ჯანმრთელობა
აღმოსავლური ვისცელარული მასაჟი: მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ტექნიკა
„ხშირად იღვიძებთ ცუდი განწყობით, დაღლილობის განცდით და პირქუში გამომეტყველებით? თუ პასუხია „დიახ“, სავარაუდოდ, თქვენს ორგანიზმში ბევრი ტოქსინი დაგროვდა. მათ მოშორებას აღმოსავლური ვისცელარული მასაჟის დახმარებით შეძლებთ. ასეთი მასაჟი არა მხოლოდ დეტოქსის პროცესს დააჩქარებს, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას გააუმჯობესებს, ნაწლავების დაცლას უზრუნველყოფს, ჭიპის არეში ლიმფურ კვანძებს დაარბილებს და ბევრი დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი გაზი უამრავი დაავადების მიზეზად ითვლება – ასე თვლიან ტრადიციული ჩინური მედიცინის თეორიაში. გაზების დაგროვებას ცუდი ეკოლოგია, სტრესი და ნეგატიური ემოცია, საკვები იწვევს. ყველა წარმოებული გაზი ჯანმრთელობის პრობლემებს არ იწვევს. გაზი მავნე ხდება, როცა სხეულში გროვდება. თუ გაზების დაგროვება ხდება, ლიმფური სისტემა მათ გამოდევნას ვერ ასწრებს. ასეთი მდგომარეობის ნიშანი შეიძლება იყოს ლიმფური კვანძების გაფართოება ყელზე, იღლიების ქვეშ და ჭიპის ირგვლივ. აღმოსავლური ვისცელარული მასაჟი ორგანიზმიდან ტოქსინებს და გაზებს გამოდევნის და ლიმფური კვანძების შეშუპებას გააქრობს.
მასაჟის შესრულების ტექნიკა
მასაჟს ცერა თითების ნებისმიერი ფალანგით ან შუა და არათითების დახმარებით ასრულებენ. ამასთან ხელისგულები გარე მხრიდან ერთმანეთს უნდა მიადოთ.
აზრობრივად ჭიპის ირგვლივ სივრცე 8 ტოლ ნაწილად დაყავით და თითოეული წერტილი წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ ისეთი ინტენსივობით, რომლის გაძლებასაც შეძლებთ. მტკივნეული ადგილები ნაკლებად ინტენსიურად დაიმასაჟეთ.
- მასაჟი ჭიპიდან მარცხენა მხარეს, 2,5 სმ-ს დაშორებით დაიწყეთ და 10-20 წამით წრიული მოძრაობა შეასრულეთ, მარცხნივ იმოძრავეთ. ეს სივრცე მარცხენა თირკმლის მუშაობაზეა პასუხისმგებელი და მასში ტოქსინების დაგროვებაზე ზემოქმედებს.
- ამის შემდეგ ჭიპის ქვედა სივრცეზე გადადით. ამ ნაწილზე მასაჟით გულზე ზემოქმედებას მოახდენთ.
- ამის შემდეგ ჭიპის მარჯვენა მხარეს გადადით. ასე მარჯვენა თირკმლებიდან გაზის გამოდევნას შეძლებთ.
- მასაჟის შემდეგი წერტილი – პირდაპირ ჭიპზე. ეს წერტილი სასქესო და საშარდე სისტემების მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
- მეოთხე და პირველ სივრცეს შორის მარცხნივ მდებარეობს წერტილი, რომლის მასაჟიც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.
- მეექვსე სივრცე პირველ და მეორე სივრცეს შორის მარცხნივ მდებარეობს. ამ ადგილის მასაჟით კუჭიდან და ელენთადან გაზების გამოდევნას ხელს შეუწყობთ.
- მეორე და მესამე ზონებს შორის მარჯვნივ მეშვიდე ზონა მდებარეობს, რომელზეც ზემოქმედება ღვიძლიდან და ნაღვლის ბუშტიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
- ბოლო სივრცე მესამე და მეოთხე ნაწილებს შორის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მასზე სტიმულირებით ნაწლავების მუშაობას გააუმჯობესებთ.
- ამ 8 ზონაზე მასაჟით მთელი მუცლის ღრუს დამასაჟებას, შინაგან ლიმფურ კვანძებზე ზემოქმედებას ან მტკივნეულ ადგილებზე მუშაობას შეძლებთ.
კვანძების ან დაჭიმულობის აღმოჩენისას ამ ზონას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ, კვანძების დაშლა სცადეთ. ჭარბი გაზი, სითხე ან მტკივნეული ადგილი – ეს „კვანძია“. ის ქრონიკული დაავადების დროს წარმოიქმნება, ანუ დაავადება მუცლის ღრუში თავის კვალს ტოვებს.
დაგროვებული გაზების მოშორების გარდა, ასეთი მასაჟი დაგეხმარებათ ჭუჭყიანი სითხის გამოდევნაში, რომელიც დიდი ხანი თქვენი ორგანიზმიდან არ გამოსულა. თქვენს სხეულში დარჩენით ასეთმა სითხემ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი, კანზე გამონაყარი და თავბრუსხვევა.
თუ მუცლის წნულს დააწვებით, ზოგჯერ შეიძლება წყლის ხმაური იგრძნოთ – ეს იმის ნიშანია, რომ ჭუჭყიანი სითხე ამოძრავდა და ცოტა მოგვიანებით შარდის ბუშტიდან მისი გამოდევნა დაიწყება.
თუ დაგროვებულ სითხეს არ გამოდევნით და დიდი რაოდენობით წყალს მიიიღებთ, ამან შეიძლება ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს. ტრადიციული ჩინური მედიცინის ყველა მეთოდის საფუძველია იდეა, რომ ორგანიზმის გაჯანსაღება აქტიურ არხებზე ზემოქმედებით ხდება. ყველა 12 არხი მუცლის ღრუში მდებარეობს, ამიტომ მათი მასაჟით ორგანიზმს დაეხმარებით.