Connect with us

ჰოროსკოპი

ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ექსპერტებმა 3 ფავორიტი გამოავლინეს

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე, მის თვისებებზე გავლენას ახდენს. ექსპერტების თქმით, ყველაზე ბრძენი და გონიერი კაცის თვისებები მხოლოდ 3 ზოდიაქოს ნიშანს აქვს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვისი იმედი შეიძლება გქონდეთ, თუ ოჯახის შექმნას აპირებთ ან ერთგულ პარტნიორს ეძებთ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საქმიანი ქალი დამოუკიდებელია და საკუთარი თავის რჩენა შეუძლია. ის არ ეძებს კაცს, რომელიც პრობლემებს მოუგვარებს. მას პასუხისმგებლობით აღსავსე და ბრძენი პარტნიორი სჭირდება. ასეთი ჭკვიანი და გონიერი მხოლოდ 3 ზოდიაქოს ნიშანია.

მშვილდოსანი

ბრძენი და პრაგმატული მშვილდოსანი პროფესიას ადრეული ასაკიდან ირჩევს და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით იხვეწება. მიზნები აქვს და მათკენ შეუპოვრად მიიწევს. ყოველთვის იცის, რა სურს. რთულ სიტუაციაში საღ გონებას არასდროს კარგავს. პრობლემებს ძალების გამოცდად, გამოწვევად იღებს.

მასთან ურთიერთობის დაწყება საკმაოდ კომფორტულია. საკუთარ თავზე კარგად ზრუნავს. საოჯახო საქმეების შესრულებაში დაგეხმარებათ. განვითარებაში მხარს დაგიჭერთ. ამაშია მთელი სიბრძნე.

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი მომთმენი და მშვიდია. სხვების თვალში შეიძლება გულჩათხრობილიც ჩანდეს. ხალხთან საერთო ენის პოვნა უჭირს. არასტანდარტულად აზროვნებს და ეს წინსვლაში ეხმარება. პრობლემის სხვა კუთხიდან დანახვა შეუძლია. წარმატებული ბიზნესმენი, პოლიტიკოსი ან მეცნიერი შეიძლება გახდეს.

პირად ცხოვრებაშიც არანაკლებ წარმატებას აღწევს. პარტნიორზე ზრუნავს. ჰარმონიულ ურთიერთობას აწყობს და კომპრომისებზე მიდის. მისგან კარგი მამა დადგება.

მერწყული

მერწყული კომუნიკაბელური და მხიარული ნიშანია. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობს. ყველაფერზე თავისი არგუმენტირებული აზრი გააჩნია. ხალხის პატივისცემას და სიყვარულს ადვილად იძენს. კარიერაში დაწინაურებას აღწევს. მკაცრი, მაგრამ გონიერი მმართველი გამოდის.

კარგად იცის, როგორ მიუდგეს საყვარელ ადამიანს. ქალთან ურთიერთობას ადვილად აგებს. საოცრად ქარიზმატული, ჭკვიანი და განათლებულია. მასთან საუბარი საინტერესოა. ამით ქალების გულს ინადირებს.

Advertisement