Connect with us

ჯანმრთელობა

ბალახი, რომელსაც უფლისგან ბოძებულ საჩუქარსაც კი უწოდებენ. გვათავისუფლებას 100-ზე მეტი პრობლემისგან

საქმე ეხება ბეგქონდარას, რომელსაც კარგი ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, კარგი ამოსახველებელი, ანტივირუსული, ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური მოქმედება აქვს. ამასთან ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს. ბეგქონდარა პათოგენურ მიკრობებს ანადგურებს, ორგანიზმის დამცავ ბარიერს ქმნის, წიდებისგან ათავისუფლებს, ინფექციების მიმართ მის მდგრადობას ზრდის და ლეიკოციტების წარმოებას სტიმულირებს.

ბეგქონდარას ეთერზეთს სტაფილოკოკის განადგურება შეუძლია. ბაქტერიების მოკვლის და ანტისეპტიკური მოქმედების უნარის წყალობით მედიცინაში ხელის კანის დეზინფექციისთვის შეუცვლელი საშუალებაა. ამ ეთერზეთს აორთქლების პროცესში 3 საათში პათოგენური ბაქტერიების 90%-ით განადგურება შეუძლია.

ბეგქონდარას ლათინური სახელი thymus ძველი ბერძნული სიტყვიდან მოდის, რაც ღვთიურ ნივთიერებას ნიშნავს.

სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

მცენარე ნედლი სახით სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადების დროს გამოიყენება. ამ ეფექტურ სასუალებს სამკურნალო მოქმედება აქვს ხველის (მშრალი და სველი, ხოჭოვანი ხველის, ბრონქიტის დროს), ლარინგიტის, ყელის ტკივილის, ასთმის, ცხვირის ღრუს ინფექციური პათოლოგიების დროს.

ბეგქონდარას ეთერზეთს ამოსახველებელი ეფექტი აქვს, ნერწყვს ათხელებს და ლორწოვანს არბილებს.

ცხვირის ღრუს ინფექციისა და ბრონქების დროს მცენარის ეთერზეთით ინჰალაცია უნდა გაიკეთოთ, ხოლო ყელის ანთების, ღრძილებისა და პირის ღრუს ინფექციური დაავადების დროს რამდენიმე წვეთი ეთერზეთი უნდა გამოივლოთ. ინჰალაციისთვის ძალიან ცოტა რაოდენობა უნდა აიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუჩვენებას მიიღებთ. ხველის დროს შიგნით 1 წვეთი ეთერზეთი 1 კოვზ თაფლთან ერთად მიიღეთ და თბილი ჩაი დააყოლეთ.

არომატული მცენარე დეპრესიას, მუდმივ დაღლილობას და ყურადღების ცუდ კონცენტრაციას გაუმკლავდება. ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ბეგქონდარა მეხსიერებას აუმჯობესებს, სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და შემცირებული წნევა ნორმაში მოჰყავს.

ბეგქონდარას გამოყენების უპირატესობა:

  • ვაგინალური ლორწოვანი გარსის (ვაგინატის) და კანდიდოზის ანთების დროს;;
  • ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ;
  • ბაქტერიების გასაქრობად;
  • სხვადასხვა ხსნარების შემადგენლობაში ხელის დეზინფექციისთვის;
  • საშარდე გზების ინფექციის დროს (მსუბუქი შარდმდენი);
  • მწერების ნაკბენის დროს (ზეთი ან დანაყული ნედლი მცენარე);
  • კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს (ტონიკი, ლოსიონი);
  • ცხელი აბაზანა ბეგქონდარით კუნთების ტკივილს ამცირებს. მიღებულია პოდაგრას, რადიკულიტის, ართრიტის და სპორტში დაზიანების დროს;
  • სუსტ ყოველთვიურ გამონადენს სტიმულირებს (აბაზანის მიღება ბეგქონდარას ზეთით);

ერთ პროცენტიანი წყალში გახსნილი საშუალება შეგიძლიათ თან ატაროთ, როგორც ანტიბაქტერიული საშუალება. გამოიყენეთ გზაში, ლაშქრობის ან მოგზაურობის დროს. ასევე ცნობილი ფაქტი – ტიმოლი (ბეგქონდარაში შემავალი ნივთიერება) კანის ზედაპირზე სისხლის ნაკადს ზრდის, რაც ჭრილობის სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს.

ბეგქონდარას სასიამოვნო სუნი მწერებს თავიდან მოგაშორებთ.

მას ხშირად სამზარეულოში ან ჩაიში სანელებლის სახით ვიყენებთ, თუმცა მისი სამკურნალო თვისებებიც ყურადსაღებია. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.