Connect with us

ყვავილები

გამოუცდელი მებაღეების უხეში შეცდომა ვარდის გადაჭრის დროს

თითოეულმა გამოცდილმა მებაღემ იცის: ყვავილობის მეორე ტალღის დროს ფუმფულა ვარდის თაიგულის არომატით რომ დატკბეთ, აუცილებელია ზაფხულის ბოლოს ვარდი სწორად გადაჭრათ.

და დღეს გიამბობთ, ეს როგორ გააკეთოთ.

გარდა ამისა, გთავაზობთ რჩევებს, როგორ გამოკვებოთ ვარდის ბუჩქები გადაჭრის შემდეგ, რომ მცენარემ ძალები სწრაფად აღიდგინოს.

როგორ გადავჭრათ ვარდი სწორად

ივლისის დასასრული გულმოდგინე მეყვავილეებისთვის მხოლოდ ერთს ნიშნავს: ვარდის ყვავილობის პირველი ტალღა უკვე დასრულდა. დროა, ლამაზმანებზე იზრუნოთ და ბუჩქები გადაჭრათ, რომ მალე ახალი და დიდებული ყვავილებით დატკბეთ.

ზოგიერთი ვარდს პირდაპირ კოკორის საფუძველთან ჭრის ისე, რომ პირველ „ნამდვილ ფოთოლს“ არ ეძებს. ამასთან ვერც ხვდება, რომ უხეშ შეცდომას უშვებს.

ნამდვილ ფოთოლს უწოდებენ მას, რომელიც 5-7 პატარა ფოთლისგან შედგება. თუ ვარდს არა მის საფუძველთან, არამედ პირველ სამყურასთან გადაჭრით, შემდეგი კოკრების დიდხანს ლოდინი მოგიწევთ. ზოგჯერ ყვავილობის მეორე ტალღა შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოთ.

აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ჩაის ვარდები სხვა სახეობებთან შედარებით უფრო ქვემოთ უნდა გადაჭრათ. ამ დროს ორი ნამდვილი ფოთოლი უნდა გადაჭრათ.

გადაჭრილი ყლორტი ისეთი სიგრძის უნდა იყოს, თითქოსდა ვარდის თაიგულისთვის გადაჭრეს. უფრო ზუსტად, დაახლოებით 40 სმ.

უნდა გახსოვდეთ, რომ ყლორტების გადაჭრის პროცესი ნებისმიერი მცენარისთვის ძლიერი სტრესია. გადაჭრის შემდეგ ვარდების გამოკვება აუცილებელია.

ასე არა მხოლოდ ახალი ჯანსაღი ყლორტების ზრდას დაარეგულირებთ, არამედ პროცესს დააჩქარებთ და მცენარის ყვავილობას გააქტიურებთ.

რით გამოვკვებოთ ვარდი გადაჭრის შემდეგ

პირველ ეტაპზე ვარდი ორგანული სასუქით უნდა გამოკვებოთ. ამისთვის 30 მლ სუფთა თხევადი სასუქის ექსტრაქტი 10 ლ სუფთა წყალში გახსენით. მიღებული ნარევით ვარდის ბუჩქი გამოკვებეთ.

სიტყვაზე, ასეთი რაოდენობის ხსნარი 3-4 ბუჩქისთვის საკმარისი იქნება.

1,5-2 კვირაში შეგიძლიათ გამოკვების მეორე ეტაპზე გადახვიდეთ. კონკრეტულად: ვარდი სუპერფოსფატის ნარევით გამოკვებეთ.

ეს საშუალება სუფთა სახით პირდაპირ მიწას დაუმატეთ და შემდეგ ვარდი უბრალო წყლით უხვად მორწყეთ.

ფოსფატის სასუქის ოპტიმალური რაოდენობა 1 ვარდის ბუჩქზე – 0,5 სუფრის კოვზი.

ამ რჩევების გათვალისწინებით აგარაკზე ლამაზი ვარდის ბუჩქებით დატკბობას დიდხანს შეძლებთ.