Connect with us

ჯანმრთელობა

ახალგაზრდობის აღმოსავლური ელექსირი

თუ ყოველდღე ამ სასმელის დალევას ჩვევად აქცევთ, უკვე ერთ თვეში საკუთარ თავს აღფრთოვანებით შეხედავთ!

ორგანიზმის დაბერება გარდაუვალია და ამას უნდა შეეგუოთ. მიუხედავად ამისა, ყველას სურს, რომ ნებისმიერ ასაკში კარგად გამოიყურებოდეს და თავი ახალგაზრდად იგრძნოს. ამისთვის რა უნდა გააკეთოთ? რა თქმა უნდა, სწორად უნდა იკვებოთ, დღის რეჟიმი დაიცვათ, ორგანიზმი ფიზიკური აქტივობით დატვირთოთ და სისულელეებზე არ ინერვიულოთ.

სია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ, მაგრამ ამას რა აზრი აქვს, თუ პრაქტიკაში მხოლოდ ცოტა ადამიანი ასრულებს. ცხოვრების წესის არჩევა – თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ის, ვინც ცდილობს რომ თავი შესანიშნავად იგრძნოს და კარგად გამოიყურებოდეს, ამისთვის ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 მლ ახალ დაწურული ლიმონის წვენი
  • 200 გრ თაფლი
  • 50 მლ კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და დილით, უზმოზე 1 ჩ/კ ელექსირი რაც შეიძლება დიდხანს მიიღეთ.

შედეგად:

  • თქვენ თვალსა და ხელს შუა გაახალგაზრდავდებით (სახის ფერი გაუმჯობესდება, თვალები კაშკაშს დაიწყებს, კანი უფრო გლუვი გახდება);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება დარეგულირდება;
  • სისხლძარღვები და ღვიძლი უსარგებლო ნარჩენებისგან გაიწმინდება;
  • იმუნიტეტი გაძლიერდება;
  • ცისტიტი და პიელონეფრიტი დაგავიწყდებათ.