საკითხავი
არასდროს ენდოთ იმ ადამიანების, რომლებიც ამ 5 თვისებით გამოირჩევიან. ისინი აუცილებლად გიღალატებენ
ცხოვრების თანამედროვე რიტმი ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ მუდმივად ვუშვებთ საკუთარ პირად სივრცეში ადამიანებს. ზოგიერთი სულ ცოტა ხნით ჩერდება, სხვები კი ჩვენთან გარკვეული დროის მანძილზე რჩებიან. ზოგიერთთან გულწრფელად ვმეგობრობთ, ხოლო სხვები გულწრფელად გვიყვარდება. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუმცა, თუ თქვენს ახალ ან ძველ მეგობარს, საყვარელ ადამიანს ან უბრალოდ კარგ ნაცნობს ამ 5 თვისებებიდან ერთ-ერთი ახასიათებს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ადამიანი გიღალატებთ. ყოველთვის ასე ხდება.
5 მოღალატეობრივი თვისება
- ეგოისტია
ეგოისტის ნდობა საერთოდ არ ღირს. იგი არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს და დამნაშავედ მიგიჩნევთ თქვენ, ყოველ შესაძლებლობაზე კი გაგიხსენებთ ნათქვამ სიტყვებს, საიდუმლოებებს… ამასთან, ეგოისტი ყოველთვის ირჩევს საკუთარ თავს, საკუთარ კომფორტსა და სიმყუდროვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის არაფერს გაიღებს, არასდროს! - არ აქვს ემპათიის უნარი
ის, ვინც ღალატობს, ჩვეულებრივ, ემპათიის არარსებობით გამოირჩევა. ემპათია არის უნარი, თანაუგრძნო და გაიგო სხვისი ემოციები. ეს სავსებით გასაგებია, რომ მოღალატე უბრალოდ არ გრძნობს სინდისის ქენჯნას ჩადენილი საქციელის გამო. თუ ამჩნევთ, რომ ადამიანს ემპათიის მარცვალიც კი არ გააჩნია, მაშინ ნუ შეიზღუდავთ თავს მასთან ურთიერთობით. - ვერ ინახავს საიდუმლოებს
ადამიანი, რომელიც თქვენთან სხვის საიდუმლოებებს ამხელს, ნამდვილად არ იმსახურებს თქვენს ნდობას. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი საიდუმლოებებიც გაჟღერდება სხვებთან. - ჰგავს ფლუგერს, ქარის მიმართულებით ბრუნავს
თუ ადამიანი თავის აზრსა და ქცევას იმის მიხედვით ცვლის, თუ სად და როგორ მიიღებს სარგებელს, ესე იგი ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც პირველივე შესაძლებლობისას გიღალატებთ. - არაა მზად დახმარებისთვის
იგი ითხოვს და იღებს დახმარებას, მადლობასაც კი გიხდით, თუმცა, როცა თქვენ აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში, როცა მეგობრის დახმარების ხელი დაგჭირდებათ, ის გვერდით არ გაჩნდება. თუ ადამიანი სისტემატურად გტოვებთ გასაჭირში, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არასდროს დაგიდგებათ მხარში და ნებისმიერ დროს გაგცემთ.
მოერიდეთ ასეთ ადამიანებს. ნუ მისცემთ ვინმეს უფლებას, თქვენი ცხოვრება გაანადგუროს.
თქვენ რომელ თვისებებს დაამატებდით?