Connect with us

ჯანმრთელობა

გამაახალგაზრდავებელი წყალი – ბებიის რეცეპტები ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად

ტაშტი ონკანის ცივი წყლით აავსეთ და თავიდან (მინიმუმ რამდენიმე წვეთი მაინც, თუ სამსახურში მიდიხართ) ბოლომდე გადაივლეთ. რამდენიმე წამიანი სიცივის შეგრძნების შემდეგ სხეული გათბება. თბილი ხალათი ჩაიცვით.

სწრაფი ტემპით საწოლი გაასწორეთ და ოთახი წესრიგში მოიყვანეთ. თქვენ ხომ არ გაოფლიანდით? მაგრამ უკვე გაშრა, არა? სხვათა შორის, ასე არა მხოლოდ დილით, არამედ საღამოსაც ვაკეთებ, რომ მოვდუნდე და კარგი სიზმრები ვნახო.

თუ დილით ცივი წყლის გადავლება გიჭირთ, შეგიძლიათ ცივი წყლით სხვა პროცედურები ჩაიტაროთ. მაგალითად, ტიბეტელი ბერები, რომლებიც მკაცრ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ, თავის დილას ასე იწყებენ: მდინარისკენ 108 ნაბიჯს დგამენ და გასაკაჟებლად ჩადიან.

ჩვენ მდინარე ახლოს არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ყველაფერი წარმოვიდგინოთ. ონკანი გახსენით, წყლის გაციებას დაელოდეთ და ცივი წყლის ქვეშ ადგილზე 109 ნაბიჯი გადადგით.

უკვე გაგრილდით? სქელი, მატყლის წინდები მოიმარაგეთ? სველ, ცივ ფეხებზე ამოიცვით (გაშრობა საჭირო არაა) და ადგილზე მსუბუქი მოძრაობა შეასრულეთ. თუ პატარა ბინა არ გაქვთ, ფართო დერეფანში სპორტული ნაბიჯები გააკეთეთ.

გახურდით? შესანიშნავია. ეს მხურვალე ენერგია მთელი დღე გეყოფათ. ქალებო, ავად გახდომის არ შეგეშინდეთ. თუ პროცედურას სწრაფად ჩაიტარებთ და სხეულის ტემპერატურას სწრაფად დაარეგულირებთ, დაავადება ვერაფერს დაგაკლებთ!

რა შეიძლება ვურჩიოთ მათ, ვისაც ცივი წყლით სავსე ტაშტის ისე ეშინია, როგორც ნაცრისფერი მგლის? ე.წ. ცივი ორთქლის აბანო. ონკანის წყალში ხელი დაისველეთ და ხელისგულით ძლიერად დაუტყაპუნეთ, შემდეგ იგივე მთელ სხეულზე გააკეთეთ.

ცივი წყლის და მთელი სხეულის მასაჟი თქვენს განწყობაზეც დადებით გავლენას მოახდენს. შეგიძლიათ მარილიანი წყალი გადაივლოთ და მსგავსი მასაჟი გააკეთოთ. ერთი სიტყვით, აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. სხვათა შორის, დილა-საღამოს მარილიანი წყლით სხეულის გაწმენდით ორ კურდღელს იჭერთ: სხეულის მასაჟი და მკვდარი უჯრედების მოშორება.

თუ დაკვირვებული ხართ, შეამჩნევდით, რომ გაღვიძებულზე იღლიებსა და ფეხის თითებს შორის ადგილს უსიამოვნო არომატი აქვთ. ეს გასაგებიცაა: ფორების დახმარებით ორგანიზმიდან ყველა გადამუშავებული ნივთიერება უფრო მეტად გამოდის. სწორედ ამიტომ, ღამით გამოდენილი ოფლის მოშორება სასარგებლოა. დღის ბოლოს თქვენს სხეულზე არც თუ ისე ბევრი „კარგი“ ნივთიერება გროვდება, ამიტომ გაწმენდა აუცილებელია.

ბევრი შეცდომით თვლის, რომ საპნით დაბანა სასარგებლოა. ასე ნამდვილად არაა! საპნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმიც გშორდებათ, რომელიც ჩვენ მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. მარილიან წყალში დასველებული ჩვარი სწორედ ისაა, რაც გვჭირდება.

საღამოს, როცა სახლში მოხვალთ, თბილი შხაპი მიიღეთ, ხოლო პროცედურის ბოლოს სახესა და ხელებზე, ასევე თავზე ცივი წყალი გადაივლეთ. იგრძენით, როგორ მოგშორდათ მთელი დღის დაღლილობა?