ჯანმრთელობა
გეიშების დიეტა: ლამაზი იაპონელი ქალების საიდუმლოებები
გეიშები დახვეწილი, ლამაზი ქალები არიან, რომლებიც სტუმრებს ცეკვით, მუსიკით, საინტერესო საუბრით და ჩაის ცერემონიით ართობენ. მათი დახვეწილი ფორმები ბევრ ქალს შთააგონებს, რომ ასეთივე მოხდენილი და ლამაზი ფორმები ჰქონდეთ. როგორ ზრუნავენ გეიშები საკუთარ სხეულის ფორმებზე?
გეიშას დიეტა: ბრინჯი, ჩაი და რძე
წონაში დასაკლებად გეიშა სპეციალურ ძველ დიეტას იცავს, რომლის რაციონშიც მხოლოდ ბრინჯი და მწვანე ჩაი რძით შედის.
დიეტა 5 დღე გრძელდება და ამ დროში გეიშა დაახლოებით 5-6 კგ–ს დაკლებას ახერხებს. დღიური რაციონი ძალიან მწირია, რომ სხეულმა კვების მკვეთრი ცვლილებისგან შოკი არ განიცადოს. მსგავსი დიეტისთვის უნდა მოემზადოთ: დიეტამდე 2–3 დღით ადრე რაციონი ოდნავ შეცვალეთ: უფრო მეტი მსუბუქი საკვები მიირთვთ, მარილის, შაქრის, ფქვილის და ცხიმის შემცველობა შეამცირეთ.
მენიუ
საუზმე: 2 ფინჯანი მწვანე ჩაი რძით (1:1 პროპორცია)
სადილი: 200 გრ მოხარშული ბრინჯი (უმარილოდ) + 1 ჭიქა თბილი რძე
ვახშამი: 150 გრ მოხარშული ბრინჯი (უმარილოდ) + 1 ფინჯანი მწვანე ჩაი რძით (1:1 პროპორცია)
დაშვებულია წყლის შეუზღუდავად დალევა, ოღონდ არა გაზიანი წყლის. დამატებით 2 ფინჯანი მწვანე ჩაის მიღება ნებადართულია.
მხოლოდ დიეტა?
არა. იაპონელი ქალები სხეულის ფორმებს არა მხოლოდ დიეტით ინარჩუნებენ. არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელთაც ისინი იცავენ.
1. საჭმელი – ხელოვნების განსაკუთრებული სახეობაა
იაპონელებისთვის საჭმელი ერთგვარი ხელოვნებაა. იაპონელები მოუმზადებელ საკვებს არასდროს ჭამენ, ხოლო მომზადების პროცესს მოწიწებით ეპყრობიან: მცირე დეტალებამდე გათვლილი აქვთ არა მხოლოდ კერძი, არამედ სერვირება.
2. საჭმელი, როგორც სიამოვნება
იაპონელები ძალიან ნელა ჭამენ, თითოეულ ნაჭერს სიამოვნებით დიდხანს ღეჭავენ, არ ჩქარობენ და კარგზე ფიქრობენ.
3. პატარა პორციები
იაპონელებს ურჩევნიათ ერთი დიდი პორცია რამდენიმე პატარა და სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შემდგარ კერძად დაყოთ.
4. ნელ ცეცხლზე მომზადება
მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები არ გადახურდეს, რადგან ასე საკვები ბევრ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს. ხშირად ორთქლზე ამზადებენ, ზოგჯერ კი საერთოდ უმს ჭამენ.
5. ყავისფერი ბრინჯი
ყავისფერი ბრინჯი ძალიან სასარგებლოა. მასში ბევრი უჯრედისი შედის, ქოლესტერინს ამცირებს, სწრაფად მუშავდება, მადას ამცირებს და ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. იაპონელები პურის ნაცვლად ბრინჯს მიირთმევენ.
6. მწვანე ჩაი
იაპონელები ბევრ მწვანე ჩაის სვამენ, რომელიც მდიდარია ვიტამინებით (C, E) და ანტიოქსიდანტებით.
7. ზღვის პროდუქტები
თევზი ორგანიზმს ამინომჟავებით და ცხიმებით ავსებს, წყალმცენარეები კი იოდით.
დიეტებმა არ გაგიტაცოთ. დიეტა მინიმუმ 1-1,5 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ. გახსოვდეთ, რომ მთავარია – ჯანმრთელობა.