Connect with us

თავის მოვლა

გამაჯანსაღებელი და ლიფტინგ ეფექტის მქონე ნიღაბი ჟელატინის გარეშე. კანი ბრწყინავს

უკვე აღარ მახსოვს, როდის ვიყავი კოსმეტოლოგთან ბოლოს. რამდენიმე წლის წინ, მაღაზიაში კანის მოვლის საშუალებების შეძენაზე პრაქტიკულად უარი ვთქვით და შინაურული რეცეპტებით ჩავანაცვლე. ეფექტი სახეზეა! შრატებს, კრემებს და ლოსიონებს დამოუკიდებლად ვამზადებ, აგარ–აგარის ნიღაბი განსაკუთრებით მშველის.

ამ ჯადოსნურ საშუალებას მოსამზადებლად დიდი დრო არ სჭირდება. 5 წუთში შეგიძლიათ აგარ–აგარის ნიღაბი სახეზე წაისვათ. უკვე პირველივე გამოყენებაზე ეფექტს დაინახავთ: კანი ნაზი, დატენიანებული და დაჭიმული ხდება, პიგმენტაცია ქრება. გირჩევთ!

როგორ მოვამზადოთ აგარ–აგარის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ/კ აგარ–აგარი
  • 5 ს/კ წყალი
  • 1 ჩ/კ არაჟანი
  • 5 წვეთი ეთერზეთი

მომზადება:

  1. აგარ–აგარი წყალს აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, კიდევ რამდენიმე წუთით ხარშეთ.
  2. სანამ ნიღაბი გამაგრდება, არაჟანი და ეთერზეთი დაუმატეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. სანამ ნიღაბი ჯერ კიდევ თბილია სახეზე სქელ ფენად წაისვით.

თუ ნაყიდი ან თვითნაკეთი ნაჭრის ნიღბის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოღონდ წინასწარ გაშალეთ და შემდეგ მზა გელში სწრაფად ამოავლეთ. საშუალება კანზე 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ უბრალოდ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შინაურული ნიღაბი აგარ–აგარით შეგიძლიათ ყოველდღე გაიკეთოთ.

აგარ–აგარის სასარგებლო თვისებები

დატენიანება

აგარ–აგარს ბევრი წყლის დაკავება შეუძლია. სწორედ ამიტომ, შინაურული ნიღაბი მშრალი კანის მფლობელთათვის იდეალურია.

მკვებავი ნივთიერებები

აგარ–აგარი ძალიან ბევრ ვიტამინს და სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. უდავოდ, შინაურულ კოსმეტოლოგიაში მისი გამოყენებით კანი უფრო ნაზი და ახალგაზრდული გახდება.

გაახალგაზრდავება

წყალმცენარეები, რომლებისგან აგარ–აგარს ამზადებენ, სახის კანს აახალგაზრდავენ, კვებავენ და ამკვრივებენ. ასეთი საშუალება კანის პიგმენტაციასა და თვალების ქვეშ მუქ წრეებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

სამწუხაროდ, აგარ–აგარის ნიღაბის წინასწარ მომარაგება და შენახვა არ შეიძლება. მხოლოდ ახალ მომზადებული ნარევი უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ეფექტი ამად ღირს. თქვენ რომელ შინაურულ საშუალებებს იყენებთ? რეცეპტები და მიმოხილვები გაგვიზიარეთ.