Connect with us

სხვა

გაშავებული სამკერდე ჯვარი: რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა გავაკეთოთ

ჯვრის დასამზადებლად ვერცხლი პოპულარული მასალაა, რაც დაბალი ფასით (ოქროსთან შედარებით) და მისი თვისებებით არის გამოწვეული. უძველესი დროიდან წინაპრებს სჯეროდათ, რომ ასეთი სამკერდე ჯვარი არა მხოლოდ ავი თვალისგან გვიცავს, არამედ ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებებზე მიგვანიშნებს. სწორედ ამიტომ, თუ ჯვარი გაშავდა, ამ ნიშნის მნიშვნელობაზე დაფიქრდით.

რა არის ამ ლითონის ფერის ცვლილებების ძირითადი მიზეზები და რა გავაკეთოთ?

ჯვარი გაშავდა

ავი თვალი

ავმა თვალმა შეიძლება ჯვრის ფერის შეცვლა გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, ფერის ცვლილებას სუნთქვის გართულება ახლავს. რაც უფრო მუქდება ჯვარი, მით უფრო ცუდად გრძნობს ადამიანი თავს. როგორც წესი, ჩვეულებრივი წმენდა ვერ დაგვეხმარება. ჯვარი თავდაპირველ ფერს დაუბრუნდება, მაგრამ ადამიანის მდგომარეობა გაუარესდება.

ჯადოს და ავი თვალის მოშორება რიტუალით შეიძლება. მის შესასრულებლად 3 სანთელი 3 სხვადასხვა ტაძრიდან დაგჭირდებათ. ჯვარი უნდა გაწმინდოთ და ნაკურთხ წყალში ერთი დღე გააჩეროთ. ამის შემდეგ ტაძარში თავიდან აკურთხეთ.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვერცხლი ადამიანის ოფლის მიმართ მგრძნობიარეა. კერძოდ იმ ნივთიერების მიმართ, რომელიც მასში შედის. ზოგიერთ შემთხვევაში, ვერცხლს ადამიანის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებზე რეაგირება შეუძლია. ასე ჯვარი არასასურველი ცვლილებების ერთგვარი ინდიკატორია.

სწორედ ამიტომ, თუ ჯვარი ან სხვა ვერცხლის სამკერდე სამკაული მოულოდნელად გაშავდა, გამოკვლევა ჩაიტარეთ და სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.

ამინდის პირობები

ჰაერის მაღალმა ტენიანობამ შეიძლება სპილენძის და ვერცხლის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მსგავსი რეაქცია ჰაერში გოგირდწყალბადთან შეხებისას ან საკვებ წყალში ქლორის არსებობისას შესაძლებელია.

თუ ჯვარი ცურვისას გაშავდა, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ წყალში მავნე ნივთიერებები შედის. ადამიანისთვის ამ ადგილას ბანაობა არ შეიძლება.

ბიოველი

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ბიოველი აქვს, რომელიც სხეულისა და სულის ჰარმონიაზეა დამოკიდებული. ისეც ხდება, რომ ბიოველი (ან აურა) სუსტდება და მაშინ ადამიანი ნეგატივს გრძნობს. მისი განწყობა უარესდება, მასთან ერთად მისი ჯანმრთელობაც ზიანდება. ვერცხლის ჯვარი მსგავს ცვლილებებზე რეაგირებს.

ბიოველის აღსადგენად საუკეთესო მეთოდი დადებითი ემოციები და სიხარულია. იქნებ, სჯობს შვებულება აიღოთ და სამოგზაუროდ წახვიდეთ. სასურველია იქ, სადაც ბევრი მზეა. ასევე კარგია, თუ თქვენი რუტინის, გარემოცვის გარკვეულ ასპექტებს გადახედავთ და შეცვლით. სპეციალისტის დახმარებაზე უარის თქმა არ ღირს.

ცხოვრების წესი

რწმენის თანახმად, ვერცხლი ნეგატივსა და ბოროტებაზე რეაგირებს, რომელიც ადამიანს ემართება ან რომელსაც თავად აკეთებს. ითვლება, რომ ჯვრის ფერის ცვლილება ნიშნავს, რომ ადამიანი რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ იღებს ან უმიზნო ცხოვრებას ეწევა.

შესაძლებელია, რომ ჯვრის მატარებლის ცხოვრების წესი თავდაპირველ წარმოდგენებს არ შეესაბამება. აქედან მოდის მოტივაციის პრობლემები.

რედაქციის რჩევა

თითოეულ ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს, ცრურწმენას და ხალხურ სიბრძნეს ენდოს თუ არა. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. თუ ვერცხლის ჯვარმა ფერი მკვეთრად შეიცვალა  (გარეთ ნისლი არაა), დაფიქრდით და თქვენს მდგომარეობას მოუსმინეთ. ასე ჯვარი არა მხოლოდ ავი თვალისგან, არამედ  ორგანიზმში უსიამოვნო ცვლილებებისგან დაგიცავთ.

Advertisement