თავის მოვლა
ბებია 83 წლისაა, მაგრამ მაქსიმუმ 60 წელს აძლევენ. დღეს სწორედ მის საყვარელ საშუალებას გიზიარებთ
შესაძლებელია, თქვენი სამზარეულოს კარადაში ნამდვილი განძი ინახებოდეს. და, თუ სამზარეულოს კარადაში არა, ესე იგი, საკვებ სოდას სხვა ადგილას ინახავთ. ამ პროდუქტს შეუძლია სკრაბების, ტონიკების, მიცელარული წყლისა და ქსოვილის ნიღბების ჩანაცვლება – საჭიროა მხოლოდ მისი სწორი პროპორციებით შერევა სხვა ხელმისაწვდომ და, რაც მთავარია, ნატურალურ პროდუქტებთან.
სოდის ნიღბების ეფექტი შესანიშნავია: კანი ახლდება და გლუვდება, როგორც სალონში პილინგის პროცედურის შემდეგ. გარდა მძლავრი გამწმენდი თვისებისა, სოდა კარგია იმითაც, რომ ჭიმავს სახის ოვალს და აგლუვებს წვრილ ნაოჭებს 35 წლის ასაკში. ანტიასაკობრივი ეფექტი ბრენდისთვის ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე. იმას, თუ რატომ და როგორ უნდა ჩავანაცვლოთ კოსმეტიკის ნაწილი სოდით, დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ
სოდა კანისთვის
სოდის სარგებელი უდაოა და, ამასთან, იგი არავითარ ვიტამინს არ შეიცავს, მინერალებიდან კი მასში მხოლოდ ნატრიუმია. თუმცა, სოდის აბაზანებს ძველი დროიდან აღიარებენ, როგორც გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ საშუალებას. ძველ ეგვიპტეში სოდას “ღვთიური ცეცხლის ფერფლს” უწოდებდნენ მისი უნიკალური, გამწმენდი თვისებების გამო.
- ბოლომდე რეცხავს დაბინძურების ნებისმიერ სახეს: მტვერს, ცხიმს, მაკიაჟის ნარჩენებს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ფხვნილისებრ სტრუქტურას, რომელიც სკრაბის ეფექტით მოქმედებს.
- სოდის პროცედურების გამოყენებით, დამოუკიდებლად მოიშორებთ ჭორფლს, პიგმენტურ ლაქებსა და არასასურველ რუჯს.
- სოდა მძლავრი აბსორბეტია – იწოვს ტოქსინებსა და თავისუფალ რადიკალებს კანის ზედა ფენებიდან, რასაც ვერც საპონი და ვერც მიცელარული წყალი ვერ ახერხებს.
- სოდით დაბანა ხსნის გაღიზიანებას, პილინგის სხვა სახეობებისგან განსხვავებით. მას, ასევე, მადეზინფიცირებელი მოქმედება აქვს, ებრძვის სოკოსა და ბაქტერიებს, ამიტომ ძალიან ეფექტურია გამონაყართან ბრძოლაში.
- არბილებს კანს და ხსნის ფორებს, იდეალურად ამზადებს მას მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებებისთვის.
სოდით გაწმენდას თავისი ნიუანსები აქვს. მაგალითად, ნატრიუმი კანთან რეაქციაში თითქმის დაუყოვნებლივ შედის, ამიტომ ნებისმიერ ნიღაბს თავისი საბოლოო ეფექტი 10 წუთში ექნება.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან მგრძნობიარე, თხელი და თან მშრალი კანი, შესაძლოა, ასეთი აქტიური კომპონენტის ზემოქმედებით დაზიანდეს. საშინაო ნიღბების გამოყენების კურსი შეზღუდული არაა, თუმცა, სასურველია პროცედურების ზომიერად ჩატარება: 5-7 დღეში ერთი პროცედურა სავსებით საკმარისია. აუცილებლად დაიტენიანეთ კანი ასეთი ნიღბის გამოყენების შემდეგ! გამონაკლისი შეიძლება გახდეს მხოლოდ სპეციალური დამატენიანებელი ნიღბები, რომელთა რეცეპტებსაც ჩვენ გაგიზიარებთ.
ნიღბები ღრმა წმენდის ეფექტით
პილინგის ეფექტის მისაღებად რამდენიმე ნაცადი რეცეპტი არსებობს. ღრმა წმენდისა და შავი წერტილებისა და გამონაყარის მოსაშორებლად იღენებენ წყალბადის ზეჟანგთან შერეულ სოდას. ამ მასით ფრთხილად იწმენდენ სახეს, შემდეგ კი ნიღაბს თბილი წყლით ჩამოიბანენ.
უფრო რბილი ეფექტისთვის გამოიყენეთ 1 ჩ.კ. სოდა და ამდენივე დასაბანი გელი ან ქაფი. ფორთოხლის წვენზე დამზადებული ნიღაბი სწრაფად მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს, ხოლო ცილაზე – წამოწევს სახის კონტურს.
ნიღაბი კვებისა და დატენიანების ეფექტით
ამისთვის ცხიმიანი ბაზისია საჭირო. 2 ს.კ. საკვები სოდა 1 ს.კ. ზეითუნის ზეთში უნდა გახსნათ, თუმცა, თუ ამის საშუალებაა, გამოიყენეთ მწიფე ავოკადო ზეთის ნაცვლად. ამ შემთხვევაში საკმარისია ერთი ნაყოფის რბილობი.
ნიღბები მშრალი, დაზიანებული კანისთვის
შვრიის დაფქული ფანტელები შეურიეთ სოდას 1:1 პროპორციით, დაასხით თანაბარი რაოდენობის კეფირი ან ნაღები. მსუბუქი წმენდა, დარბილება და დატენიანება ასეთი ნიღბის შემდეგ გარანტირებულია.
ნიღბები გაუწყლოებული კანისთვის
ღრმად დამატენიანებელი ნიღბების გარდა, გირჩევთ გამაცოცხლებელ რეცეპტს სოდითა და კიტრით.
დაგჭირდებათ:
- ნახევარი კიტრი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 0.5 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
- 1 ჩ.კ. შვრიის ფანტელი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- კვერცხის ცილა
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 15 წუთით. ამ შემთხვევაში, სოდის შემცველობა დიდი არაა, ამიტომაც იჩერებთ ნიღაბს ამდენი ხნით. აქტიური მკვებავი ნივთიერებები, რომლებსაც თაფლი, კიტრი და შვრია შეიცავს, ღრმად აღწევს გაწმენდილ კანში. ნიღაბი მსუბუქი წრიული მოძრაობებით უნდა დაიტანოთ და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
სოდის ნიღბები ჩაანაცვლებს ვიზიტებს კოსმეტოლოგთან, თუმცა, მსგავსი საშინაო პილინგის შემდეგ გირჩევთ, ინტენსიური დამატენიანებელი საშუალება გამოიყენოთ. იგი ხელს შეუშლის კანის გამოშრობას და უფრო ეფექტურად გამოკვებავს ქსოვილებს: გახსნილი ფორები უკეთ ისუნთქებს და შეიწოვს ძვირფას კომპონენტებს.