Connect with us

სხვა

აღმოჩენა: იმუნურ სისტემას კიბოს ყველა სახეობის განკურნება შეუძლია

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ გაკეთებუმა აღმოჩენა მედიკოსებს საშუალებას მისცემს იმუნური სისტემა სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ “მიმართოს”. ამან შესაძლოა კიბს უივერსალური წამლის მიღებისკენ გაგვიხსნს გზა. მეთოდი ჯერ-ჯერობით კლინიკურად დატესტილი არ არის, მაგრამ, მკვლევარების თქმით მას უზარმაზარი პტენციალი აქვს. ამ მეთოდი მოკლე აღწერა ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა. მისი არსი  იმ “უჩვეულო” საშუალებების ძიებაში მდგომარეობს, რომლითაც იმუნური სისტემა სიმსივნეებს ებრძვის.

მეცნიერებმა შეძლეს განსაკუთრებული Т-ლიმფოციტის აღმოჩენა – უჯრედის, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რექციებზეა პასუხისმგებელი.

თუმცა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი უჯრედს, სხვებისგან განსხვავებით, კიბოს სხვადასხვა სახეობის საშიშროებებს ებრძვის.

“არსებობს შანსი, რომ ამას ყველა პაციენტის გადარჩენა შეუძლია. ადრე ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია” – ამბობს მკვლევარი ჰენრი სიუელი.

Т-ლიმფოციტების ზედაპირზე ქიმიური რეცეფტორებია, რომელთა მეშვეობითაც ისინი ანტიგენებს საზღვრავენ, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო მათ მიერ ნაპოვნი Т-ლიმფოციტისთვის კიბოს უჯრედების ფართო სპექტრზე თავდასხმა ეიძულებინათ. ეს მეთოდი ფილტვის, სისხლის, ნაწლავის, მკერდის, ჯვლების, პროსტატის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოსუჯრედებზე გამოსცადეს.

ლიმფოციტი კიბოს უჯრედებს ანადგურებდა და ჯანმრთელბას არ ეხებოდა!

თუ რა გზით ანსხვავებს ლიმფოციტი კიბოს უჯრედს – ჯერ-ჯერობით გაუგებარია. მისი რეცეფტორი ურთიერთქმედებს მოლეკულასთან რომელსაც MR1-ს ვუწოდებთ, ის კი ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედის ზედაპირზეა.

ითვლება, რომ სიმსივნური უჯრედები MR1-ს იმუნური სისტემისგან შენიღბვისთვის იყენებენ. თუმცა კარდიფში აღმოჩენილ Т-ლიმფოციტს MR1-სგან უჯრედის მეტაბოლიზმის დარღვევის შესახებ – სიგნალის მიღება შეუძლია.

ჩვენ პირველები ვართ, ვინც Т-ლიმფოციტი აღწერა, რომელიც MR1-ის სიმსივნურ უჯრედებში აღმოჩნდა. ადრე ეს არავის გაუკეთებია. – ამბობს მკველვარი გერი დოლტონი.

ეს კვლევა ამ სფეროში პირველი არ არის. ექპერიმენტები იმუნური სისტემის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მომართვისთვის საკმაოდ დიდი ხანია რაც ტარდება.

მათ შორის ყველაზე ცნობილი – CAR-T გახლავთ. ეს ლეიკოზის საწინააღმდეგო საშუალება იმუნური სისტემის გადაპროგრამებას იწვევს ამ სახეობის სიმსივნის წინააღმდეგ. CAR-T-ს შემთხვევაში, Т-ლიმფოციტი – გენეტიკურად პროგრამირდება იმაზე, რომ ისინი სიმსივნურ უჯრედებს პოულბდნენ და ანადგურებდნენ.

შემდეგ, მოდიფიცირებულ ლიმფოციტებს პაციენტის სხეულში აბრუნებენ, სადაც მათი რაოდენობა სიმსივნურ უჯრედებითან შეხვედრის ყოველ ჯერზე იზრდება.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. maqsi

    January 28, 2020 at 8:48 pm

    გთხოვთ გადამირჩინეთ დედა გემუდარებით არ გაგვწიროთ ჩვენი სიცოცზლე დედაზეა დამოკიდებული გემუდარებით მუხლებ დაჩოქილი გთხოვთ 🙏🙏🙏🙏🙏

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.