ვიდეო
გოგრის და თაფლის სასმელი სახსრების ტკივილის გასაქრობად და ძვლების გასაძლიერებლად
წლების მატებასთან ერთად მუხლების და სხვა სახსრების ტკივილი უფრო ძლიერდება. საბედნიეროდ, არსებობს სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ პრობლემის დროს დიდწილად დაგეხმარებათ.
ტკივილის შესამსუბუქებლად ძალიან ეფექტური სამკურნალო საშუალების შესახებ გიამბობთ.
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ს/კ ქიშმიში
- 40 გრ გოგრის თესლი
- 2 ს/კ არა არომატული ჟელატინი
- 4 ს/კ სეზამი
- 200 გრ თაფლი
- 8 ს/კ სელის თესლი
როგორ მოვამზადოთ რეცეპტი
ამ ძლიერი საშუალების მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და დააბლენდერეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ეს სამკურნალო საშუალება შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურამდე გამთბარი ან ცივი სახით მიიღოთ, გააჩნია თქვენ როგორ მოგწონთ. როგორც ინგრედიენტების არევას დაასრულებთ, საშუალება მაცივარში შეინახეთ.
სასმელის მიღების მეთოდი
ამ შესანიშნავი საშუალების მიღება იმაში მდგომარეობს, რომ 1 ს/კ ნარევი საუზმის წინ და კიდევ 1 ს/კ სადილის შემდეგ მიიღოთ: მკურნალობის კურსი – ყოვედღე 1 თვის განმავლობაში.
უკვე სამკურნალო საშუალების მიღებიდან 1 კვირის შემდეგ შეამჩნევთ, თუ სხეული როგორ რეაგირებს და ტკივილი თანდათანობით როგორ ქრება.
ეს სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა. მისი შემადგენლობის წყალობით არა მხოლოდ ძვლები, არამედ სისხლძარღვები ძლიერდება და ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებით გაჯერებული ხდება. სწორედ ამიტომ, დამატებითი კვების სახით მისი მიღება ნამდვილად ღირს.
ჟელატინი მუხლის სახსრებზე დადებით გავლენას ახდენს და ხრტილის აღდგენას ხელს უწყობს.