საკითხავი
აქტივირებული ნახშირის გამოყენების 6 მეთოდი: სილამაზე და ჯანმრთელობა
ყველამ იცის, რომ აქტივირებული ნახშირი ნაწლავების გამწმენდი იაფი საშუალებაა. მას სხვა თვისებაც გააჩნია, რომელიც დაგეხმარებათ ლამაზად გამოიყურებოდეთ და თავი უკეთ იგრძნოთ.
კბილების გათეთრება
აქტივირებული ნახშირი კარიესს თავიდან აგაცილებთ, კბილებს რამდენიმე ტონით გააღიავებს და სუნთქვას გააჯანსაღებს. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ყავას ხშირად სვამს და თამბაქოს ეწევა, რადგან კბილებს ბუნებრივ სიქათქათეს უბრუნებს. ნარევის მოსამზადებლად 1 აბი აქტივირებული ნახშირი დააქუცმაცეთ და კბილის პასტას დაუმატეთ. ამ ნარევით კბილები რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში 1-2-ჯერ გაიწმინდეთ.
წყლის გაფილტვრა
აქტივირებული ნახშირი შთამნთქმელ მოქმედებას ფლობს, ამიტომ წყალს წმენდს. თუ ჩვეულებრივ ფილტრით გაწმენდილ წყალს ხმარობთ, ეფექტის გასაძლიერებლად 1 აბი ნახშირი დაუმატეთ. თუ ფილტრი არ გაქვთ, რამდენიმე აბი (1 აბი 1 ლ წყალზე) მარლაში გაახვიეთ, წყლით სავსე ჭურჭელში ჩადეთ და 8 საათით გააჩერეთ.
კანის გაწმენდა
აქტივირებული ნახშირი კანის გამწმენდ ნიღბებში ხშირად შედის. ნახშირი ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, ფორებს ავიწროებს, კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ცხიმიან სიპრიალეს აქრობს. აქტივირებული ნახშირი შეგიძლიათ თქვენს მიერ მომზადებულ ნებისმიერ ნიღაბს დაუმატოთ. ერთ-ერთი რეცეპტი: აბი დააქუცმაცეთ, 2 ს/კ ვარდის წყალი დაასხით, 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი კანზე 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესება
აქტივირებული ნახშირი ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს და იმუნიტეტზე ზრუნავს. ორგანიზმს ტოქსინების და მძიმე ლითონების მოშორებაში ეხმარება. აუცილებელია შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას მისდიოთ.
მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალება
ერთი აბი ნახშირი ცოტა ქოქოსის ზეთს აურიეთ, შემდეგ ნარევი ნაკბენზე წაისვით. ის ქავილს და სიწითლეს გააქრობს.
უსიამოვნო სუნის გასაქრობად
თუ რამდენიმე აბს უსიამოვნო სუნის წყაროსთან მიმოყრით, ნახშირი სუნს შთანთქავს.