Connect with us

ყვავილები

ბანანის ქერქის სასუქი ნერგების გასაზრდელად. უკვე დაიწყეთ შეგროვება

აგარაკზე მეზობელი ჩვენთან შედარებით ყოველთვის უხვ, ჯანმრთელ და ლამაზ მოსავალს იღებს. ამბობს, რომ ბანანის ქერქი ყველაფრის თავია. გულისხმიერმა მეზობელმა გამიზიარა ხრიკი, როგორ გამოვიყენო ბანანის ქერქი ბოსტანში.

ბანანის ქერქი აგარაკზე შეუცვლელი პროდუქტია. მისი დახმარებით ჯანმრთელ და წვნიან ბოსტნეულს, გემრიელ ხილსა და დიდ კენკრას გაზრდით. გირჩევთ, რომ უკვე შემოდგომაზე ბანანის ქერქის შეგროვება დაიწყოთ.

ბანანის ქერქი ფერმერისთვის: რა არის სარგებელი

ამ ყვითელი ხილის ქერქი ბევრ მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს, კალიუმის მარილებს, მანგანუმს და ნატრიუმს შეიცავს. მაღაზიაში გასაყიდი მინერალური ნარევების შემადგენლობას არ ჩამოუვარდება. შეგახსენებთ, რომ მცენარეს არც სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი მოსწონს და არც სიჭარბე. ისეთი ნატურალური პროდუქტით, როგორიც ბანანის ქერქია, მიწის გადავსებას ვერ შეძლებთ.

სასუქის მოსამზადებლად საკმარისი რაოდენობის ბანანის ქერქი შეაგროვეთ და გაახმეთ. თუ ნერგებისთვის სასუქს ამზადებთ, 5-6 ცალ ბანანის ქერქს 3 ლ წყალი დაასხით და 3 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. 100 მლ ნარევით თითოეული მცენარე მორწყეთ.

დროა, რომ მომავალ ნერგებსა და მოსავალზე იზრუნოთ. ბანანის ქერქით სასუქის მომზადება აუცილებლად სცადეთ. სასარგებლო ხილის ქერქი არ გადაყაროთ, არამედ ღირებულ პროდუქტად აქციეთ.

Advertisement