Connect with us

ჯანმრთელობა

გაიგეთ ართრიტის 5 ნაადრევი სიმპტომის შესახებ და სახსრების დეფორმაციის თავიდან აცილებას შეძლებთ

თუ მთელი სხეულის ტკივილს გრძნობთ, რაიმე საქმის შესასრულებლად საკმარისი ძალა არ გაქვთ, თქვენ შეიძლება ართრიტი გაწუხებდეთ. დღეს ამ დაავადების ადრეული სტადიის განსაზღვრაში დაგეხმარებით.

დაავადების დროულად აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ ართრიტის პროგრესირება, როგორიცაა სახსრების დეფორმაცია. დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობა დროულად დაიწყეთ, ასე სახსრების დაზიანებას თავიდან აიცილებთ.

მკურნალობის სრულად ნატურალური, კვებითი მეთოდი არსებობს. ამ მეთოდით მთელ მსოფლიოში ხალხი ტკივილის და ართრიტის სხვა უსიამოვნო სიმპტომების სამუდამოდ მოშორებას ახერხებენ.

რევმატოიდული ართრიტის 5 სიმპტომი

ტკივილი და ანთება

ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც ართრიტის დროს ადამიანს აწუხებს. ეს ტკივილი შეიძლება მსუბუქი დისკომფორტით დაიწყოს. პროგრესირების მიხედვით პაციენტები ტკივილს ახასიათებენ როგორც მწვავეს, პულსირებულს და მტანჯველს. ტკივილს თან ახლავს წვის შეგრძნება, რომელიც მოძრაობას ზღუდავს.

ტკივილი უამრავ მექანიზმს უკავშირდება, როგორიცაა ანთება, ნერვული სისტემის ტკივილი და სახსრებების ცვლილება.

ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან მოვლითი, ადგილობრივი ან მთელ სხეულს მოდებული. ტკივილი შეიძლება გაწუხებდეთ როგორც მოძრაობის დროს, ასევე მშვიდ პოზაში. როგორც წესი, ტკივილი სიმეტრიულია, ანუ ტკივილი და ანთება სხეულის ორივე მხარეს ჩნდება.

სიხისტე და მოძრაობის დაკარგვა

ართრიტის მქონე პაციენტებში სიხისტე ჩვეულებრივ დილით, გაღვიძებისას ხდება. ამას სახსრების ანთებით გამოწვეული შეშუპება იწვევს, რაც სახსრების მოძრაობას ხელს უშლის. ეს შეიძლება გამოვლინდეს თითებში, ან მთელ სხეულში, ასევე შეიძლება დაჭერის ძალა შეამციროს.

შებოჭილობა, ტკივილი და დეფორმაციის არსებობა მოძრაობას ზღუდავს. ამ სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სხვებზე დამოკიდებული გახდეთ, რომლებიც ჩაცმასა და მოძრაობაში დაგეხმარებიან.

დაღლილობა

დაღლილობა შეიძლება ისეთივე შემზღუდველი იყოს, როგორც ტკივილი. ფაქტიურად, ტკივილი შეიძლება დაღლილობის მიზეზი იყოს, რადგან ძილის ხარისხის შემცირებას ხელს უწყობს. ძილის დარღვევა თავის მხრივ ტკივილის კონტროლის მექანიზმს ცვლის. დაღლილობა ტკივილის შემსუბუქების მიხედვით მცირდება.

ჩვეულებრივ, დაღლილობა დილით ადრე ზომიერად გვხვდება, შემდეგ შუადღემდე მცირდება. ნაშუადღევს ძალები სწრაფად ვარდება, რაც საღამოს 8 საათის პიკს აღწევს.

თავის მხრივ, განწყობის ცვლილება ტკივილის და დაღლილობის გაძლიერებას უკავშირდება.

წონის დაკლება

სამეცნიერო ნაშრომები აჩვენებს, რომ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების 13%-ს არასაკმარისი წონა აქვთ. ასევე ართრიტის მქონე პაციენტების 50%-ს სხეულში კუნთოვანი მასის დაბალი პროცენტი აქვთ.

ისეთი ანთებითი ნივთიერებების, როგორიცაა ინტერლეიკინები, და სიმსივნის ნეკროზის ზრდა ცილების დეგრადაციას იწვევს. ამასთან დამატებით, ენერგიის მოხმარება იზრდება და სხეულის წონა მცირდება.

ამასთან, დიაგნოსტირებული ართრიტის მქონე პაციენტებში წონის შემცირება შეიძლება მადის დაქვეითებას უკავშირდებოდეს, რაც თავის მხრივ მედიკამენტების მიღებით არის გამოწვეული.

ყოველი მერვე პაციენტი ართრიტის დაწყებისთანავე თავისი წონის 15%-ს კარგავს.

სახსრების დეფორმაცია

დეფორმაცია უფრო ხშირად ხელებსა და ფეხებში გვხვდება, მაგრამ შეიძლება უფრო მსხვილ სახსრებზეც გავრცელდეს. პაციენტების 10%-ზე მეტს, რომლებიც არ მკურნალობენ, პირველი 2 წლის განმავლობაში ხელის მცირე სახსრების დეფორმაცია უვითარდებათ. ისინი ხრტილის დაკარგვის, ფერმენტული და მექანიკური დეგრადაციის, გაჭიმვების და მყესების სისუსტის შედეგად წარმოიქმნება.

სამწუხაროდ, დეფორმაცია მუდმივია, ამიტომ ადრეულ სტადიაზე მკურნალობა აუცილებელია, რომ მათი თავიდან აცილება შეძლოთ.

კვანძები ძვლების ზემოთ ან სახსრების ახლოს მდებარე ბორცვებია, რომლებიც ართრიტის სხვა გართულებას წარმოადგენს. ამან შეიძლება მობილურობა შეამციროს და თითების გაშლას და მოღუნვას ხელი შეუშალოს, საბოლოოდ კი მოძრაობა შეაფერხოს.