Connect with us

ჯანმრთელობა

გაარკვიეთ როგორი ხველა გაქვთ და როგორ განვკურნოთ ის ფიტოთერაპიითა და ეთერზეთებით

გამოიყენეთ მცენარეებისა და ნატურალური პროდუქტების შესანიშნავი თვისებები.

ხველა დაავადება არ არის, ის უბრალოდ სიმპტომია. ეს არის მდგომარეობა რომლის განკურნებაც ფიტოთერაპიით შეიძლება, ის დამცავი მექანიზმია, რომელიც ჩენს ორგანიზმს იმ გამღიზიანებელი საშუალებების გამოტანას აიძულებს, რომლებიც სასუნთქ გზებში მდებარეობენ, მაგალითად ლორწო, რომელიც გაციებასთნ არის დაკავშირებული.
ხველის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ჩვეულებრივ ეს ბაქტერიულ ან ვირუსულ ინფექციებს უკაშირდება. მაგრამ, ზოგჯერ ის შეიძლება სხვა დაავადებების მაჩვენებელი იყოს, მაგალითად ასთმის ან სიმსივნის.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რატომ იწყება ხველა, როგორი ტიპის არის ის და როგორ მოვახდინოთ მისი შემსუბუქება, რადგან მიზეზიდან გამომდინარე, მკურნალობაც სხვადასხვანაირია.

ხველი სახეობათა კლასიფიკაცია:

1. მშრალი ხველა: ხველა რომელიც არ იწვევს ამოხველებას. ძალიან აღიზიანებს ყელს და მტკივნეულია, რადგან იწვევს ლორწოს გამოშრობას, რაც ყელს აღიზიანებს.

2. პროდუქტიული ხველა: ხველა რომელიც იწვევს ამოხველებას და სისველის გამოყოფას. გამომუშავდება ლორწოს დიდი რაოდენობა.

3. ქრონიკული ხველა: ეს ხველა კვირაობით გრძელდება და დაკავშირებულია იმასთან, რომ ტრაქეა და ხორხი გაღიზიანებულნი არიან, ჰაერის ძიერად და ხანგრძლივად გამოდევნით. თუ ეწევით, მაშინ ასეთი ტიპის ხველა თქვენთვის ნაცნობი იქნება, რადგან ის ძალიან გავრცელებულია მწველებში.

4. ცრუ მშრალი ხველა: ხშირად აღენიშნებათ ქალებსა და ბავშვებს

5. ფსიქოგენური ხველა: ახასიათებთ ადვილად განერვიულებად ხალხს. მაგალითად დალაპარკებადე ეწყებათ ხველა.

6. ასთმური ხველა: თუ ასთმა გაქვთ, ძალიან ხშირად გექნებათ ხველის ეს ტიპი, რომელიც სტვენის ხმით ხასიათდება და ამასთან ერთად ჩვეულებრივ რეჟიმში სუნთქვასაც გაგირთულებთ.

ხველა ჩვეულებრივ გაციებასთან არის კავშირში, მაგრამ თუ ხველა მკერდში მკვეთრ ტკივილს, ბევრი ლორწოს გამოყოფას ან სისხლიანი ნახველის გამოყოფას იწვევს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს!

აფთიაქში ბევრი წამლის პოვნა შეიძლება, მაგრამ, ხველის ბუნებრივი გზით მკურნალობაც შესაძლებელია – ფიტოთერაპიისა და ეთერზეთების გამოყენებით. ფიტოთერაპია განკუთვნილია სამკურნალო მცენარეების გამოყენების საშუალებით – ხველის შემსუბუქებისთვის. ეს საშუალებებიც აფთიაქში იყიდება, ასე რომ მათი მოპოვება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ!

ევკალიპტი: ეს მცენარე ამოსახველებელი საშუალებაა, რომელიც ყელს არბილებს და გაღიზიანებულ ბრონხებსაც აწყნარებს. ჩვეულებრივ მას ნაყენის, წვეთების, ეთერზეთის ან სიროფის სახით იღებენ. ევკალიპტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი წამალია ისტორიაში.

ხახვი: ალბათ ბებოს არაერთხელ დადია თქვენს თავთან, კომოდზე ხახვი, ეს ყველაზე გავრცელებული და უძველესი პრეპარატია, რადგან მას ბაქტერიციდული და ამოსახველებელი თვისებები გააჩნია.

ბეგქონდარა: ძალიან ეფექტურის აშუალებაა, რომელიც სადეზინფექციო საშუალებადაც გამოიყენება. ის  შეიძლება ნაყენის, სიროფის ან ეთერზეთის სახით შეგხვდეთ.

ანისული: ის ამოსახველებელი და ხველის დამთრგუნავი საშუალებაა, ე.ი. ის მშრალი ხველის მოცილებაშ დაგეხმარებათ. ის ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება რადგან სუნთქვას აუმჯობესებს.

ნიორი: ვიტამინი В6-ის შემცველობის წყალობით ის გვეხმარება ჩვენი ორგანიზმის დაცვითი ფუნქციების განვითარებაში. ხახვის მსაგავსად მასაც ბაქტერიციდული და ამოსახველებელი თვისებები გააჩნია.

ძირტკბილას ფესვი: გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, მას ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებები გააჩნია. შედეგად მას ხშრად იყენებენ ყელის გაღიზიანებისა და ხველის დროს.

პიტნა: ის ხშირად გამოიყენება რესპირატორული დაავადებებისას, განსაკუთრებით ხველისა და ბრონქიტის დროს. შედეგად ეფექტურად ხსნის ხველას და ამშვიდებს გაღიზიანებულ ყელს.

ლიმონი: ძალიან სასარგებლოა  ვიტამინისა და სხვადასხვა მჟავების შემცველობის გამო. შედეგად არჩვეულებრივი საშუალებაა გაციებასთან ბრძოლისა და მისი პროფილაქტიკისთვის.

არსებობს მცენარეთა კომბინაციები, რომლებიც აძლიერებენ განკურნებად ძალას. ამიტომ შეგვიძლია სპეციალური სიროფები მოვიძიოთ, რომლებიც ხველის ეფექტურად მოცილებაში დაგვეხმარებიან. განსაკუთრებით ეფექტურია ევკალიპტის, ანისულისა და დარიჩინის ეთერზეთების ნარევი. ის აღმოსავლეთში უძველესი დროიდან გამოიყენება. ამ კომბინაციის ძირითადი უპირატესობა სუნთქვის გაუმჯობესებაა. ის ყველა ტიპის ხველის სამკურნალოდ გამოგადგებათ.

მოიძიეთ ეფექტური ეთერზეთები და ბალახები ხველის სამკურნალოდ და გამოიყენეთ მათი არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.