Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროლოგმა გაგვიმხილა, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ 2020 წელს!

ცნობილმა ასტროლოგმა, პაველ გლობამ ის 4 ზოდიაქოს ნიშანი დაასახელა, რომელთათვისაც 2020 წელი წარმატებული და ბევრ საკითხში საბედისწეროც იქნება!

1. კურო

კუროებს შეუძლიათ არაფერზე ინერვიულონ: მათ ცხოვრებაში უიღბლობები დასრულებულია!

2020 წელს მათ არანაირი სერიოზული პრობლემები არ ელოდებათ. ვარსკვლავები მათ არაჩვეულებრივ პერიოდს უქადიან, როდესაც საშუალება მიეცემათ ამოისუნთქონ და თავისუფლად მიენდონ დინებას! თუმცა უმოქმედობით ძალიან ნუ გაერთობით! ახალი წელი კარგია განათლების მიღებისთვის, თვალსაწიერის გაფართოვებისთვის, სულიერი ძიებისა და ცოდნის მატებისთვის! თვითგანათლება დაგეხმარებათ თქვენს თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ!

წლის მეორე დეკადა ზოგიერთ კუროს საბედისწერო შეხვედრებით დაამახსოვრდება, რომელიც მის ცხოვრებას სრულიად გადაატრიალებს!!!

2. ქალწული

ქალწულებს მომავალ წელს, თავისი ცხოვრების ყველა სფეროში, სტაბილურობა ელით! ქალწულების ტრიუმფი – საერთო ჯამში მათ დამსახურებებზეა დამოკიდებული! ისინი მხოლოდ იმიტომ იქნებიან იღბლიანები, რომ ძალიან აქტიურად შრომობდნენ წინა წლებში.

მოკლედ აჯობებს არ იჩქაროთ, მეტი იფიქრეთ მომავალზე და ნუ გამოიტანთ სულსწრაფ დასკვნებს. იმისთვის, რომ წარმატებული წელი დახარჯულ ნერვებად და გაფუჭებულ ურთიერთობებად არ აქციოთ, აჯობებს ემოციები გააკონტროლოთ, მაშინ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, რომ ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწიოთ როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაშიც!!!

3. მერწყული

2020 წელი მერწყულებისთვის თავისუფლებისა და გაურკვევლობების წელი იქნება!

აბსოლუტური თავისუფლება ზიანს არ მოგიტანთ, მაგრამ დაგეხმარებათ ყურადღება უფრო სერიოზულ პრობლემებზე გაამახვილოთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიან! იმ მერწყულებმა რომლებსაც თავიანთი სამსახური არ მოსწონთ და არ აკმაყოფილებთ აჯობებს დაისვენონ და რამეზე გადაერთონ, ეს შეიძლბეა მათი რომელიმე ჰობი, მოგზაურობა, სპორტი ან ახალი სიყვარული იყოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია – არ იდარდოთ წვრილმანებზე და საკუთარი თავი ჩიხში არ მოაქციოთ, ასეთ შემთხვევაში 2020 წელი აუცილებლად დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ და აისრულოთ თქვენი ოცნებები!

4. თევზები

თევზებისთვის დგება დრო, როდესაც შეიძლება და აუცილებელიც არის ისე იცხოვრონ როგორც მათ სურთ!

ამიტომ აუცილებელია შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ისინი თქვენს სურვილებს შეუფარდოთ. საკუთარი თავის რწმენა და სითამამე დაგეხმარებათ თვითრეალიზაციაში, სიყვარულსა და შემოქმედებაში.

ახალი წელი მოგცემთ იშვიათ შანსს – ისე იცხოვროთ, როგორც ოცნებოდბით! თუმცა ამასთანავე აუცილებელია წესების დაცვით ითამაშოთ!!!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.