ჰოროსკოპი
ასტროლოგები მარტის ბოლო დღეს 2 ზოდიაქოს ნიშანს აუარებელ პრობლემებს პირდებიან
ასტროლოგიური ჰოროსკოპის მიხედვით მარტის ბოლო დღე ზოდიაქოს ორი ნიშნისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება და აი, რატომ.
ვერძი
ასტროლოგების პროგნოზით, 31 მარტს ვერძს დაუსრულებელი პრობლემები ელოდება. სწორედ ამ დღეს ბევრი საკუთარ თავზე რაღაც ახალს გაიგებს და ყველაფერი არაკეთილმოსურნეების და მოშურნეების დაუფიქრებელი ქცევის გამო. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, მარტის ბოლო დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ ბიზნესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოების და ფინანსური ოპერაციების განხორციელების დროს. ეცადეთ, რომ ახლობლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები არ გაუზიაროთ.
გამორიცხული არაა, რომ იმ ადამიანმა გიმუხთლოთ, ვისთანაც დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ. ამ ფონზე უამრავი პრობლემები შეგექმნებათ – პატარა ჩხუბით დაწყებული საქმიანობის სფეროზე ზიანის მიყენებით დამთავრებული.
მორიელი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლისთვის 31 მარტი გაზაფხულის ყველაზე გადამწყვეტი დღე იქნება და ყველაფერი მაღალი თანამდებობის მოპოვების რეალური შანსის გამო. თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღის საზღვრების გამო მორიელს უსიამოვნებასთან შეჯახება მოუწევს, როგორიცაა გაუთვალისწინებელი ხარჯები, ტყუილი და ღალატი თანამშრომლების მხრიდან.
ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ 31 მარტს მორიელი გონივრული ქცევით ბედის თავიდან აცილებას შეძლებს. სწორედ ამიტომ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარი თქვით და ეცადეთ, რომ თანამშრომლების უაზრო შეტევებს ყურადღება არ მიაქციოთ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ წონასწორობიდან გამოგიყვანონ და ზიანი მოგაყენონ.