Connect with us

სხვა

გაჭედილი მტვერსასრუტის ჯაგრისი – ცუდი შეწოვის მიზეზი. აი, როგორ უნდა გაწმინდოთ

ჩვენი სახლი რეგულარულ დალაგებას მოითხოვს. ქუჩის მტვრის და ჭუჭყის, შინაური ცხოველის ბეწვის და საკვების ნამცეცების უბრალო ცოცხით გამოგვა რთულია. საბედნიეროდ, პროგრესი არ ჩერდება და პრაქტიკულად, ყველას სახლში მტვერსასრუტი აქვს. ეს სასწაული ტექნიკა სახლის დალაგებას მნიშვნელოვნად ამარტივებს და პროცესს უფრო ხარისხიანს ხდის. ახლახანს ერთი სასარგებლო ხრიკის შესახებ გავიგე: როგორ დავშალოთ მტვერსასრუტის ჯაგრისი.

წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს შესაძლებელია. ყველაზე მეტად მასში ნაგვის რაოდენობამ გამაკვირვა. მტვრის ბურთებმა მთელი სივრცე გაავსეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ბინძური ჯაგრისი შეიძლება მტვერსასრუტის სწრაფად გახურების და ცუდი შეწოვის მიზეზი გახდეს. ახლა გასაგებია, რატომ არ ჰქონდა შედეგი მტვერსასრუტის მუდმივად გაწმენდას და ფილტრის გამოცვლას. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ.

როგორ დავშალოთ და გავწმინდოთ მტვერსასრუტის ჯაგრისი დამოუკიდებლად

მტვერსასრუტის ბევრ მოდელს სტანდარტული ჯაგრისი აქვს, რომელიც ფორმით ან დიზაინით ოდნავ განსხვავდება. მუშაობის პრინციპი ერთი და იგივეა. ჯაგრისის ამოღება მარტივია. პირველ რიგში, პანელი გვერდზე გადაწიეთ და დარწმუნდით, რომ შიგნით მტვერია.

ახლა ჯაგრისი სრულად გახსენით. ჯაგრისით ზემოთ გადააბრუნეთ და პანელი ამოიღეთ, დამჭერებიდან გაათავისუფლეთ.

პროცესის გასამარტივებლად გვერდებიდან დაიწყეთ. აქ, სპეციალური საკეტელებია, რომლებიც კონსტრუქციას აკავშირებენ.

დამცავი სახურავის ქვეშ დაგროვებულ მტვერს დაინახავთ. ჩემს მტვერსასრუტს 4 წელია ვიყენებ, ამ დროში ნამდვილი მკვრივი ფირფიტა წარმოიქმნა. შესაგრძნებად ჰგავს მასალას, რისგანაც ნაბდის ჩექმებს კერავენ.

ჯაგრისი ნაგვისგან გაწმინდეთ. პატარა დეტალებს და ხვრელებს შორის შეიძლება მტვრის ნაწილაკები დარჩეს. მათ ამოსაღებად პინცეტი გამოიყენეთ.

კორპუსი სველი ჩვრით გაწმინდეთ, კარგად გააშრეთ და კვლავ ააწყვეთ. ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია.

სანამ ჯაგრისს დაშლით, კარგად დააკვირდით. თუ დახრახნილია, არ ამოქაჩოთ, გატეხავთ. სახრახნისი გამოიყენეთ ან ვინმეს დახმარება სთხოვეთ.

სრული გაწმენდის შემდეგ ჩემი მტვერსასრუტი ახალივით ამუშავდა. შეწოვა გაძლიერდა, რამაც ხარისხი გააუმჯობესა და სახლის დალაგების სიჩქარე გაზარდა. პროცედურის ჩატარებას დაბინძურების მიხედვით გირჩევთ, სჯობს ყოველი გამოყენების შემდეგ. ასე ტექნიკა უფრო დიდხანს გემსახურებათ. თქვენ ოდესმე გაგიწმენდიათ მტვერსასრუტის ჯაგრისი?