Connect with us

ჯანმრთელობა

გაყინეთ ლიმონი და მოიხმარეთ ის სწორად, რათა დაემშვიდობოთ გაცხიმოვნებას, დიაბეტსა და ავთვისებიან ახალ წარმონაქმნებს

ციტრუსის, განსაკუთრებით ლიმონის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. მის გარეშე სამზარეულოს და სახლის აფთიაქის წარმოდგენა შეუძლებელია. ლიმონი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ამასთან წლის ნებისმიერ სეზონზე ხელმისაწვდომია. იცით თუ არა, რომ ეს ღია ფერის ხილი კიდევ უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს?

ლიმონის სარგებელი ორგანიზმისთვის

ლიმონის წვენი, წყალი თაფლთან და ლიმონთან ერთად, უბრალოდ ახალი ლიმონი შაქართან ერთად – ეს რეცეპტებია, რომელსაც თითქმის ყველა იყენებს. ამ ხილის მოხმარება ბევრს უკვე ჩვევად აქვს. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ლიმონი C ვიტამინის გარდა ბევრ სხვა მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმს და კალიუმს, შეიცავს.

ლიმონი იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი ბუნებრივი საშუალებაა, რომელსაც პრაქტიკულად თანასწორი არ ჰყავს. ამასთან ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამ ხილის მოხმარება სისხლის და სისხლძარღვების თვითგანწმენდის უნარს ზრდის.

როგორც აღმოჩნდა, გაყინული ლიმონი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალი. მისი მიღების დროს ორგანიზმი არა 5-ჯერ, არამედ 10-ჯერ უფრო მეტ ვიტამინს მიიღებს. ის ღირებულია იმით, რომ ქერქთან ერთად იყინება და მოიხმარება. ხშირად ლიმონის ქერქს ვაგდებთ, არამედ სულ ტყუილად. ლიმონის ქერქი რბილობზე უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს.

რით არის სასარგებლო გაყინული ლიმონი

  1. ის სისხლს წმენდს და ორგანიზმიდან წიდების და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. ამრიგად, გულის ბევრი დაავადების თავიდან აცილება შეიძლება.
  2. მავნე ბაქტერიებს და ვირუსებს აქრობს.
  3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მიკრობების და პარაზიტების გამოდევნას ხელს უწყობს, ამით მის მუშაობას აუმჯობესებს. საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და მკვებავი ნივთიერებების ათვისების უნარს ზრდის.
  4. თირკმლებში ქვების დაშლას ხელს უწყობს.
  5. C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო დაბერების პროცესს აფერხებს და კოლაგენის წარმოებას აძლიერებს.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ლიმონი თავისი შემადგენლობით ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული საშუალების თანასწორია. ამის წყალობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიმონში შემავალ ნივთიერებას სიმსივნური უჯრედების განადგურება და ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილება შეუძლია. ლიმონი ჯანმრთელ უჯრედებს ინარჩუნებს და გვერდითი მოვლენები არ აქვს.

თუმცა ეს პროცესი საკმარისად შესწავლილი არაა იმის სათქმელად, რომ ლიმონი სიმსივნეს კურნავს. ეს რომ სიმართლე იყოს, ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი შემაშფოთებელი არ იქნებოდა. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, დახმარებისთვის პროფესიონალ ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, ლიმონმა ონკოლოგიური დაავადების თავიდან აცილება მოახერხოს, თუ მას რეგულარულად წლების განმავლობაში მიიღებთ.

როგორ გავყინოთ ლიმონი სწორად

ლიმონის სწორად გაყინვა რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ.

პირველ რიგში, მარტივ მეთოდს გთავაზობთ. ლიმონი გარეცხეთ, გაამშრალეთ და საყინულეში რამდენიმე საათით შედგით. ამის შემდეგ ლიმონი სახეხზე ქერქიანად გახეხეთ. გახეხილი ლიმონი ნებისმიერ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე კერძს არა მხოლოდ უჩვეულო გემოს და ციტრუსის არომატს შეძენთ, არამედ ვიტამინებით გაამდიდრებთ.

შეგიძლიათ ლიმონის ნაჭრები გაყინოთ. უბრალოდ ლიმონი თხელ ნაჭრებად დაჭერით და თეფშზე დააწყვეთ. შემდეგ საყინულეში შედგით. გაყინული ლიმონის ნაჭრები სასმელების გასაგრილებლად გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ ცალკე ლიმონი და ლიმონის ცედრა გაყინოთ.

ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობით ამ პროდუქტს თანასწორი არ ჰყავს. ის რაციონში უნდა ჩართოთ და ყოველდღე მოიხმაროთ. სპეციფიკური სუნის გამო ლიმონი ბევრს არ უყვარს, მაგრამ გაყინვის შემდეგ ლიმონისგან მთელ სარგებელს მიიღებთ. მხოლოდ მწიკვი გახეხილი ლიმონი საკმარისია რომ კერძს ვიტამინებით და გემოთი გაამდიდროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.