად იყო მოხარშული. ბოლოს ბებომ ყავის დალევა სთხოვა, გოგონამ გასინჯა ცხელი ყავა და შეისუნთქა მისი გამამხნევებელი არომატი: ” ბებო, ამით რისი თქმა გინდოდა?”

ბებომ აუხსნა, რომ ყველა ეს პროდუქტი ერთსა და იმავე რთიულ სიტუაციას “შეეჯახა” – მდუღარე წყალს – თუმცა ყველას სხვადასხა სახის რეაგირება ჰქონდა “პრობლემაზე”.

სტაფილო მაგარი იყო მაგრამ, როგორც კი ცხელ წყალში მოხვდა დარბილდა და დასუსტდა. კვერცხი ისეთი იყო, რომ შეიძლებოდა ძალიან იოლად გამტყდარიყო, თუმცა მდუღარე წყალში ის გამაგრდა და მისი გატეხვა ახლა არცისე რთულია. ხოლო ყავა კი საერთოდ სხვა ისტორიაა, მდუღარე წყალში მოხვედრის შემდეგ ის არმარტო თავად შეიცვალა არამედ წყალიც შეცვალა.

“რომელს გავხარ შენ?” – ჰკითხა ბებომ შვილიშვილს – როდესაც შენს კარზე პრობლემები აკაკუნებენ, როგორ რეაგირებ მათზე? როგორც სტაფილო, როგორც კვერცხი თუ როგორც ყავა?”

თქვენც უნდა დაუსვათ ეს კითხვა თქვენს თავს, ვინ ხართ?!

ჰგავხართ სტაფილოს, რომელიც მაგარი ჩანს, თუმცა საკმარისია პრობლემას შეეჯახოს მომენტალურად რბილდება და კარგავს თავის ძალას.

თუ კვერცხს გავხართ, რომელიც სამყაროში რბილი და ნაზი გულით მოდის, მაგრამ რთულს სიტუაციაში მოხვედრისთანავე მაგრდება და დაუნდობელი ხდება?
იქნებ მას შემდეგ რაც საყვარელი ადამიანი დაკარგეთ ან რომელიმე სხვა გამოცდის წინაშე აღმოჩნდეთ უდრეკი გახდით? შეიძლება თქვენი გარეგნული იერი იგივე დარჩა როგორიც ადრე, თუმცა ის ახლა სულის სიმწარეს და გულის მრისხანებას მალავს?

ან იქნებ ყავას გავხართ? ეს პროდუქტი არა მარტო თავად შეიცვალა არამედ თავის გარშემოც შეცვალა ყველაფერი – ის ვითარება რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.

მდუღარეში ყავა შესანიშნავ არომატს უშვებს და წყალს სახასიათო გემოს აძლეს. თუ ყავას გავხართ, მაშინ ცხოვრების წინააღმდეგობებს ისე იღებთ როგორც არა წინაღობას არამედ, როგორც შესაძლებლობას – გახდეთ უკეთესი და შეცვალოთ სიტუაცია თქვენს გარშემო.

დაემგვანეთ ყავას! მიიღეთ ყველა უსიამოვნება როგორც კიბე რომელიც საშუალებას მოგცემთ მწვერვალს უფრო მეტად მიუახლოვდეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.