ჯანმრთელობა
ბრტყელი მუცელი 2 კვირაში. კოქტეილი, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ ასაკში
ეს კოქტეილი შემუშავდა იმ შემთხვევისთვის, როცა ჭარბი წონის სწრაფად მოშორება გვსურს და რთულად გვესმის, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ რომელი დიეტაც არ უნდა გამოიყენოთ, დამხმარე ზომებს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ჩვენ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ვარჯიში და კეფირის გასახდომი კოქტეილი.
კოქტეილი წონაში დაკლების პროცესს ინგრედიენტების ხარჯზე აჩქარებს. საინტერესოა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ერთად ორგანიზმს კიდევ უფრო მეტ სარგებელს ანიჭებს და შედეგი სწრაფად თვალშისაცემი ხდება. როგორია წიწიბურა-კეფირის გასახდომი კოქტეილი?
როგორ მუშაობს დიეტური კოქტეილი
წიწიბურას ფქვილი ორგანიზმს ვიტამინებით, მიკროელემენტებით, უჯრედისით, სახამებლით, სასარგებლო ცხიმებით და მონოსაქარიდებით ამდიდრებს.
დიეტური რძის კოქტეილში შემავალი კოჭა ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, საჭმლის ათვისებას აუმჯობესებს, მადას აქვეითებს და წონის შემცირებას ხელს უწყობს. ამ პროდუქტის მცირე რაოდენობასაც კი ძლიერი ანტიოქსიდანტური და მინერალური ნივთიერებები აქვს.
კეფირი მიკროფლორას აღადგენს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს. როგორც პრობიოტიკი, ნაწლავის მიკროფლორის დასარეგულირებლად აუცილებელ ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს.
თაფლი მავნე მიკროორგანიზმების ზრდას აფერხებს, ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ტოქსინებს გამოდევნის. ერთად უჩვეულო დიეტურ კოქტეილს ქმნიან – სასარგებლო, მკვებავ, საკმაოდ ნოყიერ და გემრიელ სასმელს.
კეფირი-წიწიბურას კოქტეილის რეცეპტი
- 1 ს/კ წიწიბურას ფქვილი
- 1 მწიკვი დაფქული კოჭა
- 200 მლ კეფირი 2,5 % ცხიმიანობით
- 1 ჩ/კ თაფლი
დიეტური კოქტეილის მომზადება საღამოს დაიწყეთ. ამისთვის საკმარისია მინის ქილაში ინგრედიენტები შეურიოთ და მაცივარში მთელი ღამე გააჩეროთ, რომ პროდუქტებმა ერთმანეთი შეავსოს.
მეორე დღეს, მაცივრიდან გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გაათბეთ. უზმოზე 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონთან ერთად დალიეთ, 20 წუთის შემდეგ კი საუზმის ნაცვლად კოქტეილი მიიღეთ. ასე ორი კვირის განმავლობაში გაიმეორეთ.
შემდეგ ორი კვირა შესვენება უნდა გააკეთოთ.. დიეტური რძის მიღება შეწყვიტეთ, მაგრამ სასარგებლო საკვებზე უარი არ თქვათ. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.