საკითხავი
ასე უტყდება კატა პატრონს სიყვარულში: 11 ზუსტი ნიშანი
შინაური კატის ქცევები ბევრად განსხვავდება ძაღლის ქცევისგან. ცუგებისგან განსხვავებით, კატები ნაკლებად ემოციურები არიან, მათ სიყვარულს დამსახურება სჭირდება. სიმპათიის გამოვლენა კი კატებს არაერთგვაროვნად შეუძლიათ და, ხშირად, ამას პატრონები ვერ იგებენ.
თუ გინდათ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენს კატას უყვარხართ, გთავაზობთ კატური სიყვარულის 11 უტყუარ ნიშანს.
კატების ქცევა
კატის ცუდი ქცევა ნეგატიურად აისახება მის პატრონზე. სულ ცოტამ იცის, რომ ასეთი ქცევა ცხოველის უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებაა თავისი ადამიანი-მეგობრის მიმართ. ნუ იჩქარებთ ამ ფუმფულა არსების დატუქსვას, ჯერ გაერკვიეთ, თუ რატომ იქცევა თქვენი ფისო ასე. ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ რისთვის არ უნდა დასაჯოთ კატა.
1. დაჟინებით გიცქერთ
ცხოველთა სამყაროში ხანგრძლივი მზერა – აგრესიის შეუცვლელი ნიშანია, ამიტომ კატები ასე უბრალოდ არავის უყურებენ. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ფისო თავიდან ფეხებამდე გათვალიერებთ და თან ნელა ხუჭავს თვალებს, დარწმუნებული იყავით, რომ უყვარხართ.
2. საჩუქრებს გჩუქნით
კატები – მონადირეები არიან, რომლებიც საყვარელ პატრონებზე ისე ზრუნავენ, როგორც შეუძლიათ. თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, უსაზღვრო სიყვარულის ნიშანი შეიძლება იყოს მოულოდნელი სურპრიზი ბალიშზე – მკვდარი თაგვი. ბინის კატა პატრონს საყვარელ სათამაშოს მიუტანს ხოლმე. ის, რომ კატა თავის მონაპოვარს თქვენ შემოგწირავთ, ძალიან ძვირფასი ჟესტია მისი მხრიდან.
3. თქვენთან სძინავს
თუ კატამ თქვენს სხეულზე დაძინება გადაწყვიტა, ესე იგი ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს პატრონის გვერდით. ამ შემთხვევაში, დაივიწყეთ უბეწვო საწოლის შესახებ, მაგრამ ეს ხომ უმნიშვნელო მოვლენაა, როცა თქვენი საყვარელი მეგობარი ასეთი კმაყოფილია.
4. თავით გეფერებათ
როცა კატა თავით გეფერებათ სხეულის ნებისმიერ ნაწილში, ის უზარმაზარ კომპლიმენტს გიკეთებთ. კატის თავზე განლაგებულია ჯირკვლები, რომლებიც ადამიანის მგრძნობელობისთვის მიუწვდომელ სურნელს გამოჰყოფს, რომლის დახმარებითაც ფისუნია “თავის ადამიანს” ნიშნავს.
5. გაძლევთ მუცელზე მოფერების უფლებას
ყველას როდი აქვს კატის ფუმფულა მუცლის შეხების უფლება, ამას დამსახურება სჭირდება. კატა არსდროს დაწვება ზურგზე უცხოს წინაშე. თუ თქვენი მეგობრის მუცლის მოფერების ბედნიერება გხვდათ წილად ისე, რომ ხელებზე ნაკაწრი არ გაგჩენიათ, ესე იგი ის ბოლომდე გენდობათ.
6. ფეხბში გებლანდებათ
სამსახურიდან მოსვლისას, შინ აუცილებლად დაგხვდებათ მოსიყვარულე კატა. თუ იგი ფეხებში გებლანდებათ, ესე იგი მოენატრეთ და თქვენი ყურადღების მიქცევა სურს. აუცილებლად მოეფერეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჰკრათ ფეხი! მზრუნველი კატა არასდროს დაგტოვებთ მარტო, იგი თქვენთან ერთად შემოვა საძინებელსა და აბაზანაში, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად ხართ.
7. ხელებზე გკბენთ
თამაშისას, კატები პატრონის კიდურებს კბენენ ან ლოკავენ ხელებსა და ცხვირს. კატების უმრავლესობას უყვარს პატრონის გვერდით ტანის ლოკვა. თუ თქვენი კატა თქვენს წინაშე იბანს ტანს და თქვენც გბანთ, ესე იგი ძალიან უყვარხართ.
8. გაჩვენებთ ბრჭყალებს
მოსიყვარულე კატა აუცილებლად დაგიწვებათ ზურგზე ან დაღლილ ფეხებზე. შეგიმჩნევიათ, რომ როცა რაღაც გტკივათ, კატა სწორედ იმ ადგილას წვება და თათებით მასაჟს გიკეთებთ? ესეც სიყვარულის ნიშანია.
9. კრუტუნებს
კატის კრუტუნი დამამშვიდებელი ხმაა. მას მაშინ გაიგებთ, როცა კატა ნამდვილად კმაყოფილია. ყველა პატრონმა იცის, რომ კრუტუნა კატა – კმაყოფილი კატაა.
10. ხმამაღლა კნავის
კატები, ადამიანებივით, არ ესაუბრებიან მათ, ვინც არ მოსწონთ. კატები ერთმანეთს ასე არ ეკონტაქტებიან, ხმამაღალი “მიაუ” მხოლოდ საყვარელი პატრონისთვისაა განკუთვნილი. კეთილი ინებეთ და დაუთმეთ თქვენს ფუმფულა მეგობარს დრო.
11. ავეჯს კაწრავს
თუ კატა ავეჯზე ბრჭყალებს ილესავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს ქონებას სპეციალურად ანადგურებს. როცა კატა რაღაცას კაწრავს, ასე ნიშნავს თავის ტერიტორიას, ხშირად, ეს პატრონის საყვარელი ადგილია – დივანი, სავარძელი, მაგიდა.
კატისა და მის მიერ ამორჩეული, საყვარელი პატრონის ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნო რამაა, რადგან კატისთვის თავის შეყვარება ძალიან რთულია.
თქვენ როგორ გაგრძნობინებთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სიყვარულს?