Connect with us

კულინარია

ბაზრობაზე შეიძლება ნუშის ნაცვლად გარგარის კურკის ბირთვი მოგყიდონ

ზამთარში ვიტამინები განსაკუთრებით გვჭირდება, ხოლო დეფიციტის აღდგენაში ტკბილი ჩირები და მკვებავი კაკლები გვეხმარება. ოღონდ მათი არჩევისას ყურადღებით უნდა იყოთ. არაკეთილმოსურნე მოვაჭრეები ხშირად ყალბ კაკალს გვთავაზობენ ან გამოშრობის და შენახვის ტექნოლოგიას არღვევენ, რაც ბუნების საჩუქარს დიდ წილ სასარგებლო თვისებებს ართმევს.

ტკბილი ჩირი

ადგილობრივი ბაზრობის ნაცნობი გამყიდველები ყვებიან, თუ რა უსიამოვნო სიურპრიზებს აწყდებიან გულუბრყვილო მყიდველები.

მათი თქმით, გამოცდილი მყიდველები არასდროს იყიდიან ქარვისფერ ქიშმიშს, ძალიან ღია გარგარის ჩირს და ოქროსფერ ლეღვს. ვერც ერთი ხილი გაშრობის პროცესში თავდაპირველ ფერს ვერ ინარჩუნებს და უფრო კაშკაშა ვერ გახდება.

ჩვეულებრივ, სწორად გამხმარი ჩირი მუქდება. ქიშმიში და გარგარის ჩირი ქიმიური დამუშავების გარეშე ყავისფერი უნდა იყოს, ხოლო ლეღვი ნაცრისფერი ან ღია ყავისფერი.

გარგარის ჩირი შეძენამდე აუცილებლად გასინჯეთ. მჟავე ვარიანტი გაფუჭებული გარგარისგან არის დამზადებული. ბენზინის გემო გახმობის დაჩქარებულ ტემპზე საუბრობს. თუ გარგარის ჩირი ბზინავს, გლიცერინით დამუშავებულია. ასეთი ჩირის შეძენა არ ღირს, კომპოტშიც დამახასიათებელი გემო დარჩება.

სამწუხაროდ, ჩვენთან უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან სასარგებლო შავქლიავის შეძენა რთულია. იქ ქლიავს ბუნებრივად ახმობენ და მიმზიდველ გარეგნობაზე ნაკლებად ღელავენ. სწორედ ამიტომ, გამყიდველებს ლათინური ამერიკიდან ლამაზი და გლუვი შავქლიავი შემოაქვთ.

ყავისფერი შავქლიავის შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. სავარაუდოდ, მდუღარე წყალში დეზინფიცირებულია, რომლის შემდეგაც ცოტა ვიტამინი რჩება. ნამდვილი შავქლიავი მხოლოდ მუქი შავი უნდა იყოს. თუ წყალში ჩაალბობთ, ალაგ–ალაგ გათეთრდება, ხოლო დამუშავებული – არა.

ღია ფერის ქიშმიშის დიდი ნაწილი, რომელსაც ბაზრობაზე ვხედავთ, ლამაზი ფერის მისაღებად გოგირდით დამუშავებულია. ხარისხიანი ყურძენი სწორი გახმობის პირობებში მუქი ყავისფერი ხდება.

ყველაზე გასაოცარია ინფორმაცია, რომ ნუშის სახით შეიძლება გასუფთავებული გარგარის კურკის ბირთვი მოგყიდონ. აქ, ზომას და გემოს ყურადღება უნდა მიაქციოთ. გარგარის თესლი, როგორც წესი, პატარაა და მწარე გემო აქვს.

გაქვთ მეთოდი, როგორ გაარჩიოთ ხარისხიანი ჩირი და კაკალი ბაზრობაზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება!